სოლდადო და სოლდადოს შემცვლელი
აგვისტო იმით გაიხსნა, რომ ესპანეთის ჩემპიონატმა კიდევ ერთი მაღალი დონის ცენტრფორვარდი დაკარგა - ხმები გამართლდა და კონფედერაციათა თასიდან შვებულებაში გასული რობერტო სოლდადო "მესტალიაზე" აღარ დაბრუნდა, ის ლონდონურ "უაით ჰართ ლეინზე" გამოჩნდა. "ვალენსიამ" სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო.

უეცარი სიხარული

დროის ამ პერიოდში განხორციელებული ტრანსფერებიდან ჩვენი ყურადღება მიიქცია "სევილიას" შენაძენმა - ანდალუსიურმა კლუბმა, რომელიც ერთ სამხრეთამერიკელს შეელია, მეორე დაიმატა - გარი მედელი "კარდიფში" 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ჩილელის ნაცვლად კი "სევილიამ" ურუგვაელი ნახევარმცველი დაიმატა - 19 წლის სებასტიან კრისტოფორო. მასში ესპანურმა კლუბმა 2,25 მილიონი ევრო გადაიხადა.

კრისტოფორო ურუგვაული გრანდის, "პენიაროლის" აღზრდილია. მან სამი სეზონი გაატარა ამ გუნდის პირველ შემადგენლობაში და 44 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მატჩების სიმცირე გასაგებია, კრისტოფორო, ფაქტობრივად, ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს პროფესიულ კარიერაში. "სევილიასთან" მან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"უცბად აღმოვჩნდი დიდ კლუბში. ჩემ წინაშე დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივაა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ჩემპიონატი. ვითამაშებ იმ პოზიციაზე, რომელსაც მწვრთნელი მეტყვის და საქმეს თავს შევაკლავ. მთავარია, გუნდს გამოვადგე", - ეს სებასტიან კრისტოფოროს სიტყვებია პრეზენტაციიდან.

ნეიმარი და მისი სატელიტები

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ბარსელონას" 57 მილიონი ევრო დაუჯდა და ამ თანხის ნაწილი მის ყოფილ გუნდ "სანტოსს" შეხვდა. ნეიმარის ტრანსფერის გამოძახილი იყო ის, რაც აგვისტოს დასაწყისში მოხდა კატალონიურ კლუბში.

"ბარსელონამ" "სანტოსთან" შეათანხმა და სამი ტალანტის უფლებები შეისყიდა. ეს კლუბს 7 მილიონი ევრო დაუჯდა - ამიერიდან, ვიქტორ ანდრადე, გაბრიელ ბარბოზა (გაბიგოლი, როგორც მას ბრაზილიაში უძახიან) და ჟივა სტაჟირებას "ბარსას" სარეზერვო გუნდში გაივლიან.

ამ გარიგებას სათავე ნეიმარის ტრანსფერის დროს დაედო, როცა "ბარსელონა" და "სანტოსი" ახალგაზრდა ტალანტების გაცვლის სისტემაზე შეთანხმდნენ, თავი კი ჟოან გამპერის თასისთვის მატჩის დროს "სანტოსის" ვიზიტისას დაედგა.

სოლდადოს შემცვლელი

რობერტო სოლდადო, რა თქმა უნდა, დიდი დანაკარგია "ღამურებისთვის", მაგრამ "ვალენსიამ" სულ რაღაც 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გავარდნილი "სარაგოსადან" პორტუგალიელი ელდერ პოშტიგა იყიდა. პოშტიგა 31 წლისაა და სანაკრებო დონეზე სოლდადოზე გამოცდილი ფეხბურთელია. პორტუგალიის ნაკრებში 61 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

თუკი სეზონში პოშტიგა 15 გოლს გაიტანს, "სარაგოსა" დამატებით 375 ათას ევროს მიიღებს. პორტუგალიელი უკვე გამოადგა "ვალენსიას", როცა "ოლიმპიაკოსთან" 2:1 მოაგებინა (გამარჯვების გოლი გაიტანა).

თარ. ფეხბურთელი საიდან სად თანხა

1 აგვ რობერტო სოლდადო ვალენსია ტოტენჰემი 30 მლნ

1 აგვ ხუანმა ვილიარეალი ალავესი თ.ა.

1 აგვ ხავიერ არისმენდი ხეტაფე დეპორტივო თ.ა.

1 აგვ დიეგო რივასი ელჩე ეიბარი იჯარა

1 აგვ ხოაკინ ლარივეი ატლანტე ვალეკანო თ.ა.

1 აგვ ალექსის რუანო სევილია ხეტაფე თ.ა.

2 აგვ რობერტო ჩენი სან ფრანსისკო მალაგა 0,5 მლნ

2 აგვ ჟივა სანტოსი ბარსელონა II 1,8 მლნ

2 აგვ ვიქტორ ანდრადე სანტოსი ბარსელონა II 3,2 მლნ

2 აგვ გაბრიელ ბარბოზა სანტოსი ბარსელონა II 2,9 მლნ

2 აგვ ბორხა ლოპესი სპორტინგი მონაკო 2,2 მლნ

2 აგვ ჰაინც ბარმეტლერი ვადუცი ვალიადოლიდი თ.ა.

2 აგვ ხოან ტრუიოლსი ვილიარეალი მურსია თ.ა.

2 აგვ ლოლო პლა ვალიადოლიდი ბენფიკა თ.ა.

4 აგვ იგორ ლიხნოვსკი უნი. დე ჩილე ხეტაფე 1,6 მლნ

5 აგვ რაფა გარსია ვალეკანო ლუგო თ.ა.

5 აგვ მარკო ტორსილიერი მეტალისტი ალმერია იჯარა

5 აგვ კარლოს სანჩესი ვალანსიენი ელჩე თ.ა.

5 აგვ უმბერტო ოსორიო სან მარტინი ვალიადოლიდი 1 მლნ

5 აგვ იბან ზუბიაურე ბილბაო რასინგი თ.ა.

5 აგვ ხორდი ერკულესი ლევანტე თ.ა.

6 აგვ როხერ მარტი ლევანტე სარაგოსა იჯარა

6 აგვ ინიგო რუისი ბილბაო მირანდესი იჯარა

6 აგვ პედრო რიოსი ვილიარეალი ლევანტე თ.ა.

7 აგვ ალოის ნონგი მონსი ლევანტე 0.2 მლნ

7 აგვ ოსკარ ვეგა სოსიედადი უნიონი იჯარა

7 აგვ სებასტიან კრისტოფორო პენიაროლი სევილია 2,2 მლნ

7 აგვ ხავი ტორესი ხეტაფე ბეტისი 2,8 მლნ

8 აგვ ალბერტო ბუენო ვალიადოლიდი ვალეკანო თ.ა.

8 აგვ მიგელ ტორესი ხეტაფე ოლიმპიაკოსი თ.ა.

8 აგვ ელდერ პოშტიგა სარაგოსა ვალენსია 3 მლნ

8 აგვ რუბენ გონსალესი ოსასუნა ბაქი თ.ა.

8 აგვ ხავი ანუნსიატა ოსასუნა ოვიედო თ.ა.

9 აგვ ემანუელ კულიო გალათასარაი დეპორტივო თ.ა.

9 აგვ ცეზარი ვილკი ვისლა დეპორტივო თ.ა.

10 აგვ გარი მედელი სევილია კარდიფი 13 მლნ

11 აგვ ხონას რამალიო ბილბაო ჟირონა იჯარა

11 აგვ იონ აურტენეჩე ბილბაო სელტა იჯარა

12 აგვ ესაიდ ბელკალემი კაბილიე გრანადა თ.ა.

12 აგვ ესაიდ ბელკალემი გრანადა უოტფორდი იჯარა

13 აგვ ლუისინიო ბენფიკა დეპორტივო იჯარა

შენიშვნა: თარ. - თარიღი, როცა ტრანსფერი გადაწყდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლა ლიგა. ტრანსფერები: კიდევ ერთი ლიონელი არგენტინიდან

ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
შეთანხმებას მიაღწია - როდრის კარიერის გაგრძელება "რეალში" სურს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა
7-კაცა | ხვალ მეორე ეტაპს ვიწყებთ
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა
მესიმ ნაკრებში ბოლო მატჩი უკვე ითამაშა? - რა უთხრა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფინალის შემდეგ თანაგუნდელებს
ოფიციალურად - კაზემირო "ინტერ მაიამიში" მესისთან ერთად ითამაშებს
ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი დაასახელა
რომერო მალე "ტოტენჰემს" დატოვებს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა, გალარდო გახდეს
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
კარგი გარჯა დაუფასდა - ესპანელები დე ლა ფუენტეს კონტრაქტს გაუხანგლძრივებენ
ირაოლამ დაადასტურა - “ლივერპულის” ახალმა მწვრთნელმა გუნდში მეკარეებზე ისაუბრა
“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - “ბაიერნის” ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
შეთანხმება ვერ ხერხედება - სლოტს ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობა მხოლოდ 2 წლით უნდა
"ვალენსიაში" რობერტო სოლდადოს ელდერ პოშტიგა შეცვლის
"ბარსამ" ვუნდერკინდი თორნიკე არავის არ უნდა დაუთმოს და ხვიჩას შემთხვევაში დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროს" - უცხოური მედია
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 29 ივლისი
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ესპანეთის თასი. 1/8-ფინალი. I მატჩები: მეკარეების ბენეფისი
8 გატანილი გოლი - ლა ლიგაში საოცარი მატჩი გაიმართა [VIDEO]
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
"სად დაგირტყა, იდიოტო" - ნეიმარმა მეკარეს დასცინა და საბოლოოდ ატირებული დარჩა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
The Independent: "ტოტენჰემი" 9 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა
"კორდობამ" "დეპორტივოსთან" ვერც პენალტით იხეირა და ვერც რიცხობრივი უპირატესობით
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
ენრიკეს ყოფილი სასიძო თავისთან მიჰყავს - პსჟ-ის მწვრთნელს შეტევაში ახალი გეგმები აქვს
"იდიოტი ხარ, კუმან" - დაუყვირა ნამატჩევს სოლდადომ
ლა ლიგა. XXI ტურის ფაქტები და ციფრები: სოლდადოს საგოლე პასები, ადურისის გოლები
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
ესპანეთი. ლა ლიგა. III ტურის შეჯამება და სიმბოლური: ვიდრე გარეთი მოვა
სამი მეგობარი, რომელმაც "ტოტენჰემი"-"პარტიზანის" მატჩი კინაღამ ჩაშალა [VIDEO]
რობერტო სოლდადოს ნაცვლად "ვალენსია" ორ ფორვარდს იყიდის
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
ლონდონის "ტოტენჰემი" ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერზე გადაერთო
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა