მაიამიში, ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, შაბათ-კვირის ქართული მონაგარი მხოლოდ ერთი ვერცხლი აღმოჩნდა
მაიამიში, ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, შაბათ-კვირის ქართული მონაგარი მხოლოდ ერთი ვერცხლი აღმოჩნდა, რომელსაც თამაზ კირაკოზაშვილი (73) დაეუფლა.

ამდენად, ამ პრესტიჟულ ტურნირში ჩვენი მონაგარი 1 ოქრო და 3 ვერცხლია. აქედან ერთი ვერცხლი გოგონათა ნაკრების მონაგარია - გია თენაძის შეგირდთაგან ვიცე-ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი (52) გახდა, ირაკლი ცირეკიძის გუნდიდან კი ოქროს მედალი კობა მჭედლიშვილმა (66) მოიპოვა, ხოლო კირაკოზაშვილის გარდა, ვერცხლს რობინზონ ბეგლარიშვილიც (50) დაეუფლა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავედით, ბიჭების ნაკრები კი მესამეა.

კირაკოზაშვილი ევროპის შარშანწინდელი ვიცე-ჩემპიონია (ოღონდ მაშინ 66 კილოგრამში ჭიდაობდა), წლეულს კი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლი, ხოლო ევროპის პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა.

მაიამიში მისი ბედი უცნაურად წარიმართა - ვისთანაც ტალინში, ევროპის ჩემპიონატზე წააგო, ახლა მასთან გაიმარჯვა, ხოლო ვისაც მაშინ მოუგო, ამჯერად იმასთან დამარცხდა.

ესტონეთში მან მეოთხედფინალი დათმო რუსთა მომავალ ევროპის ჩემპიონ რუსლან გოდიზოვთან, რომელიც ახლა ნახევარფინალში დამაჯერებლად დააიპონა; ტალინში მეორე რუსს, ზაურ რამაზანოვს, დამამშვიდებელში მოუგო, ამჯერად კი მასთან ფინალში წააგო.

კირაკოზაშვილმა ქვეჯგუფი დამაჯერებლად მოიგო. შეიძლება ითქვას, უპრობლემოდ გავიდა ფინალში, რადგან ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია - ფინალამდე 5 შეხვედრიდან 4-ში იპონით იმარჯვა.

თუმცა იყო ერთი შეხვედრა - პირველივე წრეში უკრაინის სახელით მოასპარეზე რევაზ მესაბლიშვილთან, სადაც კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდა - ვაზარით აგებდა, მაგრამ დამთავრებამდე წუთნახევრით ადრე იპონი მიითვალა.

ვენესუელელ ხესუს რივასსა და ფინელ ოსკარ თვაურს (ამას ევროპის პირველობაზეც მოუგო) უფრო იოლად აჯობა. ჰოლანდიელ კევინ ბეკერთან სუფთად არ მოუგია, ვაზარით დაამარცხა, თუმცა კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა - ორჯერ გააფრთხილებინა და ორი იუკოც აართვა.

ამის შემდეგ კირაკოზაშვილმა გოდიზოვსაც გადაურბინა, ფინალში კი რამაზანოვთან ვერაფერს გახდა, თუმცა ეს შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა. ძირითადში ფალავნებმა მხოლოდ თითო გაფრთხილება მიაღებინეს ერთმანეთს.

დამატებითის მე-20 წამზე ფრიად საეჭვო ვითარება შეიქმნა, რომელიც ჩვენს საზარალოდ დასრულდა - კირაკოზაშვილმა ილეთი გააკეთა, რაც მსაჯებმა თავიდან იუკოდ შეაფასეს, თუმცა მალევე გააუქმეს.

ვფიქრობთ, მათი გადაწყვეტილება ფრიად საეჭვოა, რამაც ცირეკიძეს კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი შეგირდი დააკარგვინა - ამის შემდეგ ყველაფერი რამაზანოვის იპონით დასრულდა.

უნდა ითქვას, რომ ის ამჯერად ევროპის პირველობასთან შედარებით ბევრად უკეთ იყო მომზადებული.

მარცხის მიუხედავად, კირაკოზაშვილმა წლევანდელი სეზონი მაინც წარმატებით ჩაამთავრა - სამივე უმთავრეს ტურნირში იჭიდავა და ყველგან მედალი მოიპოვა. საწყენი მხოლოდ ისაა, რომ ამ სამიდან არც ერთი არაა ოქრო.

სამწუხაროდ, სხვა ქართველებმა ამ უქმეებზე თავი ვერაფრით გამოიჩინეს. გოგონებში ბოლო მონაწილე ხატია ჯანაშვილი (63) პირველივე პაექრობაში დამარცხდა კოლუმბიელ ბრიგიტა კარაბალისთან; ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონმა იესო კვირიკაშვილმა (81) პირველ წრეში ყირგიზი ელამან აბდიქერიმოვი კი დააიპონა, მაგრამ რუსმა ტურპალ ტეპკაევმა გაფრთხილებებით მოახსნევინა (სამჯერ ჩვენებურმაც გააფრთხილებინა, მაგრამ რუსი დამატებით იუკოსაც უგებდა), 11 აგვისტოს კი ჩვენი გუნდის ბოლო მონაწილე, ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი დავით რამაზაშვილი (90) ასევე პირველივე წრეში დამარცხდა არგენტინელ მარტინ ოლივეირასთან.

კვარცხლბეკი

ვაჟები

73 კგ. 1. ზაურ რამაზანოვი (რუსეთი); 2. თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო); 3. რუსლან გოდიზოვი (რუსეთი), არსო მილიჩი (ჩერნოგორია).

81 კგ. 1. ლუის განიონ კრიბერი (კანადა); 2. ფრანკ დე უიტი (ჰოლანდია); 3. მარკო ბუბანია (ავსტრია), მიხეილ იგოლნიკოვი (რუსეთი).

90 კგ. 1. კარლენ პალიანი; 2. შოთა ვანიევი (ორივე - რუსეთი); 3. რამინ საფავიე (ირანი), იოშიაკი შირაკავა (იაპონია).

+ 90 კგ. 1. ჰიოგა ოტა (იაპონია); 2. ჰარუნ სადიკოვიჩი (ბოსნია); 3. რუსლან შახბაზოვი (რუსეთი), მესიე კატანგა (საფრანგეთი).

გოგონები

57 კგ. 1. ჯენიფერ შვილე (გერმანია); 2. კანა მურაკამი; 3. რინა ტაცუკავა (ორივე - იაპონია), სარა ჰარაჩი (საფრანგეთი).

63 კგ. 1. ზაბინა გერშაკი (უნგრეთი); 2. ინეს პრევოტი (საფრანგეთი); 3. ლისა მულენბერგი (ჰოლანდია), ლუბიანა პიოვესანა (დიდი ბრიტანეთი).

70 კგ. 1. ევა მარიე განიე (საფრანგეთი); 2. მაკო ენდა (იაპონია); 3. სოფიე ბერგერი (ბელგია), ბრიგიტა მატიჩი (ხორვატია).

+70 კგ. 1. გუსმარი გარსია სავინე (კუბა); 2. მორგანე დუჩე (საფრანგეთი); 3. სარა როდრიგესი (ესპანეთი), ვასილინა კირიჩენკო (უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა
ახალგაზრდული ნაკრები: გუჯეჯიანის მორიგი თამამი ექსპერიმენტები
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები