ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს პოპულარულმა ესპანურმა საკალათბურთო გამოცემა BasketMe-მ ინტერვიუ ჩამოართვა
ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ მანუჩარ მარკოიშვილს პოპულარულმა ესპანურმა საკალათბურთო გამოცემა BasketMe-მ ინტერვიუ ჩამოართვა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ქართულ თარგმანს.

- საქართველო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომლიც მეორე ეტაპზე გავიდა და ბოლომდე ებრძოლა საბოლოოდ ნახევარფინალში გასულ რუსეთს და მაკედონიას. რა მოგონებები დაგრჩათ გასული ჩემპიონატიდან?

- ლიტვაში გამართული ევროპის ჩემპიონატი იყო პირველი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის მანძილზე ითამაშა და ჩვენ ეს გვეამაყება. საქართველოს ნაკრების წევრებმა დიდი გამოცდილება მივიღეთ ისეთ ძლიერ ნაკრებებთან თამაშით, როგორებიც არიან რუსეთი, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და სხვები.

- ტრავმების გამო ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია გამოგაკლდათ. მათი არყოფნა იმოქმედებს საქართველოს ნაკრების შედეგზე და რა მიზნები გაქვთ ყველაფერ ამის გათვალისწინებით?

- დიახ, ჩვენ გვაკლია ფაჩულია და შენგელია, რომლებიც ნაკრებისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ და ასე მოკლე პერიოდში მათი შეცვლა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი არ შეცვლილა და კიდევ უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებთ ყოველი მეოთხედისთვის.

- ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრებში თამაშობდა ამერიკელი ჯეიკობ პულენი, რომელმაც ევრობასკეტის საგზურის მოპოვებაში დიდი როლი შეასრულა. ამჯერად თვენს ნაკრებში რიკი ჰიკმანი და ლუკ ზელერი არიან. რამდენად დაეხმარებიან ისინი გუნდს?

- ჩვენ არაერთი ძლიერი ლეგიონერი გვყოლია, რომელთაგანაც ბევრი რამ ვისწავლეთ და ისინიც სწავლობდნენ ჩვენგან.

ალბათ ახლაც ასე იქნება. საქართველოს ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარებიან და ჩემი აზრით, ნაკრებს მომავალში არ დასჭირდება არაქართველი კალათბურთელების დამატება.

- როგორ იყენებს იგორ კოკოშკოვი NBA-ში მიღებულ გამოცდილებას საქართველოს ნაკრებში?

- კოკოშკოვი ძალიან გონიერი მწვრთნელია. ნაკრების ყველა წევრის დადებით მხარეს მაქსიმალურად იყენებს. თამაში კარგად მიჰყავს და უკიდურესად დაძაბულ მომენტებშიც კი არ კარგავს წონაწორობას.

- მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ზურგს საკმაოდ სოლიდური კარიერა გიმაგრებთ. იცავდით წამყვანი ევროპული გუნდების ღირსებას - როგორებიც "ბენეტონი", "ოლიმპია", "ბკ კიევი", "კანტუ" და "გალათასარაი" არიან. ყველაზე კარგად რომელი დრო გახსენდებათ და თუ გქონდათ ესპანურ კლუბში გადასვლის შანსი?

- ყველა კლუბში, სადაც კი მითამაშია, არაერთი წარმატება მახსენდება და თითოეული მწვრთნელისგან თუ გუნდის წევრისგან, ბევრი რამ ვისწავლე.

ჩემი კარიერის კვანძი "კანტუში" გაიხსნა, სადაც საშუალება მომეცა ბევრი სათამაშო დრო მქონოდა ისეთი მაღალი დონის ტურნირებში, როგორებიც ევროლიგა და იტალიის ჩემპიონატია.

ესპანურ კლუბში გადასვლის რეალური შანსი არ მქონია, თუმცა ვფიქრობ, ამის შესაძლებლობაც მომეცემა.

- თქვენი ნაკრების შემადგენლობაში აღმოვაჩინეთ ბექა ბურჯანაძე, რომელიც ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ "კახასოლში" თამაშობს და საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრია. ბურჯანაძის, ნიკა მეტრეველის, დუდა სანაძის, ოთარ ფხაკაძის შემხედვარე, როგორ გესახებათ საქართველოს ნაკრების მომავალი?

- ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და მათი დიდი პლუსი ბეჯითი შრომა და მიზანდასახულობაა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები იმაზე წარმატებული იქნება მომავალში, ვიდრე დღესაა.

- ბოლოს გთხოვთ, მომავალი ევრობასკეტის 3 ფავორიტი დაგვისახელოთ.

- ესპანეთი, საფრანგეთი და ალბათ რუსეთი.

gbf.ge

ასევე იხილეთ:

საქართველო VS იტალია - ტრენტოს ტურნირს "სკუადრა აძურათი" ვიწყებთ

თემო
„- ბოლოს გთხოვთ, მომავალი ევრობასკეტის 3 ფავორიტი დაგვისახელოთ. - ესპანეთი, საფრანგეთი და ალბათ რუსეთი.“ რუსეთიო? რის ფავორიტი, რა ფავორიტი! კირილენკოს, ხრიაპასა და მოზგოვის გარეშე მოთამაშე რუსეთი ალბათ მეორე ეტაპზეც ვერ გავა (საბერძნეთი, თურქეთი და იტალია ჰყავს ქვეჯგუფში). ისევე, როგორც ვერც ჩვენ ვერ გავალთ ალბათ (ჰიკმანმა თუ სასწაულები არ გააკეთა).
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება