უკეთესი ინტრიგა არ არსებობს: კარლეტო "ჩელსის" და ჟოზე "რეალის" წინააღმდეგ
"ჩელსიმ" მილანური გრანდები სამი დღის ინტერვალით ერთნაირი ანგარიშებით დაამარცხა და საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც "რეალს" დაუპირისპირდება.

ჟოზე მოურინიო "ნერაძურის" შემდეგ კიდევ ერთ ყოფილ კლუბს შეხვდება. რას შეიძლება ნიშნავდეს პორტუგალიელისთვის პრინციპულ მეტოქესთან დაჯახება, თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. არანაკლებ დამაინტრიგებელია კარლო ანჩელოტისა და "ჩელსის" შებმაც. იტალიელმა ხომ "სტემფორდ ბრიჯზე" 2009/11 სეზონები გაატარა და გუნდს 2010-ში ინგლისის ჩემპიონობა მოაპოვებინა.

გადამწყვეტი მატჩი ზეგ მაიამის 80-ათასიან "სან ლაიფ სტედიუმზე" გაიმართება.

"ინტერისგან" განსხვავებით "მილანმა" ლონდონელებთან ბევრად უფრო შინაარსიანად ითამაშა, თუმცა სხვაობა გუნდების დონეებს შორის მაინც თვალში საცემი იყო. იტალიელები ფონს გასვლას ინდივიდუალურად ცდილობდნენ, რადგან გუნდური მოქმედებებისთვის სამოქმედო არეალი ჰქონდათ გადაკეტილი.

ინგლისელები კი სწორედ ამ მხრივ ბრწყინავდნენ. მოურინიოს შეგირდებს გოლები ერთი მეორეზე ეფექტური გამოუვიდათ. ედენ აზარმა კონტრიერიშზე წაიღო ბურთი, საჯარიმოსთან მიახლოებულმა სამი მეტოქის გარემოცვაში მარტოდ დარჩენილი კევინ დე ბრუინი მონახა, ვინც კრისტიან აბიატი ერთი შეხებით დაიჭირა მოძრაობაზე და საწინააღმდეგო კუთხეში დაურტყა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი ვიქტორ მოზესმა მცველებისგან მიტოვებული ანდრეა შიურლე დაინახა. გერმანელმა მოასწრო რეაგირება და აკრობატული მოძრაობით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის შემდგომ

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "როგორც ველოდით ზუსტად ისეთი რთული შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელების წინააღმდეგ მოგვიხდა თამაში, ისეთების როგორებიც არიან მონტოლივო, მუნტარი და ბოატენგი. მასიმო ალეგრის ხელმძღვანელობით "მილანი" ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს, განსაკუთრებით დაცვაში. მატჩმა ჩვენი რამდენიმე სუსტი წერტილი გამოავლინა.

"რეალთან" კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებთ. იმედია, ეს ტურნირი პრემიერლიგის სტარტისთვის უკეთ მომზადებაში დაგვეხმარება. მოსამზადებელ ეტაპზე ხუთიდან ხუთი თამაში მოვიგეთ, თუმცა, გავიმეორებ, ამხანაგურებში ქულებს არავინ არიგებს.

წლების წინ "ჩელსიში" კარიერის პიკში მყოფი შემადგენლობა მყავდა. ისინი მზად იყვნენ დიდი გამარჯვებებისთვის. მაშინ მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობდით და არა მომავალზე. ახლა სულ სხვა სიტუაციაა. მარკ შვარცერის წლოვანებას თუ გამოვაკლებთ, გუნდის საშუალო ასაკი ძალიან მცირეა. ამ გუნდს ყოველ წელს შეუძლია პროგრესისკენ თითო ნაბიჯის გადადგმა.

"ჩელსი" მხოლოდ გამარჯვებებზე ფიქრობს. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ მე უფრო მეტს ვფიქრობ სამომავლო პერსპექტივაზე და არამხოლოდ მიმდინარე პრობლემებზე. წინ "რეალთან" მატჩია. ამ თამაშს დიდი ხანია ველოდი, რადგან მადრიდელთა ამერიკულ ტურნეში მონაწილეობა ჩემს დროს შეთანხმდა".

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "ჩელსის" პირველ ტაიმში მთელი რიგი მომენტების შექმნის შანსი მივეცით, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების თამაშით საერთო ჯამში უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდთან კარგად ვითამაშეთ. კარგი გამოცდა გამოგვივიდა. ვფიქრობ,

რომ წინა შეხვედრებთან შედარებით ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგით წინ. ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით აშკარად წინ მივიწევთ, ისევე როგორც რიგ სათამაშო კომპონენტებში".

მილანი-ჩელსი 0:2

გოლები: 0:1 დე ბრუინი (29), 0:2 შიურლე (90+2)

მილანი (3-5-2): აბიატი - საპატა (69. პოლი), სილვესტრე, ანტონინი (46. ძაკარდო) - კ.პ. ბოატენგი (79. კ. ბოატენგი), მუნტარი, მონტოლივო (57. ნოჩერინო), დე იონგი (77. პასიფიკო), ემანუელსონი (69. კონსტანტი) - ბალოტელი (46. პეტანია), ელ შაარავი (56. ნიანგი)

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი (46. შვარცერი) - ასპილიკუეტა (46. ტერი), კეჰილი, ივანოვიჩი, ბერტრანი (46. კოული) - ესიენი (46. რამირესი), ვან გინკელი (65. მიკელი), დე ბრუინი (46. მოზესი), ოსკარი (46. მატა), აზარი (65. შიურლე) - ბა (46. ტორესი - 85. ლუკაკუ)

იხილეთ ვიდეო

"ინტერის" დაცემა

ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რა გახდა "ინტერის" ასეთი საშინელი ასპარეზობის მიზეზი. ფაქტია ერთია: "ნერაძურიმ" ოთხივე გოლი ფეხბურთელთა წარმოუდგენლად უხეში შეცდომების შემდეგ გაუშვა. პირველი ორი ბურთი შორიდან გავიდა.

სად იყვნენ ამ დროს ცენტრალური ნახევარმცველები, უბრალოდ, აუხსნელია. შემდეგ უშუალოდ უკანახაზელები ჩავარდნენ. მეკარემ და მცველმა ერთმანეთს ვერაფერი გაუგეს და ჟონასმა ცარიელ კარებში შეაგორა. ბოლოს მილანელებმა მეტოქეს ორჯერ ახლო მანძილიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაარტყმევინეს. მარკო კასტელაციმ ერთხელ კი მოიგერია, მაგრამ მეორედ ამის შანსი უკვე აღარ ჰქონია.

მატჩის შემდეგ

ვალტერ მაცარი (ინტერი): "ალბათ შეამჩნიეთ, რომ "ვალენსია" ბევრად უფრო ცოცხლად თამაშობდა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ესპანელებმა ბოლოს 27 ივლისს ითამაშეს, ჩვენ კი სულ რაღაც 3 დღის წინ. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ეს მხოლოდ მომავალია.

წაგებით შეიძლება ყველასთან წააგო, მაგრამ "ინტერს", ჩემი აზრით, უფრო ღირსეული ანგარიშით მართებდა მატჩის დასრულება. თუნდაც პირველი გოლის შემდეგ გაიხსენეთ, როცა მართლა კარგად ვთამაშობდით და რამდენჯერმე გვქონდა გატანის შანსი. სამაგიეროდ ამაზრზენი იყო პირველი 10 წუთი.

მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელებს ფეხებზე სიმძიმეები ეკიდათ. ეს ალბათ ჩემი ბრალია, რადგან ბოლო დღეებში ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა. "იუვენტუსთან" ყველაფერს გავაკეთებთ მოგებისთვის. დღევანდელ გაკვეთილს კი აუცილებლად გავითვალისწინებთ.

"ინტერი" ვალდებულია, ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბოს. საბოლოო ანგარიშის მიუხედავად მაინც ვხედავ გარკვეულ პროგრესს იმასთან შედარებით, რაც სეზონის დასაწყისში იყო. "ნაპოლისგან" განსხვავებით ახლა ისეთ გუნდს ვხელმძღვანელობ, სადაც თამაშის მოდელი ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია".

ვალენსია-ინტერი 4:0

გოლები: 1:0 ბანეგა (7), 2:0 ვიერა (33), 3:0 ჟონასი (55), 4:0 ვიერა (88)

ვალენსია: ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, კოშტა, ბერნატი - ფეგული, ბანეგა, ფუეგო, მიკელი, ვიერა - ალკასერი (46. ჟონასი)

ინტერი: ჰანდანოვიჩი (79. კასტელაცი) - ჟეზუსი, ანდრეოლი, კივუ (49. რანოკია) - გუარინი (65. ოლსენი), კუზმანოვიჩი, კამბიასო (65. ჯონათანი), ა. პერეირა (47. ალვარესი), ნაგამოტო (76. მბაიე) - ბელფოდილი, პალასიო (65. იკარდი)

დარჩენილი მატჩები

8 აგვისტო

მე-7 ადგილისთვის

ინტერი-იუვენტუსი

მე-5 ადგილისთვის

ვალენსია-ევერტონი

მე-3 ადგილისთვის

გალაქსი-მილანი

ფინალი

რეალი-ჩელსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მადრიდის "რეალი" ფინალშია [VIDEO]

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
ბანეგამ კონტეს პარიკზე დასცინა და ძალიან გააბრაზა
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Whoscored-მა ლა ლიგას პირველი ნაწილის სიმბოლურში "ბარსელონადან" 5 ფეხბურთელი შეიყვანა, "რეალიდან" - არც ერთი
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ევერ ბანეგა: ჩემი ცხოვრების გუნდს ბედნიერი ვტოვებ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ევერ ბანეგა: როცა თამაში არ მიგვდის, თავგანწირვით ვიბრძვით
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
ევერ ბანეგა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
მოურინიო საუდის არაბეთში მიდის - შეთანხმება უკვე შედგა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს