ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლოკომოტივი ოლიმპზე დაბრუნდა

ლოკომოტივი ოლიმპზე დაბრუნდა

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, თბილისის "ლოკომოტივმა" ნავსი გატეხა, ზედიზედ ცხრა წაგების შემდეგ ქვეყნის უკვე ვიცე-ჩემპიონ "ლელოს" დიდი ფინალი 16:11 მოუგო და ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ ირგუნა.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, თბილისის "ლოკომოტივმა" ნავსი გატეხა, ზედიზედ ცხრა წაგების შემდეგ ქვეყნის უკვე ვიცე-ჩემპიონ "ლელოს" დიდი ფინალი 16:11 მოუგო და ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ ირგუნა.

რკინიგზელებმა საბოლოო ტრიუმფამდე წლეულს საკმაოდ რთული გზა განვლეს. წლის განმავლობაში გუნდს ბევრი მოთამაშე დააკლდა, ზოგმა საფრანგეთს მიაშურა, ზოგიც ტრავმებმა დატანჯა. რკინიგზელებს არც დისკვალიფიცირებულნი აკლდათ. ყველაზე დიდი დანაკლისი კი მთავარი მწვრთნელის თემურ ბენდიაშვილის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია იყო. "ლოკომოტივის" მორაგბეებმა მრავალისმნახველი დამრიგებლის არყოფნა არ დაიტყვეს და, შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონის ტიტული მას მიუძღვნეს.

"ლელო", როგორც სჩვევია, მატჩის დასსწყისიდანვე შეტევაზე გადავიდა. თითქმის 25 წუთი უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ დაცვაში შესანიშნავად მოთამაშე "ლოკომოტივს" ვერაფერი დააკლო.

რკინიგზელები ამ დროის განმავლობაში მეტოქის ნახევარზე ორჯერ გადავიდნენ და ორივეჯერ შედეგიანად. "ლოკომოტივის" მორკინალებმა აქტიური თამაშით ლელოელებს თამაშის წესი დაარღვევინეს. ანგარიში მგეზავმა ბობა კვინიხიძემ მე-9 წუთზე საჯარიმოთი გახსნა. მანვე 24-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიტანა, შუალედში კი "ლელოს" ახალგაზრდა მგეზავის უჩა მჭედლიშვილის ზუსტი საჯარიმო იყო.

24-ე წუთიდან მოყოლებული, "ლოკომოტივმა" თამაში გაათანაბრა და ნელ-ნელა უპირატესობასაც დაეუფლა. ლელოელები შეტევის ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან მაღალი აბრაგანით ცდილობდნენ ბურთის გამოტანას და მოედნის მოგებას, თუმცა ყველა ჯერზე ბურთი "ლოკომოტივის" ფულბეკ გიორგი კობერიძის ნადავლი ხდებოდა, რომელიც კონტრიერიშის წამოწყებას თითქმის ყოველთვის ახერხებდა.

საკუთარი ჩათვლის მოედნის მოსადგომებთან "ლელო" ტაიმის ბოლომდე იდგა. 38-ე წუთზე კი "ლოკომოტივის" ცხრა ნომერმა ირაკლი ღვინჯილიამ გაიბრწყინა. მან ბურთი შეტევის მარცხენა ფრთაზე, ცენტრის ხაზთან მიიღო. ცრუ მოძრაობით ორ მოწინააღმდეგეს ხელიდან დაუსხლტა, ხაზი გაჭრა, ოციოდ მეტრი გაირბინა და მერე მარცხნივ, მოკლე ფრთაზე მიმყოლ გარემარბ დავით ჟამუტაშვილს გადააწოდა. ამას წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. კვინიხიძემ გარდასახა. 13:3-ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ლელო" ბევრს ეცადა 10-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრას, მაგრამ უშედეგოდ. 50-ე წუთზე მჭედლიშვილმა საჯარიმოთი შვიდ ქულამდე შეამცირა სხვაობა, თუმცა კვინიხიძემ ორ წუთში 49 მეტრიდან საჯარიმოთივე უპასუხა - 16:6.

"ლელოს" გამარჯვების იმედი ლექსო გუგავას ლელომ ჩაუსახა. 56-ე წუთზე კვინიხიძის მიერ საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ფეხით გამოტანილი ბურთი "ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ცენტრალურ ხაზთან ახლოს, საკუთარ ნახევარზე დაიჭირა და უმალ მარცხნივ ცხრა ნომერ გიორგი კაჭარავას გადააწოდა, ამან ლოკომოტიველი ვიზავის, ღვინჯილიას მანევრი გაიმეორა, მეტოქის ხაზი გაჭრა, ოციოდ მეტრი გაირბინა და მარცხნივ გადააწოდა გარემარბ ლექსო გუგავას, რომელმაც "ლოკომოტივის" მეორეხაზელ დავით ჩიტიძესთან ჭიდილში ლელომდე მაინც მიაღწია. მჭედლიშვილმა ვერ გარდასახა - 11:16

თამაშის დამთავრებამდე 24-წუთი რჩებოდა, რაც, ცხადია, მატჩის გადასარჩენად სავსებით საკმარისი დროა. 63-ე წუთზე "ლელოს" მგეზავმა მჭედლიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმოს გატანა ვერ შეძლო, არადა თამაშში , გარდატეხის შეტანა სწორედ ამას შეეძლო.

მეტოქის შეცდომებით შესანიშნავად სარგებლობდნენ ლოკომოტიველები, რომლებიც დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით ირჯებოდნენ და შესაშური სათამაშო დისციპლინით გამოირჩეოდნენ. შესაბამისად, ჩემპიონობაც ალალად ირგუნეს.

რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი

ლოკომოტივი-ლელო 16:11

ლოკომოტივი (15-9) კობერიძე, ქავთარაძე, ხუციშვილი, ბერძენიშვილი, ჟამუტაშვილი, კვინიხიძე, ღვინჯილია. (1-8) ელოშვილი, გენებაშვილი, პეტრიაშვილი, ნიშნიანიძე (ახვლედიანი 72), გუჯარაიძე (კორკოტაძე 65), ბერიშვილი, ჩიტიძე (ოზგებაშვილი 60), ზ.მაისურაძე.

ლ: ჟამუტაშვილი. 3სგ: კვინიხიძე

სინბინი: ზ.მაისურაძე

ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჯოგლიძე, კორკელია, ლომინაძე, გუგავა, მჭედლიშვილი, კაჭარავა. (1-9) სანიკიძე, ჭყონია, სუჯაშვილი, აზალაძე, ჯალაღონია (ხორბალაძე 38), კოლელიშვილი (ი.მაისურაძე 41), დ.დაუშვილი, ჭყოიძე.

ლ: გუგავა. 2ს: მჭედლიშვილი

მსაჯი: ფრენკ მასიელო (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო

დიდი 10 | აია 41:21 წიქარა

დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა