16-წლამდელ კალათბურთელ ვაჟთა ევროპის პირველობის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო
სარაევოში (ბოსნია) 16-წლამდელ კალათბურთელ ვაჟთა ევროპის პირველობის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო - ამჯერად უნგრეთის ნაკრებთან, არადა, გუშინაც ახლოს იყო გამარჯვებასთან: საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ქართველები ახალგაზრდა მადიარებს 5 ქულით უგებდნენ.

მატჩი გია კაზანჯიანის შეგირდების იერიშებით დაიწყო და მე-12 წამზე გოგობერიშვილმა ანგარიში გახსნა.

პონგომ მალევე წონასწორობა აღადგინა. პირველი პერიოდის მე-5 წუთისთვის ჩვენებურთა უპირატესობა გამოიკვეთა (12:4), თუმცა უნგრელებს 3 წუთი ეყოთ ანგარიშის გასათანაბრებლად და ქულით დასაწინაურებლად.

მე-9 წუთზე ისევ ქართველები დაწინაურდნენ - 19:17 და ორქულიანი უპირატესობა პირველი ათწუთიანის ბოლომდე შეინარჩუნეს. მეორე პერიოდში ქართველი კალათბურთელების უპირატესობა უფრო შესამჩნევი გახდა და დიდ შესვენებამდე მათ 9-ქულიან სხვაობას მიაღწიეს - 40:31.

მესამე პერიოდის პირველ ორ წუთში უპირატესობას ისევ ჩვენები ფლობდნენ და ანგარიში გახდა 44:33, მე-5 წუთისთვის - 49:39, საბოლოოდ კი მე-3 ათწუთიანი მონაკვეთი მადიარებმა 15:12 მოიგეს.

ცხადი იყო, რომ უნგრელები იოლად არაფერს დათმობდნენ და მატჩის ბედი მე-4 პერიოდში გადაწყდებოდა, თუმცა იმასაც ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ ქართველები პაექრობის სადავეებს მეტოქეს გადააბარებდნენ და, ფაქტობრივად, უბრძოლველად შეეგუებოდნენ წაგებას.

ბოლო 10-წუთიანი მონაკვეთი ორივე გუნდმა საკმაოდ ნერვიულად დაიწყო, რაზეც ისიც მიუთითებს, რომ ორი წუთის განმავლობაში ერთი ზუსტი ტყორცნაც კი ვერ განახორციელეს, სამაგიეროდ, მომდევნო 35 წამში ერთბაშად 4-4 ქულით გაზარდეს მონაგარი.

ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ძნელი წარმოსადგენი იყო: გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა ბოლო 7,5 წუთში მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდეს (ლომსაძე), უნგრელებმა კი ამ ხნის განმავლობაში 15 ქულას მოუყარეს თავი და 63:59 გაიმარჯვეს...

საქართველო - უნგრეთი 59:63

(21:19, 19:12, 12:15, 7:17)

საქართველო: ალიევი (2), კერესელიძე (4), ქვარაია, გოგალაძე (9), ცქიფურიშვილი (2), აფხაზავა (2), ლომიძე (21), თვალაბეიშვილი, ცირეკიძე (10), გოგობერიშვილი (6), ისიანი (3), გიორგაძე.

უნგრელთაგან გამოირჩნენ პონგო (13), ხორვატი (10), კერეშტი (8).

9 აგვისტოს ჯგუფის ორი დანარჩენი შეხვედრა ასე დასრულდა: ჩეხეთი-ავსტრია 86:49 (16:16, 22:12, 20:4, 28:17), ბელარუსი-ლუქსემბურგი 61:67 (15:24, 12:7, 21:13, 7:11, 6:12).

სატურნირო მდგომარეობა 2 ტურის შემდეგ: ჩეხეთი-4 (138:100), უნგრეთი-4 (154:113), ავსტრია-3 (115:137), ლუქსემბურგი-3 (121:152), საქართველო-2 (110:115), ბელარუსი-2 (112:133).

10 აგვისტოს ითამაშებენ: ავსტრია-უნგრეთი, ჩეხეთი-ბელარუსი, საქართველო-ლუქსემბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე ითამაშებს
U16 | საქართველოს ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
U16 | სლოვენია 3:1 საქართველო - მეორე ადგილი UEFA-ს განვითარების თასზე
U18. უკრაინა-საქართველო 71:72 - კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება
"ბათუმმა" "დინამოსაც" სძლია და მე-7 ადგილზე გამაგრდა
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის დაიწყო
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 1/2-ფინალში გავიდა
20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა