13 აგვისტოს სოფიაში ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს პირველობა ჩვენთვის დანავსულად დაიწყო
13 აგვისტოს სოფიაში ჩვენთვის დანავსულად დაიწყო ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს პირველობა "ბერძენ-რომაელთა" შორის - ჯერ იყო და, ამ ნაკრების ერთ-ერთ წევრ ფირუზ წულუკიძეს (66) ვაჰაბიტებთან კავშირის ბრალდებით (ყოველ შემთხვევაში, სააგენტო "გურიანიუსი" ასე იუწყება. იხილეთ ვრცლად) ქვეყნის დატოვების ნება არ მისცეს.

ჩვენს გუნდს თითქოს ეს არ ეყოფოდა და, 13 აგვისტოს ლეიბზე გასული ოთხივე ჩვენებური უსახელოდ გავარდა.

არადა, ზაზა სილაგაძეს "არმიელთა არენაზე" თითქოს ურიგო კვარტეტი არ გაუყვანია - ირაკლი შავაძე (50) ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, ახალგაზრდებში კი წლევანდელი ევროპირველობის ვერცხლისმედალოსანია; ლაშა გობაძე (74) და კუკური კირცხალიაც (96) ასევე ევროპის წლევანდელი პირველობის მესამეპრიზიორები არიან.

თუმცა ვერც ამათ და ვერც ხვიჩა ჭითავამ (60) მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. მეტიც - სანუგეშოშიც მხოლოდ ჭითავა გადავიდა.

ეს ტურნირი და აზერბაიჯანელი რამიზ მამადოვი შავაძეს შავად მოაგონდება - მას ივლისში, ევროპის ჩემპიონატზე მოუგო, ახლა კი მეტოქემ დამაჯერებელი რევანში აუღო.

ეტყობა, ევროპის პრიზიორ მამადოვს მწარედ ახსოვდა ის მარცხი და ახლა განსაკუთრებით მოინდომა - ორი პერიოდის ჯამში 8:0 იმარჯვა. არადა, ჩვენებურმა ჩემპიონატი კარგად დაიწყო, როცა პირველივე შეხვედრაში მასპინძელი ავგუსტინ სპასოვი პირწმინდად დაჩაგრა - პირველ პერიოდში 2 უპასუხო ქულა აართვა, მეორეში - 7.

ჩვენდა სამწუხაროდ, მამადოვი ნახევარფინალში უკრაინელ ალექსანდრ ტრიფონოვთან დამარცხდა და ჩვენებურიც დაემშვიდობა ჩემპიონატს.

ძირითად ბადეში ხვიჩა ჭითავაც მეორე წრეში დამარცხდა, ოღონდ მან თურქთა მომავალ ფინალისტ ბასარ ენესთან წააგო - 0:2; 0:3. მანამდე ჩვენებურმა იოლად ჩამოიცილა გზიდან ჩეხი იაკუბ კორისტა - 8:1 და სანუგეშოშიც თავდაჯერებული გადაერთო - მაკედონიელი კრისტიან პეშკო 7:0-ზე გამოთიშა ტურნირს.

მომდევნო წრეში ძლიერი მეტოქე ელოდა - მასპინძელი რადოსლავ ვასილიევი, რომელიც საბოლოოდ მესამეზე გავიდა. ჭითავამ ეს შეხვედრაც 0:2; 0:3 დათმო და გამოვარდა.

აუხსნელია ლაშა გობაძის მარცხი ყირგიზ სამატ სირდაკოვთან მეორე წრეში - 0:1; 0:4. მანამ ჩვენებურმა ორი პერიოდის ჯამში 5:0 კი დაამარცხა ამერიკელი ჯორდან აარონ სპილერი, მაგრამ სირდაკოვთან მარცხი კაპიტულაციას ნიშნავდა - ის არაა იმ დონის მოჭიდავე, მისგან ფინალში გაღწევაზე გვეოცნება, რაც გობაძეს სანუგეშოში გადასვლის საშუალებას მისცემდა.

სასწაული არც მომხდარა - ყირგიზი მომდევნო შეხვედრაში დამარცხდა და ჩვენებურიც გავარდა.

ამ წონაში სომეხმა კარაპეტ ჩალიანმა გაიმარჯვა - ევროპის წლევანდელ ჩემპიონთაგან ჯერჯერობით მხოლოდ მან და რუსმა მუსა ევლოევმა შეძლეს დუბლის შესრულება. ამასთან, ჩალიანი შარშანდელი მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოსმედალოსანიცაა.

კიდევ უფრო აუხსნელი მარცხი იწვნია კირცხალიამ - ნორვეგიელ ფელიქს ბალდაუფთან პირველივე წრეში. მით უფრო, რომ ჩვენებურმა პირველი პერიოდი მოიგო - 5:3, მაგრამ მეორე 1:8 დათმო და ჯამში 11:6 დამარცხდა. სირდაკოვის არ იყოს, ფავორიტი არც ნორვეგიელი გახლდათ და მომდევნო პაექრობაში ისიც დამარცხდა. ამდენად, სანუგეშოში ვერც კირცხალია გადავიდა.

დღევანდელი დღის იმედით

14 აგვისტოს "არმიელთა არენაზე" დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის ახალგაზრდები იჭიდავებენ და ვინძლო, საჩვენო მედალიც გამოჩნდეს.

მით უფრო, ნიჭიერი ფალავნები დღესაც გვეყოლებიან. ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნიკა ცეცხლაძე (55) პირველ შეხვედრას ყირგიზ ოსკონბაი აბდუპატაევთან გამართავს.

ჭაბუკებში ევროპული ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი შმაგი ბოლქვაძე (66) თავდაპირველად პოლონელ მიშალ კოსლას, მასთან გამარჯვების შემთხვევაში კი სომეხ ტიგრან აბრაჰამიანსა და გერმანელ მარკ-ანტონიო ფონ ტუგინერს შორის უძლიერესს დაეჭიდება.

გუნდის ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს, უფროსებში საქართველოს ჩემპიონსა და ახალგაზრდებში ევროპის კიდევ ერთ წლევანდელ მესამეპრიზიორ რობერტ კობლიაშვილს (84) წილისყრამ პირველ წრეში შვედი არგუნა - კარლ იონას პლატო. გემახსოვრებათ, რომ ჩვენებურმა ივლისში ევროპის პირველობაზე სხვა შვედს - ბერგ ზაკარიასს მოუგო.

მძიმე წონაში სილაგაძემ ამჯერად დაასვენა ევროპირველობის (თუმცა არა მხოლოდ მისი) ტრიუმფით მომგები იაკობ ქაჯაია, სანაცვლოდ კი ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ზურაბ გედეხაური მიჰყავს.

ის პირველ შეხვედრას ამ ასაკში კონტინენტის ჩემპიონთან, გერმანელ კრისტიან ჯონთან გამართავს.

ქალები კაცებს უთანაბრდებიან

სოფიაში ამ ჩემპიონატის დაწყებას წინ ერთი საყურადღებო ამბავი უძღოდა, თუმცა ხმები ამ ცვლილების შესახებ კარგა ხნის წინ დაირხა - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ქალთა და ვაჟთა წონები ერთმანეთს გაუთანაბროს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოლიმპიადის პროგრამაში ვაჟებიდან 14 წონითი კატეგორია შედის - 7-7 თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილიდან, ქალებიდან კი - მხოლოდ 4.

სოკ-ი აპირებს, ვაჟებს თითო წონა მოაკლოს, ანუ 6-6 გახადოს, სანაცვლოდ კი ქალებს ორი დაუმატოს და ისიც 6-მდე გაზარდოს.

ამით სოკ-ი არაფერს აგებს - ოლიმპიადაზე კვლავაც 18 წონითი კატეგორია ექნება სამივე ნაკრებიდან, მაგრამ ფეხს აუწყობს თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნას - ქალთა როლის, ცხოვრების ყველა სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე.

თუმცა ეს სოკ-ის მოთხოვნაა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისადმი, ხოლო რომელ წონებს მოაკლებენ კაცებს, ეს უკვე საკუთრივ ფილა-ს გადასაწყვეტია.

საჭიდაო სამყაროში გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ფილა ორივე სტილიდან 55 კგ წონითი კატეგორიის ამოღებას აპირებს.

ამ საკითხზე საერთაშორისო ფედერაცია 16-17 სექტემბერს ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გასამართ კონგრესზე იმსჯელებს. სწორედ მაშინ გაირკვევა, რომელ წონებს ამოიღებენ რიოს ოლიმპიადიდან.

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. იშვანდ მაჰმუდ ფარშადი (ირანი); 2. ალექსანდრ ტრიფონოვი (უკრაინა); 3. ალექსანდრუ ვასილე ბოტეზი (რუმინეთი), ბენცე იუჰაზცი (უნგრეთი).

60 კგ. 1. კარენ ასლანიანი (სომხეთი); 2. ბასარ ენესი (თურქეთი); 3. რადოსლავ ვასილიევი (ბულგარეთი), ელმან მუხტაროვი (აზერბაიჯანი).

74 კგ. 1. კარაპეტ ჩალიანი (სომხეთი); 2. ანდრეი ანტონიუკი (უკრაინა); 3. ჯეიჰუნ ალიევი (აზერბაიჯანი), ბეკხან ოზდოევი (რუსეთი).

96 კგ. 1. მუსა ევლოევი (რუსეთი); 2. დანიელ გასტლი (ავსტრია); 3. ფათიხ ბასკოუ (თურქეთი), რომას ფრიდრიკასი (ლიტვა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dodi alfaedi
ველოდებით თავისუფლებს, პეტრიაშვილი ჩემპიონ !
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ლომი ისევ ლომობს - ქართველი ახალგაზრდების მორიგი ტრიუმფი მსოფლიოზე [VIDEO]
ჭიდაობა, მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: უცვლელი გუნდით
2 ივლისს ახალგაზრდა მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ
წვერის სკანდალი ჭიდაობაში გრძელდება - ამჯერად აზერბაიჯანში
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
მოჭიდავე ფირუზ წულუკიძეს მუსულმანობის გამო ტერორისტებთან კავშირს აბრალებენ
ისევ ოქროთი დავიწყეთ - გიორგი მელია ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონია
ახალგაზრდების ტრიუმფატორი! ინტერვიუ ზაზა სილაგაძესთან
შმაგი ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე სირცხვილისგან გვიხსნა
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ბიჭი მებრძოლი სულით - ინტერვიუ შმაგი ბოლქვაძესთან
ორი ჯოკერი ნაკრებში - პეტრიაშვილი და ქაჯაია, შეუჩერებელი ტალანტები