უნგვარი - შავდათუაშვილს: მიდი, ბიჯო, მაგარი ხარ!
წელიწადი გავიდა, რაც ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლით მთელი საქართველო გაახარა.

20 წლის ჭაბუკმა პლანეტის უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე სადებიუტო გამოსვლა პირდაპირ ჩემპიონობით დაასრულა და ქართული სპორტის ისტორიაში მორიგი ოქროს ფურცელი

ჩაწერა.

იგი მას შემდეგ საქართველოში ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ადამიანი გახდა. იმ დღეს (29 ივლისს), როდესაც მისი ტრიუმფიდან წელიწადი მოტრიალდა, ლაშა ნაკრებთან ერთად სოჭში კემპზე იმყოფებოდა, როდესაც დაბრუნდა, შევხვდით, ვესაუბრეთ და არა მხოლოდ ოლიმპიურ ტატამზე ასპარეზობის თემას შევეხეთ.

- ლონდონში რომ ჩავედი წონას ვიკლებდი, რაც ძალიან მძიმე პროცესია. ასეთ დროს ადრეც მუდამ ვეუბნებოდი ხოლმე საკუთარ თავს "ეს ოფლის ღვრა ფუჭად ხომ არ უნდა შემრჩეს, მოგება მინდა-მეთქი".

ოლიმპიადაზე წინა დღით 60 კგ-ის ჭიდაობას ტრიბუნებიდან ვუყურებდით მე და ნაკრების მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი, რომელიც მამხნევებდა: "აი ნახავ, ხვალ მე ისევ აქ ვიჯდები და გიყურებ, როგორ დადგები კვარცხლბეკზეო".

მეორე დილით მან წამიყვანა აწონვაზე, წონა ჩავაბარე და შევუდექი ასპარეზობას. ტატამზე ყოველი გასვლის წინ პირჯვარს ვიწერდი, ვითვალისწინებდი, რომ გულზე მქონდა საქართველოს დროშა, მეკეთა ჯვარი, რომელიც ყველაფრისგან დამიფარავდა, მთავარი იყო, ხელი გამენძრია.

სარბიელზე შევდიოდი თავისუფლად და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი სანუკვარი გამარჯვებისაკენ. პირველი მოწინააღმდეგე ალესანდრო ზუნიგა (ჩილე) შედარებით სუსტი მეტოქე აღმოჩნდა, მასთან იოლად მოვიგე.

შემდეგ დავიდ ლაროსესთან მსაჯებმა გდება ჯერ მომცეს, მერე მომიხსნეს, თუმცა ვამჩნევდი, რომ ფრანგი მაინც ვერ გადამირჩებოდა, რადგან მკლავებში ვგრძნობდი ჩემი შეტევებისას წინააღმდეგობის გაწევა როგორ უჭირდა.

ისიც დავაიპონე. სხვათა შორის, თავდაპირველად მონიჭებული გდება, რამდენიმე წამში ინგლისელ კოლინ ოატსთანაც გამიუქმეს, რომელიც მეოთხედფინალში შემხვდა. თუმცა მის მიმართ სიმპათიით მხოლოდ მსაჯები კი არა, ბუნებრივია, ადგილობრივი პუბლიკაც იყო განწყობილი.

დამატებითი დრო რომ წავიდა, ვიცოდი მსაჯების გადასაწყვეტი (ჰანტეით) არ უნდა გამეხადა შეხვედრის ბედი, თორემ დარწმუნებული ვიყავი, ისინი არ მომაგებინებდნენ, ამიტომ ისეთი გაშმაგებით შევუტიე ინგლისელს, რომ სუნთქვა ძალიან გაუხშირდა, გატყდა, დავეცი ტატამზე და იქვე ჰან-სოკო-მაკეც მივაყოლე (შევბოჭე).

ეს ბევრმა ჩათვალა, რომ ჩემი მაქსიმუმი იყო, რადგან წინ, ნახევარფინალურ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონი მასაში ებინუმა (იაპონია) მელოდა. მას არასოდეს შევხვედროდი, მაგრამ ერთობლივ წვრთნებზე რამდენჯერმე ვნახე და შევამჩნიე, რომ გდებით, რომლითაც ლონდონში მოვუგე კიდეც, მისი დამარცხება შეიძლებოდა.

იაპონელთან პაექრობა თავიდანვე აგრესიულად დავიწყე, რაზეც ებინუმა რაღაცნაირად შედრკა და ვერაფრით დაალაგა ჭიდაობა. მერე იმ ზემოხსენებულ ფანდზე მისი წამოგების ჩემი რამდენიმე მცდელობა იყო და ბოლოს სუფთა გამარჯვება.

- ებინუმასთან გამარჯვებას როგორ შეხვდნენ ქართულ დელეგაციაში?

- ამან მართლა ბევრი გააოცა. ტატამიდან გამოსვლისთანავე უამრავი საქებარი სიტყვა მოვისმინე, თუმცა ვცდილობდი ნაკლები ყურადღება მიმექცია ამისთვის, რათა კონცენტრაცია არ დამეკარგა. პეტერ ზაიზენბახერმა მათ უთხრა: "ლაშას ჯერ არაფერი მოუგიაო" და ყველას სთხოვა არ შევეწუხებინე. დავჯექი განმარტოებით ექიმთან და მწვრთნელებთან ერთად და დაველოდე ფინალს.

- იქ შენი მეტოქე ასაკით, გამოცდილებით და ტიტულებით მნიშვნელოვნად უფროსი მიკლოშ უნგვარი შეგხვდა.

- როცა ძიუდოში ვარჯიში დავიწყე გორის დარბაზში, უნგვარი უკვე ევროპის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა. მაგრამ ფინალის წინ, ცხადია, ამაზე არ ვფიქრობდი. ფინალში გასულს ოქროს გარეშე შინ წასვლა არ შემეძლო და მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში. უნგვარს იუკო ავუღე, აქ უკვე გარისკვა არ ღირდა, უპირატესობის შენარჩუნება კი ბოლომდე შევძელი.

საოცარი შეგრძნება ყოფილა, როცა გამარჯვება მხოლოდ ერთს კი არა მთელ შენს ქვეყანას ეკუთვნის.

- ოლიმპიადაზე შენი გამარჯვების მთავარი განპირობებელი რა იყო?

- უდიდესი შრომა, რომელიც ძიუდოში მოსვლის დღიდან გავწიე და ღვთის შეწევნით დამიფასდა კიდეც. შრომა მხოლოდ ვარჯიში არ არის, სპორტსმენმა დასვენებაც უნდა იცოდეს, შეჯიბრებისთვის ფსიქოლოგიური მომზადებაც, მიზნისკენ ჯიქურ სწრაფვა და ა. შ.

- ამ წარმატებაში პირადი მწვრთნელის წვლილიც დიდია...

- რასაკვირველია. ოლიმპიადამდე ხომ ძალიან დიდი გზა გავიარე გორის დარბაზში მომუშავე მწვრთნელების დახმარებით, მათი მეთვალყურეობით.

ნიკო ბიბილაშვილი დღესაც შვილივით მექცევა, სულ თვალყურს მადევნებს. პირადი მწვრთნელი სპორტსმენს მიმართულებას აძლევს, რათა ნიჭი და ენერგია სწორი გზით მიმართოს. არა მარტო სპორტსმენად, პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც იღებს იგი უშუალო მონაწილეობას.

- მნიშვნელოვანი ტიტულები ბევრისთვის თავბრუდამხვევია და ეიფორიაში აგდებს.

- არანაირი ეიფორია. არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ახალი გარდა ტიტულის მოპოვებისა. ძველებურად შევდივარ გორის დარბაზში სავარჯიშოდ, ისევ ის უფლებები მაქვს, რაც ადრე მქონდა. იმავენაირად ვურთიერთობ ჩემს თანადარბაზელ მეგობრებთან.

- ოლიმპიური ჩემპიონის სიტყვას და საქციელს სხვა ფასი აქვს. საზოგადოება ამას ყურადღებით აკვირდება.

- რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ახლა ჩემი სიტყვა სხვაგვარად იზომება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ჩემს დამოკიდებულებას პატარებთან.

ადრე დარბაზში ტიტულოვანი ფალავანი რომ შემოვიდოდა, პირადად მე სულ თვალებში შევციცინებდი. მის ყველა ნათქვამს ვაკვირდებოდი. ახლა იმავეს ჩემი დარბაზში შესვლისას სხვებისგან ვგრძნობ და ვცდილობ შესაბამისად ვიურთიერთო უმცროსი ასაკის სპორტსმენებთან.

- ოლიმპიადის შემდეგ ოპერაციის გამო გარკვეული ხანი გაგიცდა და მერე ევროპის ჩემპიონატზე ბევრისთვის საკუთარი შესაძლებლობების ხელახლა დამტკიცებამ მოგიწია.

- ოლიმპიადის შემდეგ აუცილებლად უნდა დამესვენა. ამიტომ მომენტი გამოვიყენე და ოპერაცია გავიკეთე.

სარეაბილიტაციო პერიოდმა კარგად ჩაიარა, არაფერს ვუჩიოდი, თუმცა პრობლემები მერე შემექმნა.

კერძოდ, ზამთარში ბაკურიანის შეკრების შემდეგ ამტკივდა წელი, ვიმკურნალე და მალე მოვირჩინე კიდეც, მაგრამ ზუსტად ევროპის ჩემპიონატის წინ უკვე საშინლად ამტკივდა ბარძაყის კუნთი.

შეჯიბრების დაწყების წინ დილით ვერც კი "გავხურდი" ვარჯიშზე. ისიც ვიფიქრე, ადგილს რატომღა ვაცდენ, სხვა მაინც წამოსულიყო-მეთქი ჩემს ნაცვლად, თუმცა ემოციებს ვძლიე და მტკიცედ გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რასაც ჩემგან კეთილისმსურველები ელოდნენ. ისიც არ დამვიწყებია, ლონდონის შემდეგ ზოგი რომ ამბობდა შავდათუაშვილმა "შემთხვევით მოიგო ოლიმპიადაო" (?), მათთვისაც მქონდა დასამტკიცებელი.

- ტკივილების გამო იყო, რომ ევროპის ჩემპიონატი ცოტა არ იყოს "მძიმედ" დაიწყე?

- დიახ. საბედნიეროდ, პირველი და მეორე შეხვედრის მერე მტკივანი ადგილი შედარებით გამიყუჩდა და ჩემპიონობამდეც მივედი. მე ვიცოდი, რომ ჩემგან ხალხი აქ უკვე აუცილებლად ელოდა გამარჯვებას და ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბარი უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებდა. ვიცოდი, რომ არ მეპატიებოდა წაგება და ვალდებული ვიყავი, ოქროს მედალი აქაც ამეღო.

- ხშირ პრინციპულ მეტოქეებს არენის მიღმა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა უყალიბდებათ, შენ თუ გაქვს ურთიერთობა ებინუმასთან ან უნგვართან?

- უნგრელს უფრო ხშირად ვხვდები შეჯიბრების შემდეგ ერთობლივი წვრთნებისას, იაპონელს ნაკლებად.

ეს უკანასკნელი ცოტა უხასიათო ჩანს - ვერ გააცინებ. უნგვარი კი გულღია, კონტაქტური ადამიანია.

სხვათა შორის, ქართული სიტყვებიც იცის, რადგან კლუბში ქართველებთან ერთადაც ჭიდაობდა და მეტყვის ხოლმე: "მიდი, ბიჯო, მაგარი ხარ!" მოგეხსენებათ, უნგვარმა წონა შეიცვლა და ახლა 73 კგ-ში გამოდის.

- მოახლოებულია მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც უკვე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის სტატუსით მიდიხარ.

- კონტინენტის ჩემპიონატის შემდეგ ყველა შეკრება გავიარე, მაქსიმალურად შევეცადე, რომ საწვრთნელი პროცესი ჩემთვის ნაყოფიერი გამოსულიყო. ახლა ჩვეულებრივ, მორიგ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე შევეცდები ყველაფერი გავაკეთო წარმატებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შაკო
"ტატამიდან გამოსვლისთანავე უამრავი საქებარი სიტყვა მოვისმინე, თუმცა ვცდილობდი ნაკლები ყურადღება მიმექცია ამისთვის, რათა კონცენტრაცია არ დამეკარგა." მაგარი კაცი ხარ ლაშა!!1
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი