ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კვირის 1000 წვრილმანი: თავისუფალი დრო

კვირის 1000 წვრილმანი: თავისუფალი დრო

თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში - ეს არ იყო სპეციალისტების გადაწყვეტილება, ეს იყო საზოგადოების, ალბათ, დიდი ნაწილის აზრი და მაშინდელი ხელისუფლების ახირება...
საქართველოს ნაკრებმა ისევ წააგო, ზედიზედ მეოთხედ. ამ ყველაფერში თავისი წილი პასუხისმგებლობა მასმედიასაც ეკისრება.

როცა თემურ ქეცბაია ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, ზოგი ჟურნალისტი ამბობდა, ეს დანიშვნა საზოგადოების, გულშემატკივრის მოთხოვნა არისო.

შესაძლოა, მართლა ასე იყო, ოღონდაც, ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა ფეხბურთის ფედერაციის, სპეციალისტების საქმეა და არა გულშემატკივრების.

ქეცბაია საქართველოს ნაკრებში - ეს არ იყო სპეციალისტების გადაწყვეტილება, ეს იყო საზოგადოების, ალბათ, დიდი ნაწილის აზრი და მაშინდელი ხელისუფლების ახირება...

ჟურნალისტობაც ყველას თავისებურად ესმის საქართველოში. იმან ჩააწოდა, ამან დაარტყა... როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? ცვლილებების დროა - ზოგისთვის მხოლოდ ეს არის ჟურნალისტობა, მე კი მგონია, რომ ჟურნალისტობა დიდი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე და არის რაღაც ფორმები, ხშირად ძალიან მარტივიც კი, რომ საზოგადოებას სიმართლე გააგებინო.

ასეთი ჟურნალისტები განვითარებად ქვეყნებში უმცირესობაში არიან, მათ ხშირად ეჭვის თვალით უყურებენ, ცუდ იარლიყსაც აკრავენ, რადგან კოპებშეკრულ უმრავლესობას ვერ ეგუებიან.

ჩემი წარმოდგენით, უმცირესობაში მყოფი მართლა ჟურნალისტი უნდა იყოს ჯიუტი, მაგრამ მაინც სათნო დოგმატიკოსი, რომელსაც ჰგონია, რომ თემურ ქეცბაიას ნაკრებში გასახდელის კარიც კი ჟანგისფერია.

მწვრთნელს სიმშვიდე სჭირდება, თავის მოსატყუებლად მაინც უნდა ჰქონდეს ის, რასაც სხვები "თავისუფალ დროს" უწოდებენ. ბოლომდე ალბათ ვერავინ გაუგებს მწვრთნელს, მწვრთნელებს ბოლომდე, ვინძლო, ერთმანეთისაც არ ესმით.

ჩემი მიზანი კი მხოლოდ ის არის, რომ სათქმელი ვთქვა რაც შეიძლება ძუნწი საშუალებებით, ოღონდაც, რეკვიზიტებით: ქეცბაია, Go Home!

უკაცრავად ამერიკული ფორმისთვის, მაგრამ ქეცბაიას დამნიშვნელებმა და მხარდამჭერებმა იმდენი სისულელით გამოგვიჭედეს ტვინი, რომ აგრესიული "პიარით" ამერიკული ფორმა რაღაცნაირად დაგვიტოვეს, თითქოს სამახსოვროდ.

და ეს "თავისუფალი დრო" რას უნდა ნიშნავდეს? ალბათ იმას, თინეიჯერები თავისუფალ დროს ქალებზე რომ ფიქრობენ ან ფეხბურთს თამაშობენ მერიის მიერ მოწყობილ ხელოვნურსაფრიან მოედანზე.

ქალებზე კი ალბათ ყველა ფიქრობს, მათ შორის - მოწიფული მამაკაციც. თავისუფალ დროს ქალების კატეგორიებზეც შეიძლება ფიქრი.

არსებობენ ქალები, რომლებიც არც მეძავები არიან და არც მეუღლეები, უბრალოდ, გულკეთილი ქალები არიან, მაგრამ ჰოლივუდში მათზე ფილმებს არ იღებენ. ამერიკაში ფეხბურთიც არ უყვართ ისე, როგორც ბრაზილიაში, არგენტინასა და საქართველოში.

ერთმა გერმანელმა კლასიკოსმა კი ისიც თქვა - ვერაფერი გამიგია ამერიკული მორალის, ჩემი აზრით, ამერიკელები კუდიანივით დაწვავდნენ კოცონზე გულკეთილ ქალს, რომელიც ფულისა და ვნების გამო კი არ ემორჩილება მამაკაცს, არამედ იმიტომ, რომ მამაკაცის ბუნებას თანაუგრძნობსო.

სხვა მიმართულებით გამექცა კალამი და კიდევ ერთხელ უკაცრავად. ეს ჩემი სვეტი ისეთი აბდაუბდა გამოდის, როგორიც საქართველოს ნაკრების შეტევები იყო ყაზახეთთან.

"თავისუფალი დრო" კი მწვრთნელს ყველაზე უფრო ალბათ იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარი წარუმატებლობა დაივიწყოს. 6 სექტემბერს საქართველო საფრანგეთს მასპინძლობს, 10 სექტემბერს კი ქეცბაიას მთავარი თამაში აქვს - ფინეთს უნდა მოუგოს. ამ ორ თამაშს მწვრთნელის ძლიერი ნერვები დასჭირდება.

ქეცბაია, Go Home!

შესაძლოა, ზედმეტიც კი მომივიდა, ვინ იცის, იქნებ ჯგუფში მესამე ადგილსაც გამოვკრათ ხელი, მაგრამ არა, ასეც რომ მოხდეს, მაინც ყველაფერი ნათელია - საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს შემოქმედი მწვრთნელი.

"თავისუფალი დრო" და ნორმალური სოციალური ცხოვრება ყველას სჭირდება, მათ შორის, ჟურნალისტსაც, რომელიც ვერც "ტოტენჰემი"-"დინამოს" მატჩს დაესწრება და ვერც "რაპიდი"-"დილას", არადა, თვალსაწიერის გაზრდა ამ ხელობისთვის აუცილებელია.

ჩემმა ძველმა ნაცნობმა, ახლო წარსულში ძალიან ნიჭიერმა ჟურნალისტმა, "ფეისბუქზე" დიდი სიხარულით დაპოსტა ის ამბავი, რომ ჩრდილოეთ ირლანდიამ რუსეთს 1:0 მოუგო.

ზოგი ასე ერთობა თავისუფალ დროს, სულაც დავიწყებული ჰყავს საქართველოს ნაკრები და გულს რუსების მარხცით იფხანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• 3d

ივო შუშაკი, თუ ცოცხალია ეგ კაცი, ეგ დააბრუნეთ

• 3d

თავის დროზე რომ წასულიყო, აი როცა წაგებების სერია დაიწყო, მაშინ რამოდენიმე წლის მერე ისევ უკან მოვითხოვდით, მაგრამ ეხლა ისე გაიფუჭა კარიერა, და ვერ ხვდება და არ მიდის თან, რატომ? იმიტომ რომ სხვაგან დაეხურა კარები, არსად წასასვლელი აღარ აქვს.

• აჩი

ჩემი აზრით ქეცბაიამ დიდი შეცდომა დაუშვა ნაკრებში რომ მოვიდა რაგან მას კაი მომავალი ჰქონდა საზღვარგარეთ, თუმცა რომ არ მოსწულიყო მერე დავიწყებდით არ იკადრაო და ეგეთები. ასევე დიდ შეცდომას დაუშვებს გეგუჩაძეც და დევდარიანიც თუ მოვა ნაკრებში

• ფეხბურთის ქომაგი

თუ ეს კაცი ასეთი კონტიგენტით შედეგს ვერ აღწევს, მაშინ მითუმეტეს უნდა წავიდეს. რა ვინმე ელოდებით ხვალ ჩვენს ნაკრებში მესის და რონალდოს?

• Dinamo Fan

ამათ სტატიებს რომ ვკითხულობ სირცხვილისგან სად დავიმალო აღარ ვიცი :))))))) რის გაკეთებაც შეიძლებოდა გააკეთა ამ ვაი ფეხბურთელებით ამ კაცმა და მეტი რა ქნას? მოვა ახალი მწვრთნელი და მეტი არ მინდა უკეთესი შედეგი არ დადოს მერე მე მექნება პრეტენზია თქვენთან ბატონო "დავით" :)))))))))))

• კოტე

ქეცბაიამ ამ ნაკრებით რაც შეიძლებოდა გააკეთა, თავისთვის , ფული იშოვნა. კაცი რომელიც აკადემიას თავის ,, სამშობლოში,, ხსნის, ქომაგებს არ ხვდება და რაღაცა სულელურ კომენტარებს აკეთებს და ყოველი თამაშის მერე კვიპროსში გარბის, ასეთი მწვრთნელი ნაკრებს არ გამოოადგება. ყველაფერს აქვს საზღვარი, განსაკუთრებით ჩვენს მოთმინებას...

• Giorgi

ხოო ენა გარგად გაგიტლეკია,კარგათაც გესმის ფეხბურთი, მაურინიო რო მოიკვანო ხო რას ამბობ დაალაგებს ნაკრებს, ქეცბამ რა ქნას როცა გუნდში შემსრულებელი არააა, ჯურნალისტები ერტი ადგილის თამაშში მაგრები ხართ

• murtalo

ქეცბაია მწვრთნელი არაა!...მისი შედარება ჟირესთან, კუპერთან და მით უმეტეს ბოსკამპთან არ შეიძლება...არჩევანი გვაქვს, გეგუჩაძე, დევდარიანი, ცეცაძე.

• beka

ქეცბაია თუ მართლა წავიდა (და ალბათ თვითონვე წავა შესარჩევების დასრულებისთანავე), მის შემცვლელად ამ მომენტში მე მხოლოდ დევდარიანი წარმომიდგენია

• Giorgi

წარმომიდგენია სტატიის ავტორს როგორ ძალიან ეწყინება საქართველოს ნაკრების მესამე ადგილზე გასვლა ამ ჯგუფში :) მიდი თემო, აწყენინე თავართქილაძეს !

• დათო

სპეციალისტები ხომ ნიშნავდნენ უკეთესს, ბოსკამპი,კუპერი,ჟირესი,ამათ აღარ ჯობია ქეცბაია?

• გელა

ვაი თავართქილაძე, ვაი... რა უნდა თქვა, როგორიც ქართული ფეხბურთია ისეთია სპორტული ჟურნალისტიკაც... (ისე თემური უნდა წავიდეს ალბათ)...

ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული

"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ

პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა

"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია