არგენტინელებმა ლა პლატაში "ვორათაზის ბარბაროსებს" უმასპინძლეს და ბოლო წამებზე გატანილი საჯარიმოს წყალობით 29:27 მოიგეს
ოთხი ერის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, არგენტინის ნაკრები ერთ თვეზე მეტია მომავალი ტურნირისთვის გამალებით ემზადება.

"პუმებს", მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოს საქართველოს ნაკრები დაამარცხეს, ვარჯიში არ შეუწყვეტიათ.

არგენტინელებმა ლა პლატაში "ვორათაზის ბარბაროსებს" უმასპინძლეს და ბოლო წამებზე გატანილი საჯარიმოს წყალობით 29:27 მოიგეს.

სტუმრებმა "პუმებს" ოთხი ლელო გაუტანეს, აქედან ორი სეკოპე კეპუს ანგარიშზეა, თითო-თითო კი დრიუ მიტჩელმა და პიტერ ბითამმა მიითვალეს. სამივე ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაშია გამოძახებული, რომელთანაც არგენტინის ნაკრებს ერთი თვის თავზე მოუწევს თამაში.

მატჩის შემდეგ, "ვორათაზის ბარბაროსების" ის მორაგბეები, რომლებიც ავსტრალიის ნაკრების წევრები არიან, სამშობლოში გაემგზავრნენ. დარჩენილები კი 9 აგვისტოს პერიფერიულ ქალაქ სალტაში "პუმებს" კიდევ ერთხელ ეთამაშებიან.

"ჩვენს თამაშში გარკვეული პროგრესი შეინიშნება. ოთხი ერის გათამაშებაში, სწორედ ისეთი ყაიდის გუნდთან მოგვიწევს პაექრობა, როგორიც ამჟამინდელი მეტოქე იყო. კმაყოფილი ვარ ხელდახელ თამაშით, ბურთს კარგად და დიდხანს ვაკონტროლებდით.

მეტოქემ ოთხი ლელო გაგვიტანა, რაც დაცვაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს, მაგრამ დრო კიდევ საკმარისად გვაქვს, რომ ამ კომპონენტში არსებული ხარვეზები აღმოვფხვრათ.

ვფიქრობ, გუნდი ფიზიკურად კარგად არის მომზადებული. მეტოქეები წლეულს შარშანდელზე მეტად ყურადღებით მოგვეკიდებიან და, დარწმუნებული ვარ, წინ უმძიმესი მატჩები გველის" - თქვა ნამატჩევს არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა.

არგენტინა

15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. გონსალო ტიესი, 12. სანტიაგო ფენანდესი, 11. ჰოარსიო აგუჯა, 10. ხუან მარტინ ჰერნანდესი, 9. მარტინ ლანდახო. 1. მარკოს აიერსა, 2. ეუსებიო გუინასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. მარიანო გალარსა, 6. ხუამ მარტინ ფერნანდეს ლობე, 7. პაბლო მატერა, 8. ლეონარდო სენატორე.

3ლ: აგულა (2), კრევი. 4ს: ჰერნანდესი (2), სანჩესი (2). გ: ჰერნანდესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა