შარშანდელისგან განსხვავებით, კოკოშკოვის პირველი შემცირება არ შეეხო 21 წლის დუდა სანაძეს, რომელიც ნაკრებს იტალიაში გაჰყვა
საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიაში 6 აგვისტოს, დილის საათებში ჩავიდა, მყუდრო ქალაქ ტრენტოს სასტუმრო "სტორტივო ტრენტოში" დაბინავდა და საღამოს იმ არენაზე ივარჯიშა, რომელზეც 7 აგვისტოს იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, მანამდე კი, ტურნირის პირველ მატჩში ერთმანეთს პოლონეთი და ისრაელი დაუპირისპირდებიან.

იტალიაში წასვლამდე, იგორ კოკოშკოვმა 4 კალათბურთელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, რომლებიც სლოვენიიდან თბილისში გამობრუნდნენ.

შარშანდელისგან განსხვავებით, კოკოშკოვის პირველი შემცირება არ შეეხო 21 წლის დუდა სანაძეს, რომელიც ნაკრებს იტალიაში გაჰყვა...

- იტალიაში დილის საათებში ჩამოვედით, რის შემდეგაც სასტუმროში დავისვენეთ და საღამოს ვივარჯიშეთ.

- მწვრთნელმა ვარჯიშზე რაზე გაამახვილა ყურადღება?

- ვარჯიშმა საათნახევარზე მეტ ხანს გასტანა, თუმცა კოკოშკოვს ძალიან არ დავუტვირთივართ. ნამგზავრები ვიყავით და დასვენება გვინდოდა.

- იტალიაში ხომ ჩარტერული რეისით ჩაფრინდით...

- კი, მაგრამ ტრენტო პატარა ქალაქია და აქედან ყველაზე ახლო აეროპორტი ვერონაშია.

ლიუბლიანიდან სწორედ ვერონაში ჩავფრინდით, საიდანაც ტრენტოში ავტობუსით ჩამოვედით.

დიდი გზა არ იყო, თუმცა ცოტა კი დავიღალეთ და ასეთ დროს, ტრადიციულად, შედარებით მსუბუქი ვარჯიშებია ხოლმე.

იგორ კოკოშკოვმა ძირითადად ის კომბინაციები გაგვამეორებინა, რომლებზეც პოდჩეტრტეკის შეკრებაზე ვმუშაობდით. შემდეგ ვესროლეთ და ცოტა ვითამაშეთ კიდეც.

- რომელიმე ჩვენს მეტოქეს ხომ არ შეხვდით?

- პოლონეთმა ივარჯიშა ჩვენამდე და მოგვიწია მათთან შეხვედრა. ისეთი არაფერი.

- იტალიაში წამოსვლამდე, მწვრთნელის გადაწყვეტილებით ნაკრებიდან 4 კალათბურთელი წავიდა. შარშან ასეთი ბედი შენც გაიზიარე, თუმც ამჯერად ძირითადში მოხვედრის რეალური შანსი გეძლევა...

- შეკრების მეორე ეტაპი გამოვიარე და ნაკრებში ვრჩები. ამავდროულად, სათამაშო ფორმაშიც შევდივარ და მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ გუნდში მოვხვდე. წინ ყველაზე მთავარი, საკონტროლო თამაშებია და ვნახოთ, რა გამომივა.

- რა არის ის კომპონენტი, რაც კარგად გამოგდის და რის გამოც მწვრთნელებმა იტალიაში წაგიყვანეს?

- ძირითადად შეტევის პოტენციალი, თუმცა დაცვაში თამაშსაც დღითიდღე ვაუმჯობესებ. პასებიც გამომივიდა. ისე კი ალბათ ჩემში სროლაა მთავარი.

- ბევრ სამიანებს აგდებ ვარჯიშებზე?

- საკმაოდ. ამ და არა მარტო ამ კომპონენტში ბევრ რამეს ვსწავლობ მანუჩარ მარკოიშვილისგან.

ვცდილობ, მას მივბაძო და მანუც რჩევებს მაძლევს. ვარჯიშის შემდეგ დავით უსტიაშვილი მტოვებს ხოლმე და ასეთ პირობას მიყენებს: 25 ცდიდან 20 სამქულიანს თუ არ ჩააგდებ, მოედნიდან არ გაგიშვებო. ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეს პირობა პირველივე ცდაზე არ შემესრულებინოს. ბოლოს 25-დან 22 ჩავაგდე.

- მთავარია, თამაშის დროს მოახერხო თუნდაც მაგასთან მიახლოებული შედეგიანობით სროლა...

- ეს სათამაშო პრაქტიკას მოაქვს და თუკი შანსი მომეცა, მის მაქსიმალურად გამოყენებას ვეცდები.

gbf.ge

ასევე იხილეთ:

საქართველო VS იტალია - ტრენტოს ტურნირს "სკუადრა აძურათი" ვიწყებთ

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
დუდა სანაძის 23 ქულა და პალმერის ბრძოლაში გამარჯვება | ლეგიონერთა ამბები
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: ელიტა "ბათუმმა" დატოვა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება