ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დერბი მილანს - ალეგრიმ ნავსი გატეხა

დერბი მილანს - ალეგრიმ ნავსი გატეხა

სერია A: ნამდვილი სპექტაკლი ოლიმპიურ სტადიონზე
ტურის ცენტრალური შეხვედრა „ჯუზეპე მეაცას“ სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს „ინტერი“ და „მილანი“ შეერკინენ. თუმცა, სანამ ამ მართლაც უაღსესად საინტერესო მატჩზე ვიტყოდეთ, მანამდე შაბათს გამართულ პაექრობაზე ვისაუბროთ. მით უმეტეს, ერთმანეთის პირისპირ იტალიური ფეხბურთის ორი გრანდი: „იუვენტუსი“ და „რომა“ წარსდგნენ.

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ სტადიონზე შეკრებილმა 26 ათასმა გულშემარკივარმა შესანიშნავი სანახაობა იხილა. გამომდინარე იქიდან, რომ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, „იუვეს“ ტიფოზები, შესაძლოა, მთლად კმაყოფილნი არ დარჩნენ საყაიმო შედეგით, მაგრამ თამაშის ხარისხი უდავოდ მაღალი იყო. „იუვენტუსიც“ და „რომაც“ აღმავლობის გზას ადგანან და სრულიად ლოგიკურად გვეჩვენება, რომ ოლიმპიურ სტადიონზე ნამდვილი სპექტაკლი დადგეს. შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სათამაშო უპირატესობას ტიურინელები ფლობდნენ. ამას ხაზი იმიტომ გავუსვით, რომ როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ბურთს უფრო მეტად სტუმრები ფლობდნენ.

როგორც ვივარაუდეთ, ლუიჯი დელ ნერიმ ალესანდრო დელ პიერო ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ძირითად შემადგებლობაში კი ფაბიო კვალიარელასა და ვინცენცო იაკვინტასგან შემდგარი ფორვარდთა ტანდემი ვიხილეთ. ამ უკანასკნელმა გახსნა კიდეც ანგარიში და თანაც, ფანტასტიკური დარტყმით. 35-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარცხენა ფრთიდან აკვილანის მიერ გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა და ვარდნაში დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია. გოლი იმდენად ეფექტური გამოვიდა, რომ ვინჩენცომ ზედმეტად ემოციურად აღნიშნა, გულშემატკივრებში შევარდა და კარგა ხანი მათთან ერთად ხარობდა.

რომაელებმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს ანგარიში, რაც მთლიანად ფრანჩესკო ტოტის დამსახურებაა. „ჯალოროსის“ კაპიტნის საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ტურინელთა მცველმა ბურთი ხელით შეაჩერა, რისთვისაც „იუვეს“ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გამოუწერეს. ტოტის თერთმეტმეტრიანი უზადო გამოდგა და 1:1.

მეორე ნახევარში „იუვეს“ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა - გატანა შეეძლოთ ფელიპე მელოს, ალბერტო აკვილანის და რამდენჯერმე ფაბიო კვალიარელას, თუმცა იმ დღეს ფორტუნა რომაელთა მხარეს გახლდათ. კონტრშეტევებზე ააწყვეს თამაში სტუმრებმა, განსაკუთრებით სახიფათო კი ტურინელთათვის ჟერემი მენეზი იყო, რომელიც რამდენჯერმე დაემუქრა მარკო სტორარის კარს. ერთი ეპიზოდია გამორჩევის ღირსი, როდესაც უძლიერესად და უზუსტესად დაარტყა ფრანგმა, მაგრამ ისევ და ისევ სტორარი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.

ნამატჩევს, ლუიჯი დელ ნერიმ შემდეგი განაცხადა: „ბურთის ფლობის მხრივ მეტოქეს ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. კარგად გავიხსენოთ, ჩვენ ხუთი-ექვსი რეალური მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ კი სულ რამდენჯერმე დაარტყა სტორარის კარის მიმართულებით და გოლიც მხოლოდ საეჭვო თერთმეტმეტრიანით გაიტანა. ასე რომ, ჩემი პირადი აზრით, გამარჯვება და სამი ქულა სწორედ „იუვენტუსმა“ დაიმსახურა. ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ თუ ობიექტურად შევხედავთ მოედანზე განვითარებულ მოვლენებს, ნათელია, რომ სამი ქულა ჩვენ გვეკუთვნოდა“.

საინტერესო მატჩი გაიმართა რომის ოლიმპიურ სტადიონზეც, სადაც ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილში მეორე და მესამე ადგილზე მყოფი გუნდები წარსდგნენ. „ლაციომ“ შეწყვიტა წარუმატებელი თამაშებების სერია და საკუთარ კედლებში კერკეტი „ნაპოლი“ დაამარცხა. მატჩი მეტად სანახაობრივი გამოვიდა, უამრავი საგოლე მომენტით და ყველა იმ კომპონენტით, რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი. ვერ ვიტყვით, რომ რომაელებმა დაჩაგრეს მეტოქე, თუმცა უფრო ორგანიზებულად გაისარჯნენ, თითოეულმა „ლაციალემ“ იცოდა რისთვის იყო გასული მოედანზე და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა. სტეფანო მაურის შესანიშნავი, სეზონში მეშვიდე საგოლე გადაცემის შემდეგ, მაურო სარატემ ბრწყინვალედ მიიღო ბურთი მკერდზე და მეტად ეფექტური გოლი გაიტანა. არანაკლებ კარგი გამოვიდა რომაელთა მეორე გოლი - მრავალსვლიანი კომბინაცია სარატეს გონივრული გადაცემით და სერჯო ფლოკარის უზუსტესი დარტყმით დაგვიგვინდა. აი ასე გატეხეს დედაქალაქელებმა მეტოქე დ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

მილანურ დერბიში კი გამარჯვებული „როსონერი“ გამოვიდა. ეს გახლავთ პირველი დიდი გამარჯვება, რომელიც მასიმილიანო ალეგრიმ „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიპოვა. თუმცა, თუ მის მოკრძალებულ წარსულს გავიხსენებთ - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო მისი პირველი დიდი გამარჯვება სამწვრთნელო კარიერაში. აქამდე, მასიმილიანოს დამოძღვილმა „მილანმა“ ყველა დიდი თამაში წააგო, იგივე „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაში და „იუვენტუსთან“ სერია A-ში. ალეგრიმ ფრთხილი სტრატეგია აირჩია, გუნდი მეორე ნომრიდან ათამაშა და ამ გზით გატეხა ნავსი. ბუნებრივია, ამას საწყის წუთებში გატანილმა სწრაფმა გოლმაც შეუწყო ხელი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ალეგრის უპირველესი მიზანი ამ მატჩში არწაგება გახლდათ და შეხვედრის დაწყებამდე ფრეზეც დიდი სიამოვნებით მოაწერდა ხელს. მატჩის შემხედვარე სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თუმცა „მილანმა“ მოიგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა. თუმცა, რა დროს ლიდერობა და სატურნირო ცხრილია, როდესაც „როსონერიმ“ უპირველესი და ყველაზე პრინციპული მეტოქე: „ინტერი“ დაამარცხა. სხვათა შირის, ბოლო ორ სეზონში „ნერაძურიმ“ სამჯერ სძლია თანაქალაქელს და ყველაფერთან ერთად, „მილანს“ რევანში ჰქონდა ასაღები.

ერთადერთი გოლი მთლიანად ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამსახურებაა - მეხუთე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მარკო მატერაცის თამაშის წესები დაარღვევინა. მატჩის არბიტრს ბევრი არ უფიქრია და ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვერა. ბურთთან თავად დაზარალებული მივიდა და დარტყმა უზადოდ შეასრულა, 0:1. ფრთაშესხმულმა „მილანელებმა“ კიდევ 10-15 წუთის განმავლობაში იაქტიურეს და შემდეგ, უკან დაიხიეს. ამასთან, უხეშობას უმატეს, ჯენარო გატუზომ და ინაციო აბატემ კი ყვითელი ბარათები მიიღეს. რინო ზედმეტად ხისტად ირჯებოდა და ნაანტრაქტევს ალეგრიმ ანდრეა პირლოთი ჩაანაცვლა. აბატე ფრთხილობდა, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში ემოციებს აჰყვა, გორან პანდევთან წაკინკლავდა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ინაციოს პროვოცირება მაკედონიელმა ფეხბურთელმა მოახდინა და სწორი იქნებოდა, პანდევიც რომ მიებრძანებინათ მოედნიდან. მოკლედ, არბიტრი შეცდა და ამ შეცდომას შეეძლო მატჩის ბედი მთლიანად შემოეტრიალებინა.

ალეგრიმ რობინიოს ნაცვლად ლუკა ანტონინი ჩართო თამაშში, კლარენს ზეედორფს კი კევინ პრინც ბოატენგი ჩაანაცვლა. მოკლედ, „მილანი“ ყრუ დაცვაზე გადავიდა, თვით იბრაჰიმოვიჩიც კი საკუთარ ნახევარზე ჩავიდა და დაცვას დაეხმარა. „ინტერის“ შეტევები მწვავე იყო, თუმცა „მილანმა“ გაუძლო და უპრინციპულესი გამარჯვება მოიპოვა. გარდა იმისა, რომ დერბი მოიგო, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა და იგივე „ინტერი“, რომელიც მთავარ კონკურენტად უნდა განვიხილოთ, მთელი ექვსი ქულით ჩამოიტოვა. რაფაელ ბენიტესს კი სერიოზული პრობლემები შეექმნება, მისი გუნდი უკვე მეოთხე თამაშია გამარჯვებას ვერ ახერხებს, დერბიში მარცხი კი ტიფოზებისთვის ყველაზე უფრო მტკივნეულია.

ფიორენტინა-ჩეზენა 1:0

ფიორენტინა (4-2-3-1): ბორუცი - კომოტო, კროლდრუპი, გამბერინი, პასკუალი - სანტანა (60. დაგოსტინო), დონადელი - ჩერჩი, მუტუ (41. ლიაჯიჩი), ვარგასი (84. მარკიონი) - ჯილარდინო.

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი - ფონ ბერგენი, ბენალუანე, ლაურო (74. ფატიჩი), ნაგატომო - შელოტო (74. ჩეკარელი), კოლუჩი (81. იგალო), პაროლო - ხიმენესი, ბოგდანი, ჯაკერინი.

გოლი: 1:0 ჯილარდინო (59)

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 5-8; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 8(3)-8(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 26 000

იუვენტუსი-რომა 1:1

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - სორენსენი, ბონუჩი, კიელინი, გროსო (46. ტრაორე) - პეპე, მელო, აკვილანი, მარკიზიო (76. ამაური) - იაკვინტა (54. დელ პიერო), კვალიარელა.

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი (46. როზი), მექსე, ნ. ბურდისო, რიისე - გრეკო, დე როსი, სიმპილისიო (75. ბრიგი) - მენეზი - ტოტი (68. ბორიელო), ვუჩინიჩი.

გოლები: 1:0 იაკვინტა (35), 1:1 ტოტი (45-პენ)

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 6-9; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 9(3)-7(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 25 000

ლაციო-ნაპოლი 2:0

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ბიავა, დიასი, რადუ, ლიხტშტაინერი - ბროკი (39. მათუზალემი), ლედესმა - ერნანესი, სარატე, მაური (74. ბრეშიანო) - ფლოკარი (86. გარიდო).

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - გრავა (63. სოსა), კანავარო, კამპანარო - მაჯო (56. ცუნიგა), იებდა, პაციენცა, ვიტალე - ჰამშიკი (79. დუმიტრუ), ლავეცი - კავანი.

გოლები: 1:0 სარატე (15), 2:0 ფლოკარი (61)

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 5-6; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13(6)-10(1); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 37 000

ბარი-პარმა 0:1

ბარი (4-4-2): ჟილე - ბელმონტე, ა. მაზიელო, როსი, პარიზი (67. რაჯი) - პულცეტი (59. დალესანდრო), დონატი, გაცი, ალვარესი - კაპუტო, ბარეტო (59. ალმიონი).

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, პაჩი, გობი - ვალიანი, მორონე, ჯემაილი - კანდრევა, კრესპო (71. ბოჟინოვი), მარკესი (78. ანჯელო).

გოლი: 0:1 კანდრევა (33).

გაძევება: ა. მაზიელო (75), დონატი (84)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 17-22; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11(4)-7(2); ბურთის ფლობა: .51%-49%

მაყურებელი: 26 000

სამპდორია-კიევო 0:0

სამპდორია (4-4-2): კურჩი - კაჩატორე, გასტალდელო, ლუკინი, ციგლერი - ტისონე (74. პოლი), კომანი (59. პადალინო), დესენა, გუბერტი - პოცი (70. მარილუნგო), პაცინი.

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ანდრეოლი, ფრეი, მანდელი, იოკიჩი - რიგონი, ფერნანდესი, მარკოლინი - ბოლიაჩინო (59. ბენტივოლიო) - თერეუ (73. გრანოჩე), მოსკარდელი (68. დე პაულა).

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 5-7; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8(3)-10(3); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 24 000

ბოლონია-ბრეშა 1:0

ბოლონია (4-3-3): ვივიანო - რუბინი, პორტანოვა, ბრიტოსი, გარიჩი - მუდინგაი, პერესი (74. ხრინი), ეკდალი (69. კაზარინი) - რამირესი (59. ბუშე), ხიმენესი, დი ვაიო.

ბრეშა (4-3-2-1): არკარი - ბერარდი (68. ძამბელი), ძებინა, ვიდალი, დალამანო - ბუდელი, ვასი (59. ბაიოკო), ჰეტემაი - ედერი, დიამანტი - კარაჩოლო.

გოლი: 1:0 დი ვაიო (58).

გაძევება: მუდინგაი (83)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 5(2)-9(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 22 000

კალიარი-ჯენოა 0:1

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ნაინგოლანი (68. ბიონდინი), კონტი, პინარდი (57. ნენე) - კოსუ - მატრი (81. ლანერი), აკვაფრესკა.

ჯენოა (4-3-3): ედუარდო - რაფინია, რანოკია, კალაძე, კრიშიტო - როსი, ველოზო (89. მორეტი), მილანეტო - მესტო (67. ხარჯა), რუდოლფი (46. დაინელი), ტონი.

გოლი: 0:1 რანოკია (84)

გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 7-5; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11(5)-8(4); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 16 000

პალერმო-კატანია 3:1

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, ბოვო, მუნოზი, ბალცარეტი - მილიაჩო, ბასინოვიჩი, ნოჩერინო - ილიჩიჩი (90. კასამი), პასტორე (90. გოიანი) - მიკოლი (59. მაკარონე).

კატანია (4-1-4-1): ანდუხარი - პოტენცა, სილვესტრი, ტერლიცი, მარკეზე - მარტინიო (84. ანტენუჩი) - გომესი (59. რიკიუტი), ბიაჯანტი, მასკარა, დელ ვეკიო (59. ისკო) - მაქსი ლოპესი.

გოლები: 1:0 პასტორე (33), 1:1 ტერლიცი (46), 2:1 პასტორე (47), 3:1 პასტორე (85)

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 15(8)-12(6); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 25 532

უდინეზე-ლეჩე 4:0

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - კოდა, ბენატია, დომიცი (69. ანჯელა) - ისლა, ინლერი, ასამოა, არმერო, სანჩესი - ფლორო ფლორესი (79. აბდი), დი ნატალე (87. ბადუ).

ლეჩე (4-1-4-1): როზატი - გუსტავო, ჯულიატო, რისპოლი, ბრივიო (28. პიატი) - ოლივერა (68. დონატი) - ვივესი, ჯაკომაცი (46. მუნარი), დი მიკელე, მესბაჰი - ჯედა.

გოლები: 1:0 დი ნატალე (10), 2:0 დი ნატალე (24), 3:0 დი ნატალე (40), 4:0 ფლორო ფლორესი (55)

გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 7-7; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16(7)-10(3); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 16 000

ინტერი-მილანი 0:1

ინტერი (4-3-3): კასტელაცი - კორდობა, ლუსიო, მატერაცი (67. ბიაბიანი), კივუ - ძანეტი, ობი (36. კოუტინიო), სტანკოვიჩი - სნეიდერი, მილიტო (46. პანდევი), ეტოო.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა - ფლამინი, ამბროზინი, გატუზო (46. პირლო) - ზეედორფი (73. ბოატენგი) - რობინიო (57. ანტონინი), იბრაჰიმოვიჩი.

გოლი: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (5-პენ)

გაძევება: აბატე (60)

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8(2)-6(1); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 85 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 12 8 2 2 21-11 26

2. ლაციო 12 8 1 3 15-9 25

3. ნაპოლი 12 6 3 3 18-13 21

4. იუვენტუსი 12 5 5 2 23-13 20

5. ინტერი 12 5 5 2 13-7 20

6. რომა 12 5 4 3 15-15 19

7. პალერმო 12 5 2 5 20-17 17

8. უდინეზე 12 5 2 5 13-12 17

9. ჯენოა 12 5 2 5 10-11 17

10. სამპდორია 12 3 7 2 11-9 16

11. კიევო 12 4 4 4 12-11 16

12. ფიორენტინა 12 4 3 5 13-13 15

13. კატანია 12 3 5 4 13-12 14

14. პარმა 12 3 5 4 8-10 14

15. ბოლონია 12 3 5 4 11-15 14

16. ლეჩე 12 3 3 6 8-22 12

17. კალიარი 12 2 5 5 11-11 11

18. ბრეშა 12 3 2 7 10-14 11

19. ჩეზენა 12 3 2 7 8-15 11

20. ბარი 12 2 3 7 9-19 9

ბომბარდირები: 8 - ეტოო (ინტერი), კავანი (ნაპოლი); 7 - დი ვაიო (ბოლონია), პასტორე (პალერმო); იბრაჰიმოვიჩი (მილანი), კვალიარელა (იუვენტუსი), პატო (მილანი)

მომდევნო ტური:

20 ნოემბერი: რომა-უდინეზე, მილანი-ფიორენტინა. 21 ნოემბერი: ჯენოა-იუვენტუსი, ბრეშა-კალიარი, კატანია-ბარი, ჩეზენა-პალერმო, კიევო-ინტერი, ლეჩე-სამპდორია, პარმა-ლაციო, ნაპოლი-ბოლონია.

სერია B. XV ტური

ალბინოლეფე-ჩიტადელა 1:3

გოლები: 1:0 მომენტე (6), 1:1 ბონა (10), 1:2 პიოვაკარი (38-პენ.), 1:3 ვოლპე (89).

კროტონე-ლივორნო 2:1

გოლები: 1:0 რუსოტო (17), 1:1 სურაკო (47), 2:1 კურიალე (80).

ემპოლი-ატალანტა 3:0

გოლები: 1:0 კორალი (7), 2:0 ფოტი (24), 3:0 კორალი (76-პენ.).

მოდენა-ვიჩენვა 2:1

გოლები: 0:1 აბრსუკატო (9), 1:1 კანი (51), 2:1 კანი (67).

პადოვა-ფროზინონე 3:1

გოლები: 1:0 ჯენარო (27), 1:1 ლოდი (51), 2:1 კრესპო (66), 3:1 სუჩი (72).

პიაჩენცა-ნოვარა 1:2

გოლები: 0:1 მარიანი (27), 1:1 გრაფიედი (47), 1:2 ბერტანი (89).

რეჯინა-ტორინო 1:1

გოლები: 1:0 ბონაცოლი (4), 1:1 ბიანკი (13).

ტრიესტინა-პორტოგრუარო 0:0

ვარეზე-სასუოლო 2:1

გოლები: 1:0 ჩელინი (29), 2:0 ტრიპოლი (66), 2:1 ნოზელი (88).

პესკარა-ასკოლი დღეს

სიენა-გროსეტი დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნოვარა 15 10 3 2 30-11 33

2. რეჯინა 15 8 4 3 22-15 28

3. ატალანტა 15 8 3 4 19-13 27

4. ემპოლი 15 5 10 0 18-9 25

5. სიენა 13 7 4 2 19-12 25

6. პადოვა 15 6 6 3 26-17 24

7. ვარეზე 15 5 7 3 16-11 22

8. კროტონე 15 5 7 3 16-14 22

9. ლივორნო 15 5 6 4 22-18 21

10. ტორინო 15 6 3 6 17-18 21

11. პესკარა 14 5 4 5 15-16 19

12. მოდენა 15 4 7 4 15-19 19

13. ვიჩენცა 14 5 1 8 15-21 16

14. ტრიესტინა 15 3 7 5 13-19 16

15. ფროზინონე 15 4 4 7 15-22 16

16. პიაჩენცა 15 3 6 6 19-22 15

17. ჩიტადელა 15 4 3 8 15-23 15

18. ალბინოლეფე 15 4 3 8 15-24 15

19. გროსეტო 14 3 5 6 12-16 14

20. პორტოგრუარო 15 3 5 7 11-20 14

21. სასუოლო 15 3 3 9 16-22 12

22. ასკოლი 14 3 5 6 15-19 11

ასკოლის დაკლებული აქვს 3 ქულა

ბომბარდირები: 14 - სუჩი (პადოვა); 10 - გონსალესი (ნოვარა), ბონაცოლი (რეჯინა), ბერტანი (ნოვარა); 9 - კორალი (ემპოლი); 8 - კაჩა (პიაჩენცა);

ლეგა პრო 1 A

ალესანდრია-სალერნიტანა 3:1, კომო-ბასანო 0:1, კრემონეზე-პაგანეზე 2:0, გუბიო-პავია 1:0, რავენა-ლუმეცანე 2:1, რეჯანა-სპალ 0:2, სუდტიროლი-პერგოკრემა 2:0, სპეცია-მოცა დღეს.

ლეგა პრო 1 B

ანდრია-კოზენცა 1:1, ბენევენტო-კავეზე 1:0, ფოჯა-ტერნანა 4:0, ჯელა-ატლეტიკო 1:2, იუვე სტაბია-ნოჩერინა 2:2, სირაკუზა-პიზა 2:2, ვიარეჯო-ლუკეზე 1:1, ლანჩანო-ტარანტო 0:0, ფოლინო-ბარლეტა გადაიდო.

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა