შსს-ს ბათუმიდან ორი ქულის წამოღება გაუჭირდა
მესამე ტური ზღვისპირეთში გაიხსნა, "ბათუმმა" შსს-ს უმასპინძლა. ფავორიტი ძალოვანთა გუნდი იყო და წინასწარ შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ სტუმრები გაიმარჯვებდნენ, რადგან მათ გაცილებით გამოცდილი შემადგენლობა ჰყავთ. თუმცა ბათუმიდან ორი ქულის წამოღება იოლი არ აღმოჩნდა.

ბათუმელებმა იცოდნენ, რომ ფარქვეშ მეტოქეს ვერ აჯობებდნენ, ამიტომ, დავით უსტრიაშვილის გუნდმა აქცენტი სამქულიან ტყორცნებზე გააკეთა. საბოლოოდ 33-ჯერ ისროლა შორიდან და 11 ჩააგდო. ამ კომპონენტში უპირატესობა აჭარელთა მხარეს იყო, შსს-მ 21-დან 4 სამქულიანი გამოიყენა (ოთხივე ტროი კოტონმა). თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ფარქვეშიდან უკეთესად თბილისელები თამაშობდნენ და შედეგიც სახეზეა - 26:12 ორქულიან ტყორცნებში.

მოკლედ, ფარქვეშ დაკარგულის ანაზღაურებას ბათუმელები სამქულიანებით ცდილობდნენ და სამი პერიოდის განმავლობაში მეტოქესთან თანაბრადაც იბრძოდნენ, თუმცა მეოთხე ათწუთეულში გამოცდილებამ თავისი გაიტანა და შსს-მ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა - 79:71 სტუმართა სასარგებლოდ.

მატჩის ბომბარდირი ბათუმელი ლაშა კეშელავა გახდა - 27 ქულა და 10 მოხსნა. შსს-ელმა ტროი კოტონმა საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა - 22 ქულა, 5-5 პასი-ჩაჭრა. ხოლო ძალოვნების რიგებში მოთამაშე ბათუმელმა დავით იმნაძემ სუპერლიგის რეკორდი დაამყარა - 17 მოხსნა მოაგროვა. 16-მოხსნიანი რეკორდი "სოხუმის" ამერიკელ ცენტრ კარლ დამუსს ეკუთვნოდა.

მესამე ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა დღეს, სპორტის სასახლეში გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს "სოხუმი"-"ენერჯის" დაპირისპირება. დუდუ დადიანის მემორიალზე ამ გუნდების მატჩი რუსთაველთა მინიმალური გამარჯვებით (71:70) დასრულდა.

სუპერლიგა. III ტური

12 ნოემბერი, ბათუმი

ბათუმი-შსს 71:79

21:20, 19:21, 18:19, 13:19

ბათუმი: რამიშვილი (2ქ), თენიეშვილი (4ქ, 5მ), მიქელაძე (9ქ, 8მ, 4პ), ნინუა (2ქ, 3პ), ჩხატარაშვილი, კეშელავა (27ქ, 10მ), ელიაშვილი (8ქ, 5მ), ელიაძე (19ქ, 6მ, 3პ).

შსს: დ. ბერიშვილი (4ქ, 4ჩ), ლაფანაშვილი (15ქ, 8მ), ლეჟავა (4ქ), ნიკოლაძე, კოტონი (22ქ, 5პ, 5ჩ), მარკოიშვილი (4ქ, 3პ, 3ჩ, 5ფ), დ. ბარბაქაძე (10ქ, 6მ), იმნაძე (12ქ, 17მ), შერმადინი (6ქ), ტომარაძე (2ქ).

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. სადღობელაშვილი

კომისარი: რ. გელოვანი.

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. შსს 3 3 0 284/208 6

2. თსუ 2 2 0 193/169 4

3. ენერჯი 2 2 0 168/158 4

4. აგრარული 2 1 1 138/142 3

5. სოხუმი 2 1 1 178/169 3

6. დინამო 2 1 1 130/184 3

7. ქუთაისი 2 1 1 154/155 3

8. სტუ 2 0 2 162/190 2

9. სამედიცინო 2 0 2 128/147 2

10. ბათუმი 2 0 2 134/143 2

11. არმია 1 0 1 78/82 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა