კომპანია "სილქნეტი" ფეხბურთის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლეს ამზადებს
კომპანია "სილქნეტმა" პრემიერლიგის მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.
კომპანია "სილქნეტი" ფეხბურთის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლეს ამზადებს და 17 აგვისტოს ექსკლუზიურად "სილქ ტვ"-ის მაყურებელი პრემიერლიგის სეზონის გახსნის მატჩის - "ლივერპულისა" და "სტოკ სიტის" ყურებას საკუთარი ტელევიზორის ეკრანიდან, HD ხარისხით შეძლებს.
კომპანია "სილქნეტმა" პრემიერლიგის მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება კომპანია "ინტეგრალისგან" მოიპოვა.
კომპანია "ინტეგრალმა", სპეციალურად "სილქნეტისთვის", ახალი ტელეარხი - SILK SPORTHD-ი შექმნა.
არხი ექსკლუზიურად გადაიცემა "სილქ ტვ"-ის მეშვეობით. სწორედ ამ არხზე იხილავენ ფეხბურთის მოყვარულები პრემიერლიგის ტრანსლაციებს და სხვადასხვა სპორტულ გადაცემას.
აღნიშნული სიახლის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" გაიმართა, სადაც კომპანია "სილქნეტის" კომერციულმა დირექტორმა ბაჩო ჩინჩალაძემ აღნიშნა, რომ ახალი ტელეარხის და საფეხბურთო მატჩების ყურება 2 კვირის განმავლობაში SILK TV-ის ყველა მაყურებელს შეეძლება, შემდეგ კი ახალი სპორტული არხის სანახავად მომხმარებელს ყოველთვიურად 3 ლარის გადახდა მოუწევს.
ხოლო მათ, ვისაც SILK TV-ის 60-ლარიანი პაკეტი აქვს შეძენილი, SILK SPORTHD-ის საყურებლად დამატებითი გადასახადი აღარ დაერიცხება.
"ჩვენ კომპანია "ინტეგრალთან" ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომლის მიხედვით, 3 წლის განმავლობაში მხოლოდ "სილქ ტვ"-ის აბონენტებს შეეძლებათ პრემიერლიგის თამაშებისა და ჩემპიონატების ყურება.
ახალი არხი SILK SPORT HD-ი გამოსახულების მაღალი გარჩევადობით გამოირჩევა. ფეხბურთის მოყვარულები მთელი კვირის განმავლობაში თამაშების გარჩევებს, ანალიზს, პრემიერლიგის პროგრამებს და 5-6 "ლაივ მატჩის" ყურებას შეძლებენ.
ყველაფერი ეს მაყურებლისთვის ქართულად იქნება ნათარგმნი და გახმოვანებული. რეპორტაჟებიც, რა თქმა უნდა, ქართულ ენაზე გავა ეთერში".
კომპანია "ინტეგრალის" პიარმენეჯერი თაკო ნინუა:
"პრემიერლიგის ლიცენზია ჩვენ შევიძინეთ. კომპანია "სილქნეტთან" საქმიანი ურთიერთობა ისედაც გვქონდა. მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ საფეხბურთო თამაშები ექსკლუზიურად სწორედ ახალ არხზე გავიდეს. ეს დიდი სიამოვნებაა ფეხბურთის მოყვარულებისთვის.
SILK SPORT HD-ის არხზე, პრემიერლიგის ტრანსლაციის გარდა, გადაცემაც მომზადდება, რომელიც ყველაზე მეტად აზარტული მაყურებლებისთვის იქნება საინტერესო".
სანდრო ცნობილაძე:
"გადაცემას "ტიპსტერი" ერქმევა, რომელიც ეთერში ყველა "ლაივ რეპორტაჟის" წინ გავა.
ქრონომეტრაჟი 20-25 წუთი იქნება, სადაც ფეხბურთის მოყვარულები შეძლებენ, თვალყური ადევნონ წინასწარ შედეგებს, თუ რომელ გუნდზე გააკეთონ ფსონი. ასევე, იქნება რჩევებიც, რომელ გუნდსა და თამაშზე გააკეთონ უპირატესობა.
ვებ-პორტალი TIPCHASER.COM-ი სპორტის მოყვარულთათვის უკვე კარგად ნაცნობი საიტია.
ამ პორტალის მეშვეობით ფეხბურთის გულშემატკივრებს შეუძლიათ ვირტუალური ფსონების დადება, ყველაზე რეიტინგული გუნდებისა და მოთამაშეების ცხრილების ნახვა და მომგებიანი ფსონების დასადებად საჭირო სხვა ინფორმაციის მიღება.
ამ საიტთან ასოცირებული გადაცემაც დაახლოებით იგივე შინაარსის იქნება - წამყვანები ფეხბურთის მოყვარულებს შესთავაზებენ ყველა იმ ინფორმაციას, რაც მათ ფსონის წარმატებით დადებაში დაეხმარებათ".
პრემიერლიგა SILK SPORT HD-ზე 17 აგვისტოს დაიწყება.
გიორგი ბერიძე
R
saba
გაუჭირდებოდა :D
Chinchaladze
ექსკლუზიური უფლება იმას ნიშნავს მემგონი რომ სხვა არხებს არ ექნებათ თამაშების ჩვენების უფლებააა?
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო