ქართველმა ჩოგბურთელმა ალისია როსოლსკასთან დუეტში რუს მეტოქეებთან დამარცხდა
უკვე გაუწყეთ, რომ თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ჩოგბურთელ ქალთა ტორონტოს (კანადა) საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2.369.000 დოლარი) პოლონელ ალისია როსოლსკასთან შეწყვილებულმა სტარტზე ეუჟენ ბუშარსა (კანადა) და კირსტენ ფლიპკენსს (ბელგია) სძლია - 4:6, 6:3, 10:7, მეორე წრეში მე-5 ნომრად განთესილ სანია მირზა (ინდოეთი) და ჟიე ჟენი (ჩინეთი) ჩამოიშორა გზიდან - 3:6, 6:1, 10:6.

8 აგვისტოს დილით "როჯერს ქაფზე" კალაშნიკოვა-როსოლსკას დუეტის მეტოქე გაირკვა: მეორე ნომრად განთესილმა ეკატერინა მაკაროვას და ელენა ვესნინას (ორივე - რუსეთი) ტანდემმა ერთნაირი ანგარიშით - 6:4, 6:4 დაამარცხა ალა კუდრიავცევა (რუსეთი)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრალია) და მეოთხედფინალში ჩვენებურსა და მის მეწყვილეს დაუპირისპირდა.

პირველ ხელში ფავორიტები 3:1 დაწინაურდნენ, მაგრამ ოქსანამ და ალისიამ წონასწორობის აღდგენა შეძლეს - 4-4.

ამის შემდეგ უპირატესობას ისევ რუსები დაეუფლნენ და ზედიზედ ორი გეიმი მოიგეს - 6:4, მეორე სეტში კი ჩვენებურს წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურეს - 6:2.

ოქსანა ტორონტოს წყვილთა რეიტინგისთვის 225 ქულით დაემშვიდობა. ეს მონაგარი ჩვენებურს კლასიფიკაციაში აუცილებლად წასწევს წინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
ოქსანა კალაშნიკოვა "როჯერს ქაფის" წყვილთა ტურნირის მეორე წრეშია
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ