როტერდამში ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის პირველობაზე 15 აგვისტოს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა
როტერდამში ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის პირველობაზე 15 აგვისტოს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.

შეჯიბრებაში საქართველოს ექვსი წარმომადგენელი ჩაება. მათგან მხოლოდ ორმა გაიმარჯვა: წარმატებით იასპარეზა ფოთელმა დათო ნანავამ (49 კგ), რომელმაც აზერბაიჯანელი მუნასიბ მამამადოვი დაამარცხა და სულ მცირე, ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

ნახევარფინალში იგი ბულგარელ ზდრავკო მიხაილოვს შეხვდება. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, უნგრელი პატრიკ ჰორვატი ჩამოიშორა გზიდან.

ნანავას მხარი აუბა 69 კილოში კონსტანტინე ხვისტანმა: გიდაიათ მუსაევისა (აზერბაიჯანი) და ჰუგო სილვას (პორტუგალია) გზას 15 აგვისტოს ბელორუსი ილის აძინაიეუ გაუყენა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ტამერლან მაგომედოვს (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას. ხვისტანსაც ბრინჯაო განაღდებული აქვს.

64 კილოში პირველ ნომრად იყო განთესილი ჯემალ შალამბერიძე. იგი სტარტზე თავისუფალი იყო, მეორე წრეში ბერნარდ ბარშონი (უნგრეთი) დაამარცხა, მაგრამ 15 აგვისტოს მეოთხედფინალში ალიაქსანდრ ვაშილკასთან (ბელორუსი) წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა.

75 კილოში ირაკლი ქათამაძე კრისტიან ასომო მბილს (საფრანგეთი) ვერ გასცდა, გიორგი ურჯუმელაშვილი ალბონ პერვიზაჯს (გერმანია) დანებდა, დემურ მაჭარაშვილი კი ვიტალი ჰორინთან (ბელორუსი) შეხვედრისას ტრავმის გამო პირველსავე რაუნდში მოხსნეს შეჯიბრებიდან მწვრთნელებმა.

15 აგვისტოს ჰოლანდიაში საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალურ მდივან ვლადიმერ ახალკაცს შევეხმიანეთ.

"სასიამოვნოა, რომ ორმა ქართველმა მოკრივემ ნახევარფინალში გააღწია და სულ მცირე, ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს, თუმცა მათ მეტის მიღწევა შეუძლიათ, თუ არბიტრები გზას არ გადაუღობავენ, როგორც ეს სომეხმა მსაჯმა გაუკეთა შალამბერიძეს, რომელიც, ასევე, მედლის კანდიდატი იყო.

რაც შეეხება მძიმეწონოსან მაჭარაშვილს, მან პირველსავე რაუნდში ბეჭი ამოიგდო და ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. იმედია, ჩვენი ნახევარფინალისტები დღესაც გაგვახარებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bondo
კანდელაკის დროს 60 ატასი იკო კრივსი და დაიჯერეტ ასეტი რამე არ ხდებოდა რომ მსოფლიოზე გუნდი ტავისი გაჰირვებიტ ნასოვნი ტანხიტ ცასულიოკო ეს ასეა იცოდეტ სიმარტლეა
jemo
დააბრუნეტ გიორგი კანდელაკი გადარჰება კარტული კრივი მერტსმუნეტ
yopili mokrive
მე კარგად ვიცი რაც ხდება კრივის ფედერაციაში და მიკვირს სპორტის მინისტრი რატომ არ აკეთებს რეაგირებას. ახალკაცი რა კაციცაა კითხეთ რამაზ ფალიანს და სხვა მოკრივეებს.. დაღუპა კრივი და მხოლოდ იმაზე ფიქრობს ფული როგორ აახიოს მოკრივეებს, რომლებიც კაპიკებს ძლივს შოულობენ ტურნირებზე.. აბა უარი გაუბედოს ვინმემ? კარიერაზე ვეღარც იოცნებებს ისე გააფუჭებს!.. სამწუხაროდ დათოზეც სიმართლეა.. ეგ კაცი წინასაარჩევნოთ ხალხის საცემად ყავდა ნაცებს და უმეტესად სამტრედიაში ამუშავებდნენ.. ბატონმა ყიფიანმა უნდა გაწმინდოს კრივის ფედერაცია თორე სამარცხვინოდ წაგვივა საქმე.. სომხებსაც, აზერებსაც და რუსებსაც უამრავი ჩემპიონი ყავთ და ჩვენ ახალგაზრდული ბრინჯაოც სანატრელი გაგვიხდა
ჯიმა
საშინელი მდგომარეობაა კრივში. სამარცხვინოა ისეთი კადრებია, წარუმატებლობა წარუმატებლობაზეა. ყიფიანი რას ფიქრობს ნეტა? ზონდერი წიკლაური მოუტანს შედეგს გუუნდს? თუ ახალკაცი , რომლის დაინტერესებაც კრივი არ არის. რატომ შლით კომენტარეებს. ყველამ უნდა გაიგოს რაც ხდება.
devi
ვოვა ახალკაცი რომ არ წასულიკო და დათო წიკლაური ეგ ზონდერები,უპრო მეტს მიაგწევდნენ ბიჩები.ვოვა ახალკაცს მეტ სახელად კლოუნს ეზახიან უცხოეთსში.ბიჩებს ულოცავ წარმატებას.
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა