ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბალარდინი კალაძეს ენდო და არ ინანა

ბალარდინი კალაძეს ენდო და არ ინანა

ქართველი ლეგიონერების ევროპული ტური
შესაძლოა, განვლილი უიქენდი სულაც არ იყოს ქართველ ლეგიონერთათვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ უცხოეთში მოთამაშე ჩვენი ფეხბურთელებისგან ბოლო დროს მაინცდამაინც დიდ საქმეებს არ ვართ ჩვეულნი, ამ უქმეების გამორჩევა მაინც შეიძლება. სხვა რომ არაფერი, ქართული გოლებიც გავიდა, ზოგან კი ჩვენიანები გუნდის ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდნენ (სამწუხაროდ, ზოგანაც სკამზე გადაინაცვლეს). ეს შაბათ-კვირა ხომ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ სლოვენია-საქართველოს მატჩს უძღვოდა წინ.

დავიწყოთ იტალიით, სადაც სერია A-ს ტურს ამჯერად ქართველის გარეშე არ ჩაუვლია. "ჯენოას" ახალმა თავკაცმა დავიდე ბალარდინიმ, რომელმაც თავის სადებიუტო მატჩში კახა კალაძე სათადაიგოთა სკამზე დატოვა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამჯერად ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და ალბათ, არც უნანია - გენუელებმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით "კალიარი" დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში ევროპის ლიგაზე გამსვლელ ზონას მიუახლოვდნენ. თუკი აქამდე "ჯენოა" ხუთი ნომინალური მცველით თამაშობდა, ახლა ოთხი უკანახაზელით გავიდა მოედანზე. კახა მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე გაამწესეს. იმედია, ამ გამარჯვების შემდეგ კალაძეს ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ვიხილავთ ხოლმე. რაც შეეხება იტალიაში მოთამაშე მეორე ქართველს, შეგახსენებთ, რომ ემპოლელი ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია.

გადავინაცვლოთ გერმანიაში, სადაც პარასკევს ალექსანდრე იაშვილმა "აუეს" კარი დალაშქრა. "კარლსრუემ" პირველი ტაიმი მინიმალურად წააგო, მისმა ქართველმა კაპიტანმა კი წონასწორობა 67-ე წუთზე აღადგინა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. იაშვილმა "შპორტალისგან" 3-იანი მიიღო, ასეთი მაღალი შეფასება კი მის მხოლოდ ერთ თანაგუნდელს დაუწერეს. არაა გამორიცხული, საქართველოს ნაკრების ფორვარდი მეორე ბუნდესლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანონ. იაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მეთერთმეტე ბუნდესლიგურ შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა, რაც დაგვეთანხმებით, არცთუ ურიგო შედეგია.

მართალია, მათე ღვინიანიძემ ტრავმა უკვე მოიშუშა, მაგრამ "კოტბუსთან" სტუმრად ჩატარებულ და უგოლო ფრეთი დასრულებულ მატჩში "მიუნხენ 1860"-ის 18-კაციან განაცხადში მაინც არ შეიყვანეს. ვფიქრობთ, ეს საგანგაშო არ უნდა იყოს, რადგან დაშავებამდე მათე "ლომების" ძირითადი ფეხბურთელი იყო და უნდა ვივარაუდოთ, რომ სასტარტო შემადგენლობას ფიზიკური კონდიციების სრულად აღდგენისთანავე დაუბრუნდება.

თუკი იაშვილისთვის სეზონი საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს, მისი გუნდი გათამაშების ცხრილში დღეისთვის სახიფათო ზონაში იმყოფება, მიუნხენელები კი მეშვიდეზე არიან და პირველ ბუნდესლიგაში აღზევების შანსსაც ინარჩუნებენ.

ლევან კობიაშვილის "ჰერტა", რომელიც ამ მომენტისთვის მეორე ბუნდესლიგის მეორე საფეხურზეა, თუ დღეს შინ "ბოხუმთან" მინიმუმ ფრეს ითამაშებს, ლიდერობას დაიბრუნებს, ხოლო თუ გაიმარჯვა, ცხრილს სათავეში კიდევ უფრო დამაჯერებლად მოექცევა.

ერთადერთ პირველბუნდესლიგელ ქართველ ლევან ყენიაზე კი ჯერჯერობით, ახალსა და სასიამოვნოს ვერაფერს გეტყვით.

უაღრესად ნერვული და შინაარსიანი გამოდგა ინგლისის რანგით მეორე ლიგაში გამართული დაპირისპირება "რედინგსა" და "ნორვიჩს" შორის. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მატჩის მსვლელობისას ჯერ 0:2-ს აგებდა, შემდეგ 1:3-ს, მაგრამ თამაშის გადარჩენა მაინც შეძლო. ზურაბ "რედინგის" დაცვაში შეუცვლელად ითამაშა. მართალია, "რედინგი" დღეისთვის მე-9 ადგილზეა, მაგრამ პრემიერლიგაში აღზევების შანსები ნამდვილად არ დაუკარგავს.

გუშინ ლაშა სალუქვაძე და დავით კვირკველია ოფიციალურად გამოეთხოვნენ რუსეთის ჩემპიონის ტიტულს. ოქროს მედლები "ზენიტმა" გაინაღდა, აწ უკვე ექსჩემპიონი "რუბინი" კი გააფთრებით იბრძვის მეორე ადგილისთვის, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მოხვედრას ნიშნავს. რუსული პრემიერლიგის გასულ ტურში ძვირფასი ქულები დაკარგეს ყაზანელებმაც და მათმა კონკურენტმა ცსკა-მაც. მოსკოვში "დინამოს" წინააღმდეგ მატჩს ლაშა სალუქვაძემ სათადარიგოთა სკამიდან უყურა, ხოლო ის ამბავი, რომ დავით კვირკველია კვლავ ვერ მოხვდა "რუბინის" განაცხადში, აღარც გვიკვირს.

მეტად დრამატული გამოდგა ჩრდილოკავკასიური დერბი, რომელიც ამავდროულად, ქართველთა ჭიდილადაც იქცა. თავიდან "ტერეკი" დაწინაურდა, მაგრამ "ანჟი" მალევე მოეგო გონს და გროზნოელებს სამი უპასუხო გოლი გაიტანა. "ტერეკის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა ლევან გვაზავამ, "ანჟის" კარს კი ასევე შეუცვლელად იცავდა ნუკრი რევიშვილი.

ზემოთ ნახსენებ ცსკა-ს ქულები ნალჩიკის "სპარტაკმა" დააკარგვინა და ამაში წვლილი ჩვენებურებმაც შეიტანეს. არმიელები წინ იყვნენ და მიმდინარეობდა მატჩის 88-ე წუთი, როცა შეცვლაზე რვა წუთის შესულმა დავით სირაძემ მეტოქის მცველებს ბურთი "მოპარა" და საგოლე პასი მისცა გოშოკოვს. გოგიტა გოგუა "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლო წუთზე შეცვალეს. მანამდე იგი გააფრთხილეს.

"ლოკომოტივის" სასტარტო თერთმეტეულში ადგილი დაიბრუნა მალხაზ ასათიანმა, მაგრამ თავის გუნდს მორიგი გაუთვალისწინებელი ქულების დაკარგვა ვერ ააცილა. არადა, რკინიგზელებს მატჩი თითქოს დამაჯერებლად მიჰყავდათ სასურველ დასასრულამდე, მაგრამ ბოლოს "სიბირმა" მაინც გაათანაბრა. შედეგად, ნალჩიკელებმა მეხუთე ადგილი შეინარჩუნეს, "ლოკო" კი მეექვსეზე დარჩა.

ვალერი კარპინმა ჯანო ანანიძისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი გაიმეტა. ჭაბუკი ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა და მოსკოვის "სპარტაკმა" მისი დახმარებითაც ვერაფერი გააწყო "კრილია სოვეტოვთან" - შინ 0:0-ს დასჯერდა. ამით "სახალხო გუნდმა" სამეულში და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის მიზერული შანსიც დაკარგა და მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.

უკრაინაზე კი გასახარს ვერაფერს გეტყვით. თუკი აქამდე იქაურ ვიშალიგაში თითოოროლა ქართველი მაინც თამაშობდა ხოლმე, გასულ ტურში მოედანზე ჩვენი ერთი თანამემამულეც კი არ გასულა. თქვენის ნებართვით, უკრაინულ კლუბებში მოთამაშე ქართველებს სათითაოდ აღარ ჩამოვთვლით...

სამაგიეროდ, "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში მყარად მოიკიდა ფეხი გურამ კაშიამ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს ამ გუნდის თამაშში გარკვეული პროგრესი შეინიშნება. ჰოლანდიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ვიტესმა" სტუმრად 5:1 გაანადგურა თავისზე უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი "ვენლო", ქართველმა მცველმა კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

პარასკევს "დიორის" რიგებში მეორე ტაიმიდან გამოჩნდა გიორგი განუგრავა და მატჩის 85ე წუთზე ანგარიშიც გახსნა, მაგრამ ეს გოლი გამარჯვებისა მაინც ვერ გამოდგა. შეხვედრის მიწურულს "ვიდეოტონმა" მაინც გაათანაბრა და "დიორი" მე-11 პოზიციაზე ჩატოვა. ეს ფაქტი კი განუგრავას წარმატებას მაინც ვერ აკნინებს. ბოლო ბოლო, განუგრავასთვის ეს პირველი ოფიციალური გოლია უნგრულ კარიერაში. თეიმურაზ შარაშენიძე "დიორის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რატი ალექსიძე კი განაცხადს მიღმა დარჩა.

უდავოდ ცალკე აღნიშვნას იმსახურებს შოთა არველაძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის "ქაისერის" მორიგი გამარჯვება და თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე დამკვიდრება, თუმცა ამაზე უკვე გიამბეთ.

სენსაციური გამარჯვება მოიპოვა აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა", რომელმაც სტუმრად 1:0 სძლია რუმინული ფეხბურთის ფლაგმან ბუქარესტის "სტიაუას". "გაზ მეთანის" ძირითადში კვლავ ითამაშა აკაკი ხუბუტიამ, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს.

გოლი გაიტანა ვაჟა თარხნიშვილმაც, რომელიც მეტისმეტად სოლიდური საფეხბურთო ასაკის მიუხედავად, მაინც ჩინებულ ფორმაშია. მისმა "შერიფმა" გასვლაზე 3:0 გაანადგურა "ნისტრუ", ტირასპოლელთა კაპიტანმა კი პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში თერთმეტმეტრიანით გახსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!