NBA და ნარკოტიკები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა 2013-14 წლების რეგულარული ჩემპიონატის კალენდარი.

ოკეანის გაღმა საკალათბურთო სეზონი 29 ოქტომბერს, მაიამიში გაიხსნება, სადაც NBA-ის მოქმედი ჩემპიონი "მაიამი ჰიტი" "ჩიკაგოს" უმასპინძლებს. სავარაუდოდ, ეს იქნება "ჩიკაგო ბულზის" ლიდერის დერიკ როუზის პირველი ოფიციალური მატჩი მუხლის ტრავმის შემდეგ, რის გამოც მან მთლიანად გამოტოვა გასული სეზონი. ამავე დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება: ლოს ანჯელესში შედგება დერბი "კლიპერსსა" და "ლეიკერსს" შორის, "ორლანდო" კი სტუმრად ჩავა სათამაშოდ "ინდიანასთან".

დუაიტ ჰოვარდის დებიუტი "ჰიუსტონში" 30 ოქტომბერს, "შარლოტთან" მატჩში შედგება. იმავე დღეს ექნებათ დებიუტი "ბრუკლინის" რიგებში კევინ გარნეტს, პოლ პირსსა და ჯეისონ ტერის - "ნეტსი" სტუმრად ითამაშებს "კლივლენდის" წინააღმდეგ, რომლის რიგებში პირველად გამოვლენ ენდრიუ ბაინუმი და 2013 წლის დრაფტის პირველი ნომერი ენტონი ბენეტი.

როგორც ყოველთვის, კათოლიკურ შობაზე რამდენიმე საინტერესო მატჩი დაიგეგმა. მაგალითად, ამ დღეს "ლეიკერსი" "მაიამის" წინააღმდეგ ითამაშებს, "ოკლაჰომა" კი ნიუ იორკში შეებრძოლება "ნიქსს".

საინტერესოა, რომ 4 დეკემბერს, რეგულარული ჩემპიონატის მატჩი "სან ანტონიოსა" და "მინესოტას" შორის მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართება, - იტყობინება NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი.

NBA და ნარკოტიკები

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთბაშად ორი კალათბურთელი გაეხვა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალში.

ერთ დროს დრაფტის მეორე ნომერი, "ფინიქს სანზის" ფორვარდი მაიკლ ბიზლი მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს. პოლიციამ კალათბურთელის მანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევის შემდეგ დააკავა და ავტომობილის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა მარიხუანა იპოვნეს. ბიზლი დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით თავდებით გაანთავისუფლეს. კალათბურთელისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის თებერვალში ბიზლი ასევე დააკავა პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვისა და მანქანის სანომრე ნიშნის გარეშე მართვისთვის.

ამასობაში გაირკვა, რომ "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" მცველი ტერელ ჰარისი ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს NBA-ის ანტინარკოტიკული წესების დარღვევის გამო, - წერს ლიგის ოფიციალური ვებგვერდი. კონკრეტულად არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, რა სახის დარღვევაშია მხილებული კალათბურთელი.

ამ ზაფხულს, 25 წლის მცველი "ნიუ ორლეანიდან" "პორტლენდში" გადავიდა. გასულ სეზონში მან მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობი ბრაიანტი მალე დაბრუნდება

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
მესამე ლეგენდაც წავიდა: გარნეტი ბრაიანტსა და დანკანს მიყვა
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მე-8 მარცხი განიცადეს [VIDEO]
NBA-ს ლეგენდა ლაივის გამო ESPN-დან გააგდეს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
NBA-ს ვარსკვლავის შვილი მამას: მძულხარ!
ტრანსფერები: ჰოვარდი "შარლოტში", მოზგოვი "ბრუკლინში"
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
პოლ პირსის ბოლო თამაში კარიერაში
მადლობელი ვარ - კევინ გარნეტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
პოლ პირსი: NBA-ში ერთგულება აღარ არსებობს
პირველი 39 - "ლეიკერსმა" დუაიტ ჰოვარდი დაიმატა
NBA. პლეი ოფი: "ატლანტა" არ ნებდება, "ტორონტო" წინ გავიდა
ჯორდანის გარეშე - პოლ ჯორჯმა NBA-ის საუკეთესო 5-ეული დაასახელა
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებზე, ნაკრებსა და აკადემიაზე
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: პოლ პირსი ბოსტონში გააცილეს
კონტრაქტი კარიერის დასრულებისთვის
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს