ნორვეგიულ ტრომსოში 14 აგვისტოს, მოჭადრაკეთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე, მეორე რაუნდის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა
ნორვეგიულ ტრომსოში 14 აგვისტოს, მოჭადრაკეთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე (საპრიზო ფონდი 1.600.000 დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 120.000 დოლარით დაჯილდოვდება, პირველ წრეში დამარცხებულნი კი 6000-6000 დოლარს მიიღებენ), მეორე რაუნდის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბაადურ ჯობავა შავი ფიგურებით უკრაინელ ანტონ კორობოვს შეხვდა, რომელსაც რეიტინგში მხოლოდ 27 პუნქტით ჩამორჩება.

დებიუტიდანვე უპირატესობას თეთრები დაეუფლნენ და 41-ე სვლაზე გამარჯვებამდე მიიყვანეს იგი.

15 აგვისტოს, განმეორებით კლასიკურ პარტიაში, თეთრებით ჯობავა ითამაშებს და, ცხადია, რევანშისთვის იბრძოლებს.

14 აგვისტოს პირველი პარტიები მოიგეს ჰიკარუ ნაკამურამ (აშშ), ანიშ გირიმ (ჰოლანდია), ლენიერ პერეს დომინგესმა (კუბა), ალექსანდრ გრიშჩუკმა (რუსეთი), რომლებმაც, შესაბამისად, ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი), ლი ჩაო (ჩინეთი), ალექსანდრ ონიშჩუკი (აშშ) და დარიუშ სვირჟი (პოლონეთი) დაამარცხეს. 17 პარტია ყაიმით დასრულდა. 15 აგვისტოს განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში