საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება რიგით მე-3 მატჩში მოიპოვა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება რიგით მე-3 მატჩში მოიპოვა.

ჩეხეთთან და უნგრეთთან დასანანი წაგებების შემდეგ გია კაზანჯიანის გუნდმა ლუქსემბურგი გაანადგურა.

საქართველოს ნაკრებს წამით არ დაუყენებია ეჭვქვეშ საკუთარი უპირატესობა და ყველა მეოთხედის იოლად მოგების შემდეგ საბოლოოდ 44-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა - 83:39.

საქართველოს ნაკრებში 24 წუთზე მეტი არავის უთამაშია. მეტოქე იმდენად შეუძლო იყო, რომ ქართველებმა მას ვარჯიშ-ვარჯიშ მოუგეს.

5-მა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. გიგი გოგობერიშვილმა 16 ქულა მოაგროვა, 15 - ვალერი ცქიფურიშვილმა, 13- გიორგი ცირეკიძემ, ხოლო დავით ლომიძემ და ვილი ისიანმა - 12-12.

ქართველებისთვის ამ დღეს უფრო მნიშვნელოვანი ავსტრია-უნგრეთის მატჩის შედეგი იყო. საქართველოს ნაკრებს ავსტრიელთა გამარჯვება უნდოდათ, რადგან ჯგუფიდან გამსვლელ 2 საუკეთესო გუნდში მოხვედრის შანსი შენარჩუნებოდათ. ასეც მოხდა. ძალიან დაძაბულ - ავერტაიმიან მატჩში ავსტრიამ 76:71 დაამარცხა ქართველების მომგები უნგრეთი.

11 აგვისტოს უფრო მნიშვნელოვანი მატჩია. უნგრეთი ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერ ჩეხეთს ხვდება.

თუ ჩეხეთი მოიგებს, საქართველოს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი ეძლევა. კაზანჯიანის გუნდი 11 აგვისტს ბელარუსს ხვდება, რომელმაც ლუქსემბურგთან წააგო და ქართველებთან განწირულია.

საქართველოს ბოლო ტურში ავსტრიის 5 ქულით მოგება უნდა და ჯგუფში მე-2 ადგილს დაიკავებს.

როგორც ვთქვით, ეს იმ შემთხვევაში, თუკი დღეს ჩეხეთი უნგრეთს მოუგებს.

ასე რომ, ქართველები ჩეხეთს ქომაგობენ, მანამდე კი, თბილისის დროით 19:30 საათზე ბელარუსთან გაივარჯიშებენ.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 10 აგვისტო

საქართველო 83:39 ლუქსემბურგი

21:7, 29:16, 21:10, 12:6

სატურნირო ცხრილი

1. ჩეხეთი 3 3/0 225/159 6

2. უნგრეთი 3 2/1 225/189 5

3. ავსტრია 3 2/1 191/208 5

4. საქართველო 3 1/2 193/154 4

5. ლუქსემბურგი 3 1/2 160/235 4

6. ბელარუსი 3 0/3 171/220 3

gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე ითამაშებს
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
U18. უკრაინა-საქართველო 71:72 - კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება
"ბათუმმა" "დინამოსაც" სძლია და მე-7 ადგილზე გამაგრდა
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის დაიწყო
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა