ანჩელოტი წუხს, რომ ”ჩელსის” ვიცე-კაპიტანს კიდევ 2-3 კვირა გაუცდება
"ჩელსის ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი, რომელმაც ტრავმის გამო ორ თვეზე მეტი გამოტოვა, საზარდულის ტრავმით კვლავ ლაზარეთში მოხვდა.

გუშინ ვიცე-კაპიტანი გუნდთთან ერთად ვარჯიშობდა და "სანდერლენდთან" საკვირაო მატჩისთვის ემზადებოდა, თუმცა ისევ დაშავდა. "ჩელსის" მედიკოსების მტკიცებით, ამჟამინდელი ტრავმა, ლამპარდის წინა ტრავმებთან არაა კავშირში. ამ ფაქტის გამო ძალიან დაღონდა გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი:

"ვფიქრობ, ლამპარდი ორი სამი კვირით დაგვაკლდება. ძალიან გულგატეხილები ვართ, რადგან მის დაბრუნებას ველოდით. წინა პრესკონფერენციაზე ხუმრობით არ მითქვამს, რომ უქმეებზე დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ ფრენკს არ გაუმართლა. ეს ძალიან ცუდი ამბავია, განსაკუთრებით, თუ ესიენის დისკვალიფიკაციას გავითვალისწინებთ. ლამპარდის მოედანზე გამოსვლა ძალის, გამოცდილების და ინდივიდუალიზმის ფანტასტიკური მატება იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია და ახლა კვლავ დაველოდებით მის გამოჯანმრთელებას", - განაცხადა ანჩელოტიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა დიდიე დროგბას შესახებაც ისაუბრა, რომელმაც მალარიია გადაიტანა.

" მომავალი კვირა დროგბასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან შუა კვირაში სათამაშო არ გვაქვს, რაც მას ძალების აღდგენის საშუალებას მისცემს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება. თუმცა "სანდერლენდთთან" მისი თამაში სარისკო არაა. მართალია, პარტნიორებზე ოდნავ უფრო დაღლილი იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ფეხბურთელებით არასდროს ვრისკავთ", - თქვა ანჩელოტიმ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა