ფილიპო ინძაგიმ შესაძლოა სეზონის მთელი დარჩენილი პერიოდი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვოს
ფილიპო ინძაგიმ შესაძლოა სეზონის მთელი დარჩენილი პერიოდი გამოტოვოს მუხლის ტრავმის გამო, მაგრამ ის მაინც დაბრუნდება.

მილანის მეგოლე ფილიპო ინძაგი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს "როსონერის" მაისური ისევ ჩაიცვას მიუხედვად იმისა, რომ ოთხშაბათ საღამოს "პალერმოსთან" მიღებული მუხლის ტრავმის გამო მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებელია. 37 წლის ფორვარდი მოედანზე ალეშანდრო პატოს ნაცვლად შევიდა, მაგრამ მალე თავად შეიქნა შესაცვლელი. მიზეზი მუხლის ძლიერი ტკივილი გახდა.

"ცხოვრება და ფეხბურთი ასეთია, წუთით ადრე თამაშობ და ბურთისთვის იბრძვი, შემდეგ კი მუხლი ხელით გიჭირავს. ვხედავ, რომ ირგვლივ უამრავი მხარდამჭერი მყავს. მათი მადლობელი ვარ. ყველა გვერდში დამიდგა - კლუბი, მწვრთნელი, თანაგუნდელი მეგობრები, გულშემატკივრები. მე თქვენ გიყურებთ და თქვენ მხარს მიჭერთ. ყველამ იცის, რომ დაბრუნება ძნელი იქნება, მაგრამ არ დავნებდები. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა", - აცხადებს ინძაგი.

ინძაგის სენტიმენტალურ სიტყვებს "რომას" კაპიტანი ფრანჩესკო ტოტიც გამოეხმაურა, რომელსაც მილანელი ფორვარდის სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი აქვს.

"არასდროს დანებდე, პიპო. შენ ჩვენთვის ყველასთვის მაგალითი ხარ! ინძაგი უნიჭიერესი ფეხბურთელია, მისი სტატისტიკა ამაზე მეტყველებს. ის ოფსაიდის ზღვარზე თამაშის დიდოსტატია და იცის, როგორ გამოიყენოს ესეთი მომენტები. ფილიპო პროფესიონალია, რომელიც ყოველთვის მკაცრი დისციპლინით ვარჯიშობდა და მას მუდმივად გოლის გატანის და გამარჯვების ნება გამოარჩევდა", - ამბობს ტოტი.

მომზადებულია www.goal.com-ის მიხედვით

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა