ლოტარინგიის დედაქალაქი მეცი ბატუტზე მხტომელმა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს
ლოტარინგიის დედაქალაქი მეცი ბატუტზე მხტომელმა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. საგულისხმოა, რომ სპორტის ეს სახეობა, რომელსაც საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი 1964 წელს ჰქონდა ლონდონში და 2000 წლიდან ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი, ასეთი მაღალი რანგის ტურნირით მეორედ ესტუმრა საფრანგეთს. ბატუტისტებმა 1986 წელს პარიზში მოსინჯეს ძალები. ამჟამად პაექრობები მეცის სპორტულ ასპარეზობათა კომპლექს ლე არენაზე იმართება, რომელიც 5400 მაყურებელს იტევს.

შეჯიბრებაში ბევრი სახელოვანი სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორისაა პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი ლუბა გოლოვინა, რომელმაც საკვალიფიკაციო ტურნირში 68.100 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილი დაიკავა. გუშინდელი პაექრობებიდან განსაკუთრებით ჩინელი სპორტსმენების წარმატება უნდა აღინიშნოს. პირველ ათეულში ოთხმა მათგანმა დაიბევა ადგილი, მაგრამ, დებულების თანახმად, გადამწყვეტ პაექრობებში მხოლოდ ორი იასპარეზებს - ოლიმპიური თამაშების პრიზიორი შანშან ჰუანი (71.500 ქულა) და დან ლი (70.800). რაც შეეხება პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონ ჰი ვიენას, იგი 70.000 ქულით კვალიფიკაციაში მესამე ადგილზე კი გავიდა, მაგრამ ფინალში ვერ მოხვდა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ორმა თანამემამულემ გაუსწრო. ასევე, ფინალს მიღმა აღმოჩნდა სინგრინ ჟონი (69.300).

ხვალ ზემოაღნიშნულ სპორტსმენებთან ერთად მედლებისთვის იბრძოლებენ: რუსი ვეტერანი, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი ირინა კარავაევა (დიდი სარბიელიდან რუსუდან ხოფერიას წასვლის შემდეგ მას ყველაზე მაღალი სირთულის კოეფიციენტი აქვს), ბელარუსი ტატიანა პიატრენია (68,800), გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველი, ათენის ოლიმპიადის გამარჯვებული ანა დოღონაძე (67.600). დიდი ბრიტანელი ბრიონი პეიჯი (67.000) და კანადელი როსანა მაკლენანი. ამ უკანასკნელმა კვებეკში (კანადა) 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ხტომებში მესამე ადგილი დაიკავა. ტრავმების გამო შეჯიბრებაში არ მონაწილეობენ მისი თანამემამულეები - პეკინის თამაშების ვერცხლის პრიზიორი ჯეისონ ბერნეტი და ბოლო სამი ოლიმპიადის მედალოსანი კარენ კოკბურნი, რომელსაც მაკლენანთან ერთად სინქრონულ ხტომებში უნდა ეასპარეზა.

რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას თენგიზ კოშკაძე იცავდა. მან მეცში ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხი იტკინა, ამის მიუხედავად, გუშინ მაინც გამოვიდა სარბიელზე და 42.500 ქულით 87 მონაწილეს შორის 66-ე ადგილი დაიკავა. ფინალში კი დონ დონი (ჩინეთი, 74.700), იი შუაი (ჩინეთი, 74,600), თენსუია სოტომურა (იაპონია, 74.000), იასუჰირო იეიამა (იაპონია, 73.600), დმიტრი უშაკოვი (რუსეთი, 73.500), გრეგორ პენესი (საფრანგეთი, 72.900), ნიკიტა ფედორენკო (რუსეთი, 72.700) და მარტინ გრომოვსკი (გერმანია, 72.600) იბრძოლებენ მედლებისთვის.

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა