ერევანში "პრეზიდენტის თასის" გათამაშება ჩოგბურთში დასასრულს უახლოვდება
ერევანში "პრეზიდენტის თასის" გათამაშება ჩოგბურთში დასასრულს უახლოვდება.

შეჯიბრებაში საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ მათგან მეოთხედფინალს მხოლოდ ორმა უწია.

ისევ შეუპოვრად მიიწევს წინ ერევნის წინა ტურნირის გამარჯვებული შოთა მეფარიძე - სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - გურამ თოხაძის შვილიშვილი.

ტურნირის რეიტინგფავორიტმა 15 აგვისტოს მეოთხედფინალში მე-10 ნომრად განთესილი მიხეილ ვოვკანეტი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით - 6:2, 6:2 აჯობა.

მოსალოდნელი იყო, რომ ერევნის კორტებზე ქართული ნახევარფინალი ეხილათ, მით უმეტეს, რომ გიორგი დათაშვილმა მასპინძელ სურენ ბაღდასარიანთან პირველ ხელში 3:6 მარცხის შემდეგ მეორე სეტი მშრალი ანგარიშით მოიგო - 6:0, თუმცა მესამეში 2:6 დანებდა მეტოქეს და მაყურებლებში გადაინაცვლა.

მე-2 ნახევარფინალურ წყვილში მე-4 ნომრად განთესილი იანკელ ზემელი (ისრაელი) და ბოლათ მამირი (ყაზახეთი) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მათ 15 აგვისტოს, შესაბამისად, რუსები - რომან ბლოხინი (0:6, 6:4, 6:4) და ტურნირის მე-2 ნომერი იაროსლავ პროსტაკოვი (6:3, 6:3) დაამარცხეს. გოგონები ნახევარფინალში ასე დაწყვილდნენ: კარინე მარქაროვა-სოფია ესტერმანი, ანა მახორკინა-პოლინა პახომოვა (ოთხივე - რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ჩოგბურთელები: ალექსანდრე მეტრეველი ესენის ტურნირს გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა იზმირის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
ალექსანდრე მეტრეველი: წყვილები ჩვენი სუსტი წერტილია
ალექსანდრე მეტრეველი: ბოლომდე მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით
ქართველი ჩოგბურთელები: მეტრეველი ესენის ტურნირის 1/4-ფინალში უბრძოლველად გავიდა
შოთა მეფარიძე: უიმბლდონზე მოსახვედრად არაფერს დავიშურებ