1 აგვისტოს ბელგრადში მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა
1 აგვისტოს ბელგრადში მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა.

დიდ ინტერესს იწვევდა ერთპიროვნული ლიდერის - ჰოანგ თან თრანგისა (უნგრეთი) და სალომე მელიას შეხვედრა.

ჩვენებური შავი ფიგურებით თამაშობდა. 40 სვლის განმავლობაში მეტოქეებმა უპირატესობას ვერ მიაღწიეს და პაიკების ენდშპილში ყაიმზე შეთანხმდნენ, რითაც მადიართა სახელით მოასპარეზე ვიეტნამელმა მეწინავეობა შეინარჩუნა, რადგან 6,5-ქულიანი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკიც (რუსეთი) 50-ე სვლაზე ტურნირის რეიტინგფავორიტ ანა მუზიჩუკს (სლოვენია) დაუზავდა.

ექვსქულიანთაგან მონიკა სოჩკომ (პოლონეთი) ევროპის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (რუსეთი) დაამარცხა, ხოლო ევროპის ჩემპიონმა ვიქტორია ჩმილიტემ (ლიტვა) ეკატერინა კოვალევსკაიას (რუსეთი) აჯობა.

ამდენად, მელიამ, კოსტენიუკმა, ჩმილიტემ და სოჩკომ 7-7 ქულას მოუყარეს თავი და დამატებითი მაჩვენებლებით სწორედ ასეთი თანმიმდევრობით იყოფენ მეორე-მეხუთე ადგილებს.

1 აგვისტოს მე-9 ტურში ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით 14 წლის ალექსანდრა გორიაჩკინასთან (რუსეთი) გაიყო ქულა.

ასევე, მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი) და სოფიო გურამიშვილი, კონტინენტის ბრინჯაოს პრიზიორი ნატალია პოგონინა (რუსეთი) და მერი არაბიძე.

დანარჩენ ჩვენებურთა პარტიები ასე დასრულდა: ინა გაპონენკო (უკრაინა)-ბელა ხოტენაშვილი 0:1, ბაირა კოვანოვა (რუსეთი)-ნინო ხურციძე 1:0, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-მაია ლომინეიშვილი 1:0, სოფიო გვეტაძე-ლელა ჯავახიშვილი 0:1, მაკა ფურცელაძე-ელიზავეტა ბრონიკოვა (რუსეთი) 1:0, ნინო ბაციაშვილი-ნარმინ კაზიმოვა (აზერბაიჯანი) 1:0, ეკატერინი პავლიდუ (საბერძნეთი)-მირანდა მიქაძე 1:0, სოფიო ნიკოლაძე-ბორკა ფრანცისკოვიჩი (ხორვატია) 1:0, ანა სტიაჟკინა (რუსეთი)-ანა გავაშელი 1:0, მადონა ბოკუჩავა-სარა იაკიმოვიჩი (ბოსნია) 0.5:0.5.

ცხრა ტურის შემდეგ, მელიას გარდა, ქართველთა მონაგარი ასეთია: არაბიძე, ხოტენაშვილი 6.5-6.5, გურამიშვილი, ძაგნიძე, ჯავახიშვილი - 6-6, ფურცელაძე, ლომინეიშვილი, ხურციძე - 5.5-5.5, გვეტაძე, ბაციაშვილი, ნიკოლაძე - 5-5, მიქაძე, გავაშელი - 4-4, ბოკუჩავა - 3.5 ქულა.

2 აგვისტოს მე-10 ტურში ითამაშებენ: კოსტენიუკი (7)-ჰოანგი (7.5), მელია (7)-ჩმილიტე (7), პოგონინა (6.5)-სოჩკო (7), ა. მუზიჩუკი (6.5)-ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 6.5), ოლგა გირია (რუსეთი, 6.5)-ხოტენაშვილი (6.5), არაბიძე (6.5)-ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 6.5)... კოვალევსკაია-ძაგნიძე, ჯავახიშვილი-სოფი მილე (საფრანგეთი), გურამიშვილი-ელენა-ლუმინიტა კოსმა (რუმინეთი), ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)-ფურცელაძე, ლომინეიშვილი-ხურციძე, პეტრა პაპი (უნგრეთი)-ბაციაშვილი, მიხაელა სანდუ (რუმინეთი)-გვეტაძე, ნიკოლაძე-ლილით გალოიანი (სომხეთი), მიქაძე-დინა ბელენკაია (რუსეთი), გავაშელი-ივა ვიდენოვა (ბულგარეთი), ბოკუჩავა-ბარბარა დიზდარევიჩი (სერბეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე