ახალი ზელანდიის ნაკრები უკვე ერთი კვირაა ბუენოს აირესში იმყოფება და არგენტინასთან მატჩისთვის ემზადება
ახალი ზელანდიის ნაკრები უკვე ერთი კვირაა ბუენოს აირესში იმყოფება და არგენტინასთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.

"ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა გუნდის შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი შეიყვანა. დევიდ ჰევილი ქრაისჩერჩის "კრუსეიდერზის" უკანახაზელია და წლეულს, გუნდთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

შერკინებაში ჰანსენი ახალბედებს ვაეა ფიფიტას და სკოტ ბარეტს ენდობა. გარემარბის პოზიციაზე ოთხი ერის წლევანდელ გათამაშებაში პირველად ითამაშებს ვაისაკე ნაჰოლო.

"ვფიქრობთ, მაქსიმალურად ხარისხიანი შემადგენლობა შევარჩიეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ უქმეებზე გუნდის ყველა მორაგბე მაქსიმუმს გაიღებს, რათა ნაკრებმა საუკეთესო თამაში აჩვენოს.

ბუენოს აირესში ნაყოფიერი ერთი კვირა გავატარეთ. ყველა დეტალი წვრილად განვიხილეთ, დავამუშავეთ. სწორედ ეს გვაძლევს შესანიშნავი თამაშის საშუალებას. კარგად გვახსოვს, რა მოხდა ნიუ პლიმუთში. არგენტინელები შინ კიდევ უფრო მეტად მოტივირებული იქნებიან, რათა კარგად ითამაშონ თავიანთი გულმხურვალე ქომაგების წინაშე. ჩვენი ამოცანაა, თამაში კარგად დავიწყოთ და ტემპი 80 წუთის განმავლობაში შევინარჩუნოთ".

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ნიუ პლიმუთში "ოლ ბლექსს" პირველი ტაიმი მოუგო. თუმცა, მასპინძლებმა მაინც შეძლეს "პუმების" წინააღმდეგობის დაძლევა და სენსაცია არ შედგა. ვნახოთ, რა მოხდება ბუენოს აირესში.

ახალი ზელანდია: 15. დამიენ მაკენზი, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 13. ანტონ ლინერტ-ბარლოუ, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. რეიკო იოანე, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმითი; 1. კენ ჰემესი, 2. დენ კოლი, 3. ნეპო ლაულალა, 4. ლუკ რომანო, 5. სკოტ ბარეტი, 6. ვაეა ფიფიტა, 7. მეთ ტოდი, 8. კირან რიდი

სათ: 16. კოდი ტეილორი, 17. ვაით კროკეტი, 18. ოფა ტუუნგაფასი, 19. პატრიმ ტუიპოლოტუ, 20. არდი სავეა, 21. თი ჯეი პერენარა, 22. ნგანი ლაუმაპე, 23. დევიდ ჰევილი

ოთხი ერი. V ტური

30 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

1 ოქტომბერი

არგენტინა-ახალი ზელანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
სარაგბო ტურნირის იდეა - ჰეინკე მეიერი საქართველოსაც იწვევს
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
ოთხი ერი. IV ტურის წინ: ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი
ოთხი ერი. V ტური: ვინ იქნება მეორე?
ოთხი ერი 2017: ვინ შეაჩერებს "ოლ ბლექსს"?
"ოლ ბლექსი": ჯულიან სავეა ბორტს მიღმა
ოთხი ერი. III ტურის წინ: პერთსა და ნიუ პლიმუთში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
ოთხი ერი. IV ტური: ესეც სიურრეალიზმია?
ოთხი ერი: სრულყოფილი ზელანდია და ამაყი არგენტინა
ოთხი ერი. III ტური: დიდი სენსაცია ახლოს იყო...
ოთხი ერი: სამი დებიუტანტი "ოლ ბლექსში"
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ