საქართველოს ნაკრებმა ტრენტოს ტურნირზე რიგით მეორე შეხვედრა გამართა
პოლონეთთანაც წავაგეთ, რა გვეშველება ევროპის ჩემპიონატზე? - იკითხავს მავანი.

შესაძლოა, შეკითხვა ლოგიკურად ჩანდეს - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება ორი წაგებით დაიწყო: იტალიასთან 16-ქულიანი სხვაობით დათმო, პოლონეთთან - 12-ქულიანით...

თუმცა ამ მატჩების მიხედვით შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. თუნდაც იმიტომ, რომ მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, რომლითაც გვაგრძნობინა, რომ ეს მხოლოდ ჟურნალია, მთავარი კი კინოა, რომელიც 4 სექტემბრიდან დაიწყება, სახელწოდებით "ევრობასკეტი 2013".

გაინტერესებთ, რა ნაბიჯებზე ვლაპარაკობთ? - სათითაოდ ჩამოგითვლით:

პირველი. მწვრთნელმა არც ამჯერად ათამაშა ახლად ჩასული რიკი ჰიკმანი. ეს კალათბურთელი დღევანდელ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია, გასულ სეზონში ევროლიგაზე საშუალოდ 13.5 ქულასა და 3.1 პასს აგროვებდა.

თუ თამაშის მოგებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებ, ასეთ კაცს განაცხადს მიღმა არ დატოვებ. როგორც სერბმა სპეციალისტმა ნამატჩევს თქვა, ჰიკმანი არც ისრაელთან ითამაშებს.

მეორე. შარშან, მოსამზადებელ ეტაპზე თბილისში გამართულ შეხვედრებში (ესტონეთი, ბელარუსი, უკრაინა), იგორ კოკოშკოვი ბოლომდე ტვირთავდა ძირითად ბირთვს.

თბილისის ტურნირი მოიგო კიდეც. დავწერეთ - შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო გუნდთან შესაწყობად ახალბედების მეტად გამოყენება-თქო.

როგორც ასისტენტმა დავით უსტიაშვილმა განმარტა, ლიდერებისთვის გამოყოფილი დიდი დრო მათ ფორმაში შესვლას ემსახურებოდა.

ეს იყო შარშან. რა სიტუაციაა სადღეისოდ? ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე კიდევ 9 მატჩი დარჩა და წამყვანი კალათბურთელები კონდიციების გაუმჯობესებას მოასწრებენ (გიორგი ცინცაძე და ვიქტორ სანიკიძე ურიგო ფორმაში არ ჩანან, მათ ერთობლივად 42 ქულა ჩააგდეს და "დეილიბასკეტის" ჟურნალისტისგან საინტერესო მეტსახელი მიიღეს - "ფეთქებადი ქართული დუეტი").

პირველ საკონტროლო მატჩებს კი იგორ კოკოშკოვი შემადგენლობის ოპტიმიზაციისთვის იყენებს. ეს თქვა დავით უსტიაშვილმაც.

მწვრთნელებს ხომ გადასაწყვეტი აქვთ, ვინ დატოვონ 12-კაციან განაცხადში. ამჟამად გუნდში 15 კალათბურთელი ვარჯიშობს. ერთი, ვინც ამოვარდება ლუკ ზელერია, რომელიც 8 აგვისტოს, პოლონეთთან მოედანზე არ გამოჩენილა (განაცხადში იყო).

ალბათ იმიტომ, რომ ქართველებისთვის დრო და ადგილი არ წაერთმია. ევრობასკეტზე ხომ თითოეულ ნაკრებს მხოლოდ ერთი ნატურალიზებულის გამოყენების უფლება აქვს.

ეს ერთი ჰიკმანი უნდა იყოს. რადგან მატჩი თუნდაც ტელევიზიით არ გვინახავს, ძნელი სათქმელია ამა თუ იმ კალათბურთელის გარჯის შეფასება, თუმცა აღნიშვნის ღირსია დუდა სანაძე, რომელიც წინა დღეს იტალიასთან მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

იგი თამაშში თამამად ჩაერთო და სადებიუტო შეხვედრაში 14 ქულას მოუყარა თავი. ამაზე უკეთეს სტარტს სანაძე, ალბათ ვერც ისურვებდა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლონეთთან თამაშით მან 12-კაციან განაცხადში მოხვედრა გაინაღდა.

მესამე. არიან მწვრთნელები, რომლებიც მეტოქის ყურადღების მოსადუნებლად ამხანაგურებში განგებ მიმართავენ წაგების ტაქტიკას.

არ ვამბობთ, კოკოშკოვმა განგებ დათმოო, თუმცა პოლონეთთან შეხვედრა მეტად სპეციფიკური იყო. ამ გუნდს ხომ ევრობასკეტის გახსნით მატჩში ვხვდებით და გამარჯვებული დიდ ნაბიჯს გადადგამს მომდევნო ეტაპისკენ...

როცა "სამკვდრო-სასიცოცხლო მეტოქეს" ამხანაგურად ეპაექრები, ძალებიც შეიძლება დაზოგო და ტაქტიკასაც შავი ფარდა გადააფარო. თუმცა, 21-ე საუკუნეში მაინც ძნელია ტაქტიკური მონახაზის დამალვა.

მას სკივრში ვერ ჩადებ და გამოქვაბულში ვერ შეინახავ - საკონტროლო მატჩებში მაინც მოგიწევს გამოყენება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ნაბიჯებსა და პოლონეთთან მატჩისადმი მიდგომაზე ჩვენს მოსაზრებას მეორე მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ნათქვამიც ადასტურებს:

"ჩვენი მთავარი მიზანი იმ მოთამაშეების გამოცდაა, რომლებიც შედარებით ახლები არიან და გვსურს, ყველა მათგანის შესაძლებლობებში დავრწმუნდეთ.

შესაბამისად, თავის გამოჩენის შანსი ყველას ეძლევა. დღეს პოლონეთთან თამაშს არა უშავდა. ბიჭებმა პერიმეტრიდან წარმატებით ესროლეს, ხოლო შედეგს არ ვანიჭებთ გადამწყვეტ მნიშვნელობას.

მოგეხსენებათ, პოლონეთი ჩვენი მეტოქეა ევროპის ჩემპიონატზე და მთავარი მატჩი ერთ თვეში გველის.

ეს ვარჯიში უფრო იყო, ვიდრე სერიოზული დაპირისპირება. არც ერთი გუნდი არ თამაშობდა ოპტიმალური შემადგენლობით.

პოლონეთში მაცეი ლამპემ იასპარეზა, თუმცა მარცინ გორტატი და ნატურალიზებული კელატი აკლდა.

რაც შეეხებათ ჩვენს ნატურალიზებულ მოთამაშეებს, რიკი ჰიკმანი კვლავ არ ვათამაშეთ, გვინდა, ბოლომდე კარგად შეერწყას გუნდს და შემდეგ გავიდეს მოედანზე".

...მთავარია, ცუდად დაწყებული ჟურნალი კარგი კინოს საწინდარი აღმოჩნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია-საქართველო 85:69 - გზის დასაწყისში აღმართია

roma
უსტიაშვილო:შენ,რომ არაფრის მაქნისი ხარ კარგად გამოჩნდა 20 წლამდელთა ევროპაზე,ყველა მატჩი წააგე თანაც დიდი ანგარიშებით,ასე,რომ შენ როგორც მწვრთნელი არაფრის მაქნისი ხარ,რაც შეეხება კოკოშკოვს,მას ანალიზის უნარი არ გააჩნია და ამაში მალე დარწმუნდება ქართველი გუშემატკივარი,ეს კაცი მოუშორებელი ჭირია ჩვენთვის.
festina
ცინცაძის 9 შეცდომა და მარკოიშვილის 4 შეცდომა აღნიშნეთ!და კიდეც ცქიტიშვილმა ცოტა უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზე და რაც შეეხება ჰიკმენის არ თამაშს პოლონელები ჩვენ თამაშებს ესწრებიან და ალბათ სიურპრიზიც იქნება მათთვის ჰიკმენი!ის მაშინებს გორტატს რა გააჩერებს!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
წინასაახალწლო ოვერტაიმი "დინამოსთან"
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
საქართველოს ნაკრები. ნატურალიზებულები: მაიკლ დიქსონი - ჩვენი მეშვიდე მოქალაქე
ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე რიკი ჰიკმანი, სავარაუდოდ, არ დაეხმარება
ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" ევროლიგაში "ფენერბაჰჩესთან" ვერაფერი გააწყო
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
ხორვატიაში სასეირნოდ არ მივდივართ! - ექსკლუზიური ინტერვიუ იგორ კოკოშკოვთან
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
სერგეიუს იოვაიშა: საქართველოს ამაყმა ნაკრებმა ლიტვასთან ფრეზე უარი თქვა!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: თორნიკეს "ბრუკლინში" მოხვედრა, ერთი მხრივ, ცუდია
თორნიკე შენგელიას 11 ქულა და დასანანი მარცხი სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან"
ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი სიმბოლურ ნაკრებში
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
სუპერლიგის 2013/14 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მონაწილე გუნდები დადგინდა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: ელიტა "ბათუმმა" დატოვა