ქართველმა დიდოსტატმა მოჭადრაკეთა კავალას საერთაშორისო ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულა
ქართველმა დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა დაუმარცხებლად დაასრულა მოჭადრაკეთა კავალას (საბერძნეთი) საერთაშორისო ტურნირი - ოთხი პარტია მოიგო, ხუთი ყაიმით დაამთავრა, მოაგროვა 6,5 ქულა და მე-6 ადგილი დაიკავა, თან რეიტინგი 13,8 პუნქტით გაიმდიდრა.

13 აგვისტოს ბოლო, მე-9 ტური უშეღავათო პაექრობაში წარიმართა, ლიდერთა 11 პარტიიდან ყველა შედეგიანი გამოდგა.

ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით თურქი დიდოსტატი ბურკა ფირატი დაამარცხა. ერთპიროვნულმა ლიდერმა თამირ ნაბათიმ (ისრაელი) შავებით ალექსანდრ ხარიტონოვთან (რუსეთი) წააგო, ვლადისლავ ნევედნიჩიმ (რუმინეთი) რაჯპარა ანკითს (ინდოეთი) აჯობა, იოანის სტატოპულოსი (საბერძნეთი) - დიმიტრიოს მატსროვასილისი (საბერძნეთი) 0:1, სანტოშ ვიდითი (ინდოეთი) - ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 1:0, იაირამ აშვინი (ინდოეთი) - ათანასიოს მასტროვასილისი (საბერძნეთი) 0:1, დმიტრი სვეტუშკინი (მოლდოვა) - ნიკოლაოს გალოპულოსი (საბერძნეთი) 1:0.

საბოლოოდ 6,5-6,5 ქულით და დამატებითი მაჩვენებლებით პირველი-მეშვიდე ადგილები ასეთი თანმიდევრობით განაწილდა: ნაბათი, ვიდითი, ხარიტონოვი, დ. მასტროვასილისი, ნევედნიჩი, ბაციაშვილი, ა. მასტროვასილისი.

საგულისხმოა, რომ ნინომ ქალებში დაიკავა პირველი ადგილი. 5,5 ქულით მე-2 ადგილი ირინა ბულმაგას ხვდა, 5 ქულით მესამე იყო ელენა ლევუშკინა (გერმანია), ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით ქალებში მეოთხეა ინგა ჭარხალაშვილი, რომელიც ბოლო ტურში კრისტიან კეპკეს (გერმანია) დაუზავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა