7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ლეგიამ" ნორვეგიული "მოლდე" მიიღო და უგოლო ფრეს დასჯერდა
7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ლეგიამ" ნორვეგიული "მოლდე" მიიღო და უგოლო ფრეს დასჯერდა. თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვარშავულ კლუბს პლეი-ოფში თამაშის უფლება მოეპოვებინა, რადგან პირველი მატჩი სტუმრად 1:1 ჰქონდა ნათამაშები.

საგარეო გოლის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ნორვეგიულ დაპირისპირებაში ეს გოლი ლადო დვალიშვილმა გაიტანა, ისიც ვთქვათ, რომ "ლეგიას" წინსვლაში ქართველს ლომის წილი უდევს.

დვალიშვილი 7 აგვისტოს სასტარტო შემადგენლობაში იყო და აქტიურობდა კიდეც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთები "მოლდემ" 10 კაცით გაატარა, ამით ვერც მან ისარგებლა და ვერ მისმა თანაგუნდელებმა.

7 აგვისტოს რუსეთის ჩემპიონატის I დივიზიონში VII ტურის მატჩებიც გაიმართა. ჩვენების "სკა ენერგიამ" "სიბირს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

მიმდინარე სეზონში ეს ხაბაროვსკელთა პირველი საშინაო გამარჯვებაა. მე-13 წუთზე ანგარიში გოგიტა გოგუას პენალტით გახსნა. მოგვიანებით, "სიბირმა" ბალანსი აღადგინა, თუმცა ტაიმის მიწურულს ვალდას ივანაუსკასის გუნდი კიდევ ერთხელ დაწინაურდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში "სკა ენერგია" ბევრს უტევდა და საგოლე მომენტებიც მრავლად ჰქონდა, ანგარიში აღარ შეცვლილა.

გოგუაზე უკვე ვთქვით. გოლის გარდა, მან ყვითელი ბარათიც მიიღო, 85-ე წუთზე კი შეცვალეს.

მისგან განსხვავებით, "სკა ენერგიას" მეორე ქართველი გიორგი ნავალოვსკიმ მოედანს ბოლომდე შემორჩა.

ნალჩიკის "სპარტაკმა" სტუმრად "ენისეისთან" წააგო - 0:1. სტუმართა ქართველი ფორვარდი დავით სირაძე თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. თუმცა თავისიანებს ვერაფრით შეეწია.

მატჩის შემდეგ ნალჩიკელთა მწვრთნელმა ტიმურ შიპშევმა დაიჩივლა - ამდენ საგოლე მომენტს რომ ვერ გამოიყენებ, როგორღა უნდა მოიგოო?! როგორც ონლაინრეპორტაჟიდან ჩანს, სირაძეს ასეთი საგოლე შანსი არ მისცემია, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ნახევარი საათი დაჰყო.

გიორგი გელაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა