ყველა ის ბავშვი და მწვრთნელი, რომლებიც სანაპიროს კორტებზე ვარჯიშობდნენ, ახალ სარბიელზე განაგრძობენ საქმიანობას
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის განცხადებით, საცურაო აუზ "ოლიმპიკის" მიმდებარე ტერიტორიის 2.5 ჰექტარ ფართობზე ახალი საჩოგბურთო კომპლექსი აშენდება ღია და დახურული კორტებით. სულ კომპლექსში 3 დახურული და 8 ღია კორტი მოეწყობა სრული ინფარსტრუქტურით. კომპლექსის ასაშენებლად თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ერთ-ერთი იტალური ფირმა კორტების კეთილმოწყობას 2011 წლის ზაფხულში დაასრულებს. მინისტრის თქმით, ახალ კომპლექსში ის ჩოგბურთელები და მწვრთნელები გადმოვლენ, რომლებიც ?ინამოს კორტებზე ვარჯიშობენ. ზამთრის პერიოდში კი, სანამ სამშენებლო სამუშაოები დამთავრდება, სახელმწიფო ოსტატ-შეგირდებს ალტერნატიულ პირობებს შესთავაზებს.

ლადო ვარძელაშვილი: ბოლო დღეებში გავრცელებულმა ინფორმაციამ ძალიან ბევრი ადამიანი შეიყვანა შეცდომაში - თითქოს სახელმწიფო სანაპიროზე მდებარე კორტებს ანგრევდეს. საქმე ისაა, რომ აქციების მფლობელებმა სანაპიროს კორტები რამდენიმე წლით გაასხვისეს და კერძო კომპანიას მიჰყიდეს, ამ კომპანიას კი საკუთარი გეგმები აქვს.

სახელმწიფოსთვის მთავარია, რომ ახალ თაობას ნორმალური სავარჯიშო პირობები შეუქმნას, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისანი-სამგორის რაიონში, საცურაო კომპლექს "ოლიმპიკის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფოს ხარჯებით აშენდეს თანამედროვე ტიპის საჩოგბურთო კომპლექსი.

ყველა ის ბავშვი და მწვრთნელი, რომლებიც სანაპიროს კორტებზე ვარჯიშობდნენ, ახალ სარბიელზე განაგრძობენ საქმიანობას. კომპლექსის აშენებამდე ზამთრის პერიოდში მათ საწვრთნელად ორთაჭალის დახურულ კორტებსა და დიდუბის საგამოფენო პავილიონს შევთავაზებთ. კორტების გარდა, აქვე სხვა სპორტული ობიექტებიც აშენდება.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა