ჯიმი კონორსი რუსს სიჩქარეს არ ურჩევს
ცინცინატის ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება მსოფლიოს მესამე ჩოგანი, რუსი მარია შარაპოვა. მისი მეტოქე ამერიკელი სლოუნ სტივენსი იქნება. როგორც იცით, რუსმა ტრავმის გამო ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირი გამოტოვა. სტივენსთან მატჩის წინ, მარიამ თავის ფიზიკურ მდგომარეობაზე ილაპარაკა.

"ახლა უკვე წესრიგში ვარ. არ მინდოდა კორტზე დაბრუნება იქამდე, სანამ ასი პროცენტით არ აღვიდგენდი კონდიციებს. მიმაჩნია, რომ უკეთესია მეტი დრო დახარჯო მკურნალობასა და აღდგენით პროცესზე და ბოლომდე იყო დარწმუნებული საკუთარ ჯანმრთელობაში. რა თქმა უნდა, ტურნირების გამოტოვება სასიამოვნო არ არის, მაგრამ ასეთებიც ხდება. არ ვთამაშობ იმ დროს, როცა ბოლომდე მომზადებული არ ვარ. ასეთი აზროვნება ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის.

ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, არც ერთი შეხვედრა არ ჩამიტარებია, ასე რომ, მომავალ ტურნირზე თამაში გამიჭირდება. შეიძლება რამდენიმე რთული შეხვედრის ჩატარება მომწიოს ან ბევრი შეცდომა დამიგროვდეს. მაგრამ, მთავარი მიზანი ამერიკის ღია პირველობაა და აქ ამ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ჩამოვედი", - აღნიშნა შარაპოვამ.

გარდა ამისა, 26 წლის ჩოგბურთელმა მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს თანამშრომლობა თავის ახალ მწვრთნელთან, ამერიკელ ჯიმი კონორსთან.

"რამდენიმე წლის წინ, მე უკვე ვიმუშავე ჯიმისთან სამი-ოთხი კვირის განმავლობაში და მან ბევრი საინტერესო რამ მასწავლა, ძირითადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. მას ჩემთვის რაიმე სპეციფიკური არ უსწავლებია, მაგრამ მომეწონა კონორსთან მუშაობა. ჩემთვის ახლოა მისი ფილოსოფია - დაუღალავი მუშაობა. ის ამას ყოველ ვარჯიშზე უსვამს ხაზს. ჩემი კარიერის ამ ეტაპზე მისი გამოცდილება და შრომითი ეთიკა შეუფასებელია.

ვიქნები თუ არა კორტზე უფრო შემართული მისი წყალობით? არ ვიცი. ამის დეფიციტი არასოდეს მქონია", - განაცხადა მარიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფოტო-NEWS: მარია შარაპოვამ ფოტოსესიისთვის მოიცალა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ჯიმი კონორსის ბოლო მატჩი
მარია შარაპოვა+ჯიმი კონორსი: პირველი წაგება
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
მარია შარაპოვა და ჯიმი კონორსი გაიყარნენ
მწვრთნელის შეცვლა ხანდახან კარგია
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
მარია შარაპოვა: ჩოგბურთში მეგობარი არ მყავს
აშშ-ის ღია პირველობა: ბალახიდან ჰარდზე გრუნტის გავლით
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...