საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა შეკრებაზე გამგზავრებამდე მეუღლესთან ერთად ბელეკში ერთკვირიანი დასვენება მოაწყო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, პოპულარულმა სპორტსმენმა გიორგი შერმადინმა და ანი ამაშუკელმა რამდენიმე წელიწადია, რაც იქორწინეს. ჰყავთ ორი პატარა - ორი წლის ნუცა და 8 თვის ნიკოლოზი.

პატარებთან ერთად დედა ამჟამად ნატახტარში, გიორგის მშობლებთან ერთად ისვენებს, გიორგი კი ნაკრებთან ერთადაა ერთთვიან შეკრებაზე.

მანამდე წყვილმა ერთკვირიანი დასვენება მოიწყო და ისე მოხდა, რომ მეორე თაფლობის თვეც გამოუვიდათ. რომანტიკული ვახშამი, როგორც ანიმ გვითხრა, იაპონურ რესტორანში ჰქონდათ. ასევე, მოიწყვეს მხიარული ფოტოსესიაც ზღვასთან. შესაბამისი ფოტოები ანიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოფინა.

- ამჟამად ნატახტარში ვარ ბავშვებთან ერთად. ცოტა ხნით მე და გიორგი თურქეთში, კერძოდ, ბელეკში გახლდით. ჯერ გიორგის საქმეები ჰქონდა სხვაგან, შემდეგ კი თურქეთში გავემგზავრეთ. ბავშვები არ წაგვიყვანია, მხოლოდ მე და გიორგი ვიყავით. ე.წ. თაფლობის თვე გვქონდა. ბავშვებთან ერთად ეს არ გამოვიდოდა, ამიტომაც პატარები თბილისში დავტოვეთ.

მე საერთოდ სხვა ქვეყანაში მინდოდა წასვლა, კონკრეტულად კი, საფრანგეთში, პარიზი-ნიცაში და დაჯავშნულიც კი მქონდა ბილეთები, მაგრამ როგორც კი გიორგიმ გაიგო, რომ ბევრი გადაჯდომა უნდა გვქონოდა, კატეგორიული უარი მითხრა. ძალიან გადაღლილი ვარ და ფრენისა და გადაჯდომის თავი არ მაქვს, მირჩევნია, პირდაპირ ჩავფრინდე და კარგად დავისვენოო.

ახლობელმა ტურისტულმა სააგენტომ შემოგვთავაზა ბელეკში გაფრენა და სიამოვნებით დავთანხმდით.

- კომფორტული პირობები გქონდათ?

- ძალიან დიდი კომფორტი იყო. პარიზსა და ნიცაში, რასაკვირველია, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაა მნიშვნელოვანი და სულ სხვა რამ არის იქ გამგზავრება, მაგრამ არ ვიცი, ასე კარგად სხვაგან როგორ უნდა დაგვესვენა, როგორც ეს ბელეკში შევძელით. მომსახურება ძალიან მაღალ დონეზეა. მე და გიორგიმ იქ ერთი კვირა გავატარეთ.

- გიორგიმ თურქეთში ძალების აღდგენა მოახერხა?

- ორი ბავშვი რომ გყავს, მათთან ერთად ვერ დაისვენებ, მაგრამ თურქეთში ნამდვილად კარგად დაისვენა.

- როგორი იყო თქვენი ერთი დღე თურქეთში?

- საათს არ ვუყურებდით, როცა გაგვეღვიძებოდა, მაშინ ვდგებოდით, რაც დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის (იღიმის). გვქონდა დილის საუზმე. შემდეგ გავდიოდით ზღვაზე ან აუზზე. გიორგი შუადღეს აუცილებლად იძინებდა, რადგან ასეთი წესი აქვს და მეც იძულებით მიწევდა დაძინება. შემდეგ იყო სადილი, ვახშამი. იმდენად კარგად იყო დაკომპლექტებული სასტუმრო, რომ შეგეძლო, სხვადასხვა ადგილას გესაუზმა, გესადილა და გევახშმა.

სასტუმროს ტერიტორია იყო გამწვანებული, ძალიან მოვლილი. საღამოს, ვახშმის შემდეგ, აუცილებლად იყო რაიმე გასართობი ღონისძიება. ყოველ დღეს სხვადასხვა ადგილას, არენაზე, ამფითეატრში, ზღვის სანაპიროზე საღამოები ტარდებოდა. ჩვენ წინასწარ გვაფრთხილებდნენ და სიამოვნებით ვესწრებოდით.

დიდი მსმელი არც ერთი არ ვართ, ამიტომ ცოტა ალკოჰოლს ვწრუპავდით ხოლმე. გიორგი, თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, არასდროს დამთვრალა, ჩემი მაქსიმუმიც ერთი-ორი ჭიქაა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ნინო მურღულია

ჟურნალი „რეიტინგი“

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში