ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში 8 აგვისტოს 16-წლამდელ კალათბურთელ ვაჟთა ევროპის პირველობა B დივიზიონში დაიწყო

ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში 8 აგვისტოს დაიწყო 16-წლამდელ კალათბურთელ ვაჟთა ევროპის პირველობა B დივიზიონში.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც უმაღლესი ეშელონის საგზურებისთვის ბელარუსს, უნგრეთს, ლუქსემბურგსა და ავსტრიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო მომავალ ეტაპზე გავა და A ჯგუფის 3 საგზურისთვის იბრძოლებს, მეორე-მესამესადგილოსნები IX-VI ადგილებს, ხოლო ბოლო ორ ადგილზე გასულნი XVII-XXII ადგილებს გაინაწილებენ.

ზემოთ საქართველოს ნაკრების მეტოქეთა შორის არ დაგვისახელებია ჩეხეთის 16-წლამდელთა გუნდი, რომელსაც გია კაზანჯიანის შეგირდები 8 აგვისტოს დაუპირისპირდნენ. ანგარიში პირველსავე წამებზე ჩეხებმა გახსნეს (პურსლი), მაგრამ ლომიძემ მალევე აღადგინა წონასწორობა. მერე მეტოქე გააქტიურდა და წუთ-ნახევარში ანგარიში გახდა 3:8.

ქართველმა კალათბურთელებმა მეშვიდე წუთისთვის სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმცა პირველი პერიოდი მაინც დათმეს - 12:15. მატჩის მეორე ათწუთიანი მონაკვეთი უფრო დაძაბული აღმოჩნდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ორივე გუნდმა მხოლოდ სამ-სამი შედეგიანი შეტევა განახორციელა. დიდ შესვენებაზე ჩეხები 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მესამე პერიოდიც მათი უპირატესობით წარიმართა და სხვაობამ ათ ქულას მიაღწია. წაგების საფრთხე რომ იგრძნეს, ჩვენი ბიჭები გამოფხიზლდნენ, მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და შეხვედრის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე წონასწორობაც აღადგინეს - 43:43, მეტიც - ნახევარი წუთის შემდეგ ქულითაც გავიდნენ წინ - 47:46.

ცოტა ხანში შეჰნალმა და დლუგოშმა ისევ დააწინაურეს თავისიანები - 50:47. ბოლო 80 წამის განმავლობაში ორჯერ გაიბრწყინა გოგალაძემ - ჯერ ორქულიანი ჩააგდო, მერე ორი საჯარიმო გამოიყენა ზუსტად და საფინალო სასტვენამდე 11 წამით ადრე საქართველოს ნაკრები 51:50 დაწინაურდა. თითქოს, გამარჯვება შორს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

თამაშის დასრულებამდე სამი წამი იყო დარჩენილი, შეჰნალმა არაზუსტად ტყორცნა სამქულიანი. ჩვენების ფარქვეშ ყველას პურსლმა დაასწრო და ორქულიანი ტყორცნით საკუთარ გუნდს ძნელი გამარჯვება მოუტანა - 52:51. ქართველმა კალათბურთელებმა დასანანი მარცხი განიცადეს.

ნამატჩევს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა გულისტკივილით თქვა, რომ:

"მოგებული თამაში წავაგეთ. ყველაფერი ერთმა მოხსნამ გადაწყვიტა. ძალიან გულდასაწყვეტია, 14 ქულას რომ გააბათილებ, დაწინაურდები, მეტოქეს ბოლო შეტევა რჩება და ერთი მოხსნის გამო დამარცხდები.

წაგება წაგებად და მე უფრო იმის მეშინია, ეს მომენტი ჩვენს ბიჭებზე ფსიქოლოგიური წნეხის ტოლფასი არ აღმოჩნდეს და მომავალ მატჩებზეც არ იქონიოს გავლენა.

მთავარი ახლა ისაა, რომ ბიჭებმა ეს დასანანი მარცხი რაც შეიძლება, მალე დაივიწყონ და მომავალ მატჩებს მობილიზებულები შეხვდნენ.

ვუყურეთ ჩვენი ჯგუფის პირველ მატჩს და ვიტყვი, რომ ჩეხეთი ავსტრიაზეც ძლიერია და ბელარუსზეც. ჩემი აზრით, ჩეხეთი ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს.

ვნახოთ, რა იქნება, ვფიქრობ, ჯერ არაფერია დაკარგული. რაც შეეხება ბოლო ეპიზოდს, ჩეხებმა სამქულიანი იმ იმედით ისროლეს, რომ თუ ააცილებდნენ, მოხსნის და დამატების დრო დარჩენოდათ.

სამწუხაროდ, ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. გამოგვეპარა ჩეხების ყველაზე ძლიერი მოთამაშე, ესპანური "კახა ლაბორალის" წევრი სიმონ პურსლი, რომელმაც წარმატებით დაამატა და თავისიანებს მოაგებინა.

აღსანიშნავია, რომ მეტოქეს ბედმაც გაუღიმა, როცა აცილებული სამიანი სწორედ იქით წავიდა, საითკენაც ტანმაღალი ჩეხი იდგა".

საქართველო-ჩეხეთი 51:52

12:15, 7:8, 13:19, 19:10

საქართველო: ალიევი (2), კერესელიძე, ქვარაია, გოგალაძე (24), ცქიფურიშვილი (8), აფხაზავა, ლომიძე (2), თვალაბეიშვილი, ცირიკიძე (5), გოგობერიშვილი, ისიანი (10), გიორგაძე.

ჩეხთაგან პურსლი (15), შეჰნალი (9) და კუდრნა (6) გამოირჩნენ.

8 აგვისტოს ჩვენი ჯგუფის დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დასრულდა:

ავსტრია-ბელარუსი 66:51

(9:12, 16:14, 13:12, 28:13)

ლუქსემბურგი-უნგრეთი 54:91

(11:25, 20:29, 8:22, 15:15)

9 აგვისტოს ითამაშებენ: ჩეხეთი-ავსტრია, უნგრეთი-საქართველო, ბელარუსი-ლუქსემბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე ითამაშებს
U16 | საქართველოს ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
U16 | სლოვენია 3:1 საქართველო - მეორე ადგილი UEFA-ს განვითარების თასზე
U18. უკრაინა-საქართველო 71:72 - კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება
"ბათუმმა" "დინამოსაც" სძლია და მე-7 ადგილზე გამაგრდა
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის დაიწყო
U16 | საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 1/2-ფინალში გავიდა
20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა