"იუვენტუსი" ფორვარდს კონკურენტს აძლევს
"ნაპოლის" მესვეურები განაგრძობენ აქტიურობას სატრანსფერო ბაზარზე და თუ იტალიურ სპორტულ პრესას დავუჯერებთ, ახლოს არიან მორიგი ტრანსფერების განხორციელებასთან. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ნეაპოლურ გუნდში 28 წლის ფეხბურთელები: მარტინ შკრტელი და ალესანდრო მატრი გააგრძელებენ კარიერას.

პირველი უკანახაზელია, 2008 წლიდან "ლივერპულის" ღირსებას იცავს და შესაბამისად, რაფაელ ბენიტესთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება მატრის, ფორვარდია და "იუვენტუსში" 2011 წლიდან ასპარეზობს. როგორც ჩანს, ნეაპოლელებს კიდევ სურთ შეტევის გაძლიერება, რადგან ბევრი თვლის, რომ ედინსონ კავანის ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" წასვლით გამოწვეული ვაკუუმი ჯერ კიდევ არაა სრულად შევსებული. ამ თემაზე კომენტარი "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა:

"სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ამ დროის გამოყენებას აუცილებლად ვაპირებთ; გვსურს, კიდევ ერთი თავდამსხმელი, მცველი და ნახევარმცველი დავიმატოთ. ალესანდრო მატრი? - დიახ, ჩვენ გვინდა მისი გადმობირება და ტურინელებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.

"იუვენტუსის" მესვეურთა დასახელებულ თანხას პირნათლად ვიხდით, მაგრამ ჯერ მაინც ფეხს ითრევენ - როგორც ჩანს, ფორვარდის კონკურენტ გუნდში გაშვება არ სურთ. თუმცა, ბოლო დღეებში ყინული გალღვა და ტრანსფერის ალბათობა მაღალია. მარტინ შკრტელი? - შესანიშნავი ფეხბურთელია და რაფა ბენიტესს მისი გადმოყვანა ძალიან უნდა. ვნახოთ, ყველა კითხვას უახლოეს დღეებში გაეცემა პასუხი".

აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ "ნაპოლი" მატრის და შკრტელის გადაბირებას ლამობს. ლივერპულელის თაობაზე უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, მატრი კი ჟურნალისტებმა, ფაქტობრივად, უკვე გადაიყვანეს ნეაპოლში... "გაძეტას" მტკიცებით, სამხრეთელები "ვეკია სენიორას" ბიუჯეტში 12 მილიონ ევროს გადარიცხავენ, ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 2.7 მილიონი ევრო იქნება, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა დღევანდელი იტალიური რეალობის გათვალისწინებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტურინის "იუვენტუსი": კოლაროვი მივა, მატრი წავა...

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ტურინის "იუვენტუსს" ორი ფეხბურთელი გამოუჯანმრთელდა
ტურინის "იუვენტუსის" მომავლის თავდასხმა: დიბალა, ძაძა, კავანი?
მარტინ შკრტელმა "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა
ტრანსფერ ONLINE: 13 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ვიქტორ ვალდესი "მიდლსბროში" და დღის სხვა ტრანსფერები
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ტურინის "იუვენტუსი" იტალიის თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
სერია A. ბოლო დღის ტრანსფერები: დედლაინამდე წუთით ადრე
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:3 - "ბებერი ქალბატონი" იტალიის თასის ფინალშია [VIDEO]
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
სტივენ ჯერარდს "რეინჯერსში" ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს
თანაგუნდელმა მარტინ შკრტელი სიკვდილისგან იხსნა [VIDEO]
"ლივერპული": იურგენ კლოპი ჯერ ცხრილავს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გახსოვთ ალესანდრო მატრი? - "მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს "სასუოლოდან" აგდებენ
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა