ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მეტოქე. ლონდონის "ტოტენჰემი": "დინამოს" უიღბლობა გრძელდება

მეტოქე. ლონდონის "ტოტენჰემი": "დინამოს" უიღბლობა გრძელდება

თბილისის "დინამოს" წლევანდელი ევროტურნირების წილისყრისას იღბალმა ზურგი აშკარად შეაქცია
ტოტენჰემ ჰოთსპური

(ლონდონი, ინგლისი)

დაარსდა 1882 წელს

სტადიონი: უაით ჰართ ლეინი (36 310)

კლუბის პრეზიდენტი: დენიელ ლევი

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში (17.10.1977)

ინგლისის ჩემპიონი (2): 1951, 1961.

ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელი (8): 1901, 1921, 1961, 1962, 1967, 1981, 1982, 1991.

ინგლისის ლიგის თასის მფლობელი (4): 1971, 1973, 1999, 2008.

ინგლისის სუპერთასის მფლობელი (7): 1921, 1951, 1961, 1962, 1981, 1991.

უეფას თასის მფლობელი (2): 1972, 1984

თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1): 1963

ფეხბურთში სასურველი შედეგის მისაღწევად უამრავ ფაქტორთან (ფინანსები, სავარჯიშო-საწვრთნელი პირობები, მწვრთნელთა თუ ფეხბურთელთა კვალიფიკაცია, გამართული მენეჯმენტი და ასე შემდეგ) ერთად, იღბალიც საჭიროა!

სამწუხაროდ, თბილისის "დინამოს" წლევანდელი ევროტურნირების წილისყრისას იღბალმა ზურგი აშკარად შეაქცია: ჯერ იყო და, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სავარაუდო მეტოქეთაგან ყველაზე ძლიერი, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ტიტულიანი გუნდი ბუქარესტის "სტიაუა" შეხვდა...

თუმცა, უიღბლობა ამით არ დამთავრებულა: ევროპალიგის პლეი ოფის წილისყრამ ყველაზე ძლიერი მეტოქე სწორედ ჩვენს ჩემპიონს "გამოუწერა"!

პოპულარული ინგლისური კლუბი "ტოტენჰემი" არა მხოლოდ სავარაუდო მოწინააღმდეგეებში (ისრაელის "ჰაპოელი", იტალიური "უდინეზე", პორტუგალიური "ეშტორილი", უკრაინული "დნიპრო", სერბული "პარტიზანი") , არამედ, საერთოდ ევროპალიგის პლეი ოფის მონაწილეთაგან ყველაზე ძლიერ გუნდად მიგვაჩნია (იტალიურ "ფიორენტინასთან" და გერმანულ "შტუტგარტთან" ერთად).

თუმცა, რას ვიზამთ - თბილისში ევროპული დონის გრანდს ხომ ვიხილავთ, უდიდესი ისტორია რომ აქვს და დღესაც ერთიმეორეზე გამორჩეული ფეხბურთელები რომ თამაშობენ.

"დეზებიან მამლებს" (ქართულად ასე ითარგმნება კლუბის სრული სახელწოდება) ინგლისური თუ ევროპული "საზომით" უამრავი ტიტული მოუგია; საერთაშორისო ასპარეზზე პირველ დიდ წარმატებას 1963 წელს მიაღწიეს, როცა ბილი ნიკოლსონის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტოტენჰემმა" თასების თასის ფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" 5:1 მოუგო.

ამ გუნდის ლიდერი "ტოტენჰემის" და, საერთოდ, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ჯიმი გრივსი გახლდათ, რომლის შედეგიანობის რეკორდი დღემდე ვერავინ გააუმჯობესა!

თავად განსაჯეთ: გრივსი ექვსჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (სულ კი 357 გოლი გაიტანა).

მეორე ევროტიტული "ტოტენჰემმა" კვლავ ნიკოლსონის ხელმძღვანელობით მოიპოვა: 1972 წელს უეფას თასის ფინალში, ასევე ინგლისურ "ვულვერჰემპტონს" ორრაუნდიან დაპირისპირებაში აჯობა (2:1, 1:1).

"ტოტენჰემის" იმ შემადგენლობაში მეკარე პატ ჯენინგსი, ნახევარმცველი სტივ პერიმენი და ორი შემტევი, მარტინ პიტერსი და მარტინ ჩივერსი გამოირჩეოდნენ.

უეფას თასის მომდევნო გათამაშებაში "ტოტენჰემი" კვლავაც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა და აი, მერვედფინალში... თბილისის "დინამოს" შეხვდა!

ჰო, "დეზებიანი მამლები" საქართველოში მეორედ უნდა ჩამოვიდნენ, პირველი სტუმრობა კი ფრედ დამთავრდა (1:1), აი, საპასუხოში კი "ტოტენჰემმა" დიდი ანგარიშით (5:1) შეძლო "დინამოს" დამარცხება.

"დინამო"-"ტოტენჰემის" პირველ მატჩამდე აუცილებლად გავიხსენებთ ამ გუნდების 40 წლის წინანდელ დაპირისპირებებს, მანამდე კი "მამლების" კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიუმფი უნდა ვახსენოთ.

მით უფრო, რომ, ბევრის აზრით, 1984 წლის უეფას თასის ფინალში ფავორიტად ბელგიური "ანდერლეხტი" მიიჩნეოდა, რომლის შემადგენლობაში არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი გამოდიოდა (მორტენ ოლსენი, რენე ვან დერ ეიკენი, ერვინ ვანდენბერგი, ალექს ჩერნიატინსკი, ენცო შიფო, ფრანკ არნესენი, ფრენკი ვერკოტერენი)...

აი, "ტოტენჰემში" კი ვეტერანების (სტივ პერიმენი, ოსვალდო არდილესი) გარდა გამორჩეული ვარსკვლავი არ ყოფილა, მეტ-ნაკლებად სტივ არჩიბალდი გახლდათ "ცნობადი" სახე...

"ტოტენჰემმა" ორივე მატჩი ფრედ (1:1) ითამაშა და საბოლოოდ, პენალტების სერიაში იმარჯვა.

ისე, ვარსკვლავები ვახსენეთ და, ჯიმი გრივსის, მარტინ პიტერსისა და ოსვალდო არდილესის გარდა, ლონდონურ კლუბში სხვადასხვა დროს უამრავ ჩინებულ ფეხბურთელს უთამაშია - გარი ლინეკერს, პოლ გესქოინს, იურგენ კლინსმანს, გლენ ჰოდლს, სტივ უოდლს, დავიდ ჟინოლას, ტედი შერინგემს, დარენ ანდერტონს, რობი კინს, დიმიტარ ბერბატოვს, ლუკა მოდრიჩს...

რაც შეეხებათ მწვრთნელებს, აქ აბსოლუტური რეკორდსმენი ზემოთ ნახსენები ბილ ნიკოლსონია - კლუბის ისტორიაში ის ყველაზე დიდი ხნის (1958-1974) განმავლობაში ხელმძღვანელობდა "ტოტენჰემს" და გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა, თითო-თითოჯერ თასების მფლობელთა თასი და უეფას თასი, სამჯერ - ინგლისის ასოციაციის თასი, ორჯერ კი ლიგის თასი მოიგო!

ასევე დიდი დროის (1976-1984) განმავლობაში ხელმძღვანელობდა "ტოტენჰემს" კიდევ ერთი ტიტულოვანი მწვრთნელი ქით ბერკინშოუ.

საერთოდ კი, "დინამოს" მეტოქეს სხვადასხვა დროს ისეთი სპეციალისტები მოძღვრავდნენ, როგორებიც არიან ტერი ვენეიბლზი, კრისტიან გროსი, ჯორჯ გრემი, გლენ ჰოდლი, ჟაკ სანტინი, მარტინ იოლი, ხუანდე რამოსი, ჰარი რედნაპი და დღევანდელი თავკაცი, პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელმაც გუნდი 2012 წლის ზაფხულში ჩაიბარა.

ბოლო ორ სეზონში "ტოტენჰემს" სულ რაღაც 1 ქულა აკლდებოდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

არადა, ორივეჯერ ჩინებული შემადგენლობა ჰყავდა, რომელიც დიდად არც ახლაა შეცვლილი:

მეკარეები: უგო ლორისი (საფრანგეთი), ბრედ ფრიდელი (აშშ), ეურელიო გომეში (ბრაზილია); მცველები: იან ვერტონგენი (ბელგია), მაიკლ დოუსონი, კაილ უოლკერი (ორივე - ინგლისი), ბენუა ასუ-ეკოტო (კამერუნი), იუნეს ქაბული (საფრანგეთი);

ნახევარმცველები: პაულინიო, სანდრო (ორივე - ბრაზილია), ლიუის ჰოლტბი (გერმანია), აარონ ლენონი, სკოტ პარკერი, ტომ ჰადლსტოუნი (სამივე - ინგლისი), მუსა დემბელე (ბელგია), გილფი სიგურდსონი (ისლანდია);

თავდამსხმელები: ჯერმეინ დეფო (ინგლისი), რობერტო სოლდადო (ესპანეთი), ემანუელ ადებაიორი (ტოგო)...

აღარაფერს ვამბობთ "ტოტენჰემისა" და ბრიტანული ფეხბურთის ვარსკვლავზე, 24 წლის გარეთ ბეილზე.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში უელსელმა ისეთი პროგრესი განიცადა, ბევრის აზრით, დღესდღეობით ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს დონეზეც დგას.

ძნელი სათქმელია, ვიხილავთ თუ არა ბეილს 22 აგვისტოს თბილისში - დიდი შანსია, რომ იმ დროისთვის ეს მართლაც უნიჭიერესი და უნივერსალი ფეხბურთელი სხვა გუნდში, კერძოდ, მადრიდის "რეალში" იყოს გადასული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• PARFIUMER

არ უყურეთ ზესტაფონთან რა ითამაშა? ორი კვირის გუნდს ვერ ეთამაშება დალაგებულ ფეხბურთს და ტოტენჰემს რა უნდა ეთამაშოს... არ ვიცი ძმაო, ღმერთმა ყველაფერი კარგად ქნას, მაგრამ 10 პროცენტიანი იმედიც არ მაქვს.. არ არი დღეს დინამო თუნდაც შარშანდელი დინამო... სამი ასე თუ ისე ბურთის გამკატვებელი კაცი ყავდატ და გაყიდეს, რობერტინიო ზამენაზე მაინც შემოდიოდა... ახლა ვინ შემოდის? ვუო?

• chikhuras fani

კაი რა ნამუსი აგარა დინამოს ხო ბედი არააქ რაგა ტოტენჰემი დაეტაკა ტოტენჰემი რა ბეილი დღეს დღეობი მამლები დინამოს კი არა ბაიერნს მოუგებენ ლონდონში ყველაფერს ბედი უნდა :(

• გია

თუ რამის მიღწევა გვინდა უნდა ვითამაშოთ ყველასთან,თბილისში რომ მაღალი დონის გუნდს ვიხილავთ ეს არ არის მთავარი,მთავარია მაღალი დონის გუნდთან ჭკვიანურად ვითამაშოთ,გაფუჭებული პენალტის მერე თუ ბრინჯივით დავიბნევით არაფერი გამოგვივა.

• tenvari

დიდი არაფერი გუნდი ჩანს ნუ იცით გაბუქება,დინამო ჭკვიანურად თუ ითამაშებს ყველაფერი შეიძლება

• giorgi

გჰმერტმა ქნას აწმყოტი მოვიგოტ მეც მეტი არაპარიმ ინდააააააააააააააააა

• sasacilo

ეს ლელო გაზეთია თუ ვიკიპედია? რა მურტალი სტატია და კომენტარებია :))) ვეღარ გავიგე თამაშით უნდა მოვიგოთ თუ ისტორიით? :DDDDD

• guja_kakhadze

არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძლიერ მოწინააღმდეგესთან უკეთესად თამაშობენ.

• murtalo

გუშინდელივით მახსოვს ტოტენჰემთან თბილისში თამაში...კოუტსს ბურთი რომ დააუგორეს საჯარიმოს მისადგომებთან სამან დაარტყამდა მთელმა სტადიონმა გაიგონა "ოლლ რაიტ" ისე დასძახა და დაბალი ყუმბარა ისარივით გაისროლა "დინამოს" კარის მარჯვენა კუთხეში...ლონდონში კი ჩივერსმა და პიტერსმა თავბურთი მოგვიგეს...სამაგიეროდ მმომდევნო წლებში მისი ჯავრი ვესტჰემსა და ლივერპულზე ვიყარეთ..."დინამოს" ტოტენჰემზე არანაკლები ისტორია აქვს და იმედი არასდროს უნდა დავკარგოთ...თქვენი არ ვიცი, მაგრამ სტიაუასთან მეორე თამაშში რაღაც სასიკეთოც ჩანდა...ყველა ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი სწორედ ეხლა აქვს, ვნახოთ, მოტივაციამ იქნებ სასწაული მოახდინოს:)))

• vato

სავარაუდოდ მაგრად *** :)

ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა

თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს

17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა