ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიოონატი ჭაბუკებში: ოქრო-ვერცხლი მაიამიდან

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიოონატი ჭაბუკებში: ოქრო-ვერცხლი მაიამიდან

მსოფლიოს ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი (66) გახდა, მარიამ ჯანაშვილი (52) კი ვერცხლს დასჯერდა
ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ იქნებოდა, უკვე ვწერდით და მოლოდინიც გამართლდა - ოთხი წონიდან ორის ფინალში გვყავდა მონაწილე; სამ წონაში მედლისთვის ვიჭიდავეთ, საბოლოოდ კი თითო ოქრო-ვერცხლი გვერგო.

მსოფლიოს ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი (66) გახდა, მარიამ ჯანაშვილი (52) კი ვერცხლს დასჯერდა. მედლის მოპოვება მზია ბებოშვილსაც (48) შეეძლო, მაგრამ დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

48 კგ. 9 აგვისტოს გოგონების ორივე წონაში ორ-ორი მონაწილე გვყავდა, აქ კი ბებოშვილი და სალომე მარგიანი ჭიდაობდნენ.

ვეჭვობთ, ბებოშვილი აქაც ყველაზე უმცროსი იყო წონაში, თუმცა თავი არც ამჯერად შეურცხვენია.

მისი და ბულგარელი ბეტინა ტემელკოვას გზები ამ სეზონში უკვე მეორედ გადაიკვეთა - ევროპის პირველობის დარად, გადამწყვეტმა შეხვედრამ ახლაც მასთან მოუწია.

რაც შეეხება წინა შეხვედრებს, მეოთხედფინალამდე ჩვენებურმა აზიელები ჩამოიცილა გზიდან - ტაივანელ ჰსინ ლეი ცანს იუკო აართვა, მონღოლი ხორლოოდოი ბიშრელტი კი იპონზე დააგდო.

მეოთხედფინალში გერმანელ პატრიცია შეკელისთან ორი იუკო გაუშვა და დამარცხდა, დამამშვიდებელ წრეში კი ევროპის წლევანდელი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალისტებთან მოუწია პაექრობამ - უნგრელ ჩემპიონ რეკა პუპს, ვინც ჭაბუკების გარდა ახალგაზრდებშიცაა ევროპის მესამე პრიზიორი, ვაზარით აჯობა, ტემელკოვასთან კი იუკოთი დამარცხდა.

სალომე მარგიანმა ამჯერად ვერ გაიმეორა ევროპირველობაზე ნაჩვენები შედეგი, სადაც დამამშვიდებელში გადავიდა - მაიამიში პირველივე ბრძოლა დათმო ალჟირელ სადია ამრანესთან.

1. 2. 3. ბეტინა ტემელკოვა (ბულგარეთი), კრისტინა შილოვა (რუსეთი); 5. მზია ბებოშვილი (საქართველო).

52 კგ. მარიამ ჯანაშვილმა მიმდინარე სეზონში კარიერული სამკუთხედის შეკვრა ვერ შეძლო - ოლიმპიურ ფესტივალზე მესამეზე გავიდა, თუმცა დუბლი კი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიძლიერე - მთელი სეზონია, ის ტრავმით ასპარეზობს, თუმცა მესამე ტურნირზე მოიპოვა მედალი.

თითქოს წელის და მხარის ადრინდელი ტრავმები არ ეყოფოდა, ჰოლანდიაში ოლიმპიურ ფესტივალზე ბეჭიც ამოიგდო, მაგრამ ახლა გამაყუჩებლებით მაინც იჭიდავა, თან ძალზე დამაჯერებლად და კვლავაც მხოლოდ იპონებით იმარჯვა - პორტუგალიელ ჟოანა ფერნანდესთან, გერმანელ კატია შტიბელინგთან, ნახევარფინალში იაპონელ ჩისიმა მაედასთან და ფინალში - კანადელ ჯესიკა კლიმკაიტთან. ჯანაშვილის მისამართით ქების მეტი მართლაც არაფერი გვეთქმის.

გურანდა შოთაძეც პირველივე წრეში დამარცხდა ფრანგ ასტრიდე გნეტოსთან.

1. ჯესიკა კლიმკაიტი (კანადა); 2. მარიამ ჯანაშვილი (საქართველო); 3. ჩიშიმა მაედა (იაპონია), ლაიანა კოლმანი (ბრაზილია).

60 კგ. ამ წონაში საქართველოდან მხოლოდ ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გიორგი კაციაშვილი გამოდიოდა, თუმცა მერვედფინალს ვერ გასცდა და ტურნირსაც უმედლოდ დაემშვიდობა.

არადა, მანამდე ორი იპონი მიითვალა - სამხრეთაფრიკელ შელდინ სერ კაჩელჰოფერს ვაზარ-იპონით აჯობა, უნგრელი ბენცე ბოროში პირდაპირ ბეჭებით დააგდო, მაგრამ სომეხ ჰარუთინ დერმიშიანთან თავადაც გაუშვა სუფთა გდება.

1. ტაკუმი ოშიმა (იაპონია); 2. ბოგდან იადოვი (უკრაინა); 3. ძმიტრი მინკოუ (ბელარუსი), ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი).

66 კგ. ამ წონაში ახლაც იმავე დუეტმა იასპარეზა, რომელმაც ევროპირველობაზე იჭიდავა, თუმცა იმათგან ჭაბუკებში ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა და წლევანდელმა ბრინჯაოს მედალოსანმა კობა მჭედლიშვილმა გაგვახარა, ოლიმპიური ფესტივალის მესამე პრიზიორმა სიმონ მამარდაშვილმა კი ამერიკელ ბრენდონ უორტენთან მოგებას ბულგარელ ივან სტეფანოვთან მარცხი მიაყოლა და ნაადრევად გავარდა.

მჭედლიშვილს თავიდან წილისყრამ დიდად გაუმართლა. არ ვამბობთ, რომ მხოლოდ ამის ხარჯზე გააღწია მეოთხედფინალში, თუმცა ფაქტია - იქამდე სამი არასაჭიდაო ქვეყნის წარმომადგენელი შეხვდა: გაბონელ არნოლდ უველუ კუსუს, ეკვადორელ კევინ ლეკაროსა და კოსტარიკელ ხულიან სანჩოს იოლად, თამაშ-თამაშ მოუგო წმინდად.

ჩვენებურმა პირველი სერიოზული გამოცდა მეოთხედფინალში ჩააბარა, თუმცა იქაც დამაჯერებლად მოუგო ბელარუს გრიგორი კლებჩას - კოსტარიკელის არ იყოს, მასაც სამივე სინჯის გდება ჩაუტარა. ნახევარფინალში ყაზახი დიდარ ჰამზა კერკეტი კაკალი გამოდგა, თუმცა მჭედლიშვილმა იუკო მაინც მოიპოვა და ფინალში გავიდა იაპონელ ჰიფუმი აბესთან საჭიდაოდ.

9 აგვისტოს ჩვენთვის ეს ოქროს მოპოვების ბოლო შანსი იყო, რადგან ამ დროს ჯანაშვილსაც წაგებული ჰქონდა ფინალი. საბედნიეროდ, თანამემამულემ არ გაგვაწბილა, იაპონელს ვაზარით აჯობა და ჯერჯერობით ჩემპიონატში პირველი ოქრო მოგვიტანა.

1. კობა მჭედლიშვილი (საქართველო); 2. ჰიფუმი აბე (იაპონია); 3. დიდარ ჰამზა (ყაზახეთი), პაველ ერშოვი (რუსეთი).

მორიგი ოქროს მოლოდინში

10 აგვისტოს მაიამურ ტატამზე კიდევ სამი ქართველი გავა - 2 ვაჟი და 1 გოგონა.

ჭაბუკებში ევროპული ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი თამაზ კირაკოზაშვილი (73) პირველ წრეში უკრაინის სახელით მოასპარეზე რევაზ მესაბლიშვილს შეხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი უნგრელ გაბორ სერჰეჯის დაეჭიდება.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლისმედალოსანი იესო კვირიკაშვილი (81) ყირგიზ ელამან აბდიკერიმოვს ხვდება, ამ წყვილის გამარჯვებულს კი 1/16-ფინალში რუსი ტურპალ ტეპკაევი ელოდება.

ხატია ჯანაშვილი (63) ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც კოლუმბიელ ბრიგიტა კარაბალის შეხვდება.

11 აგვისტოს ტურნირში ერთადერთი მონაწილე გვეყოლება - ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი და შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი დავით რამაზაშვილი (90) არგენტინელ მარტინ ოლივეირას შეერკინება, ამ წყვილის გამარჯვებული კი მეორე შეხვედრას ბელარუს მიკიტა სვირიდსა და თურქ აჰმეტ ფურკან ბესდილს შორის გამარჯვებულთან გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართველებისთვის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა

ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ

პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან

თბილისის გრან პრი. II დღე: ქართული ფინალი და გარანტირებული 3 მედალი [VIDEO]

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს

ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში

ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ

ონისე სანებლიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ

"ჰიფუმი აბეს მოვუგე, შემდეგ იაპონელები ჩამოვიდნენ და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ჩემზე" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ძიუდოისტის ისტორია