ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი არამასობრიობა, ტურნირების, ლიგებისა და გუნდების კატასტროფული სიმცირეა
ბევრჯერ თქმულა, რომ ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი არამასობრიობა, ტურნირების, ლიგებისა და გუნდების კატასტროფული სიმცირეა.

მაგალითისთვის გეტყვით: ბრაზილიაში 53 ოფიციალური ტურნირი და ლიგაა, ინგლისში - 25, ჰოლანდიაში - 21, იტალიაში - 15, საფრანგეთში - 14 და გუნდების რაოდენობაც შესაბამისად ბევრია.

საქართველოში კი მხოლოდ 6 ოფიციალური ტურნირი და ლიგაა - უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგები, დუბლშემადგენლობების ჩემპიონატი, პლუს ეროვნული თასისა და სუპერთასის გათამაშებები.

ცხადია, აქ ჭაბუკთა და ელიტლიგები არ მიგვითვლია, რადგან ლაპარაკია დიდების ტურნირებზე.

სულ, წლეულს სხვადასხვა ლიგაში 79 გუნდი ითამაშებს: უმაღლეს და დუბლშემადგენლობების ლიგებში - 24 (12-12), პირველში - 28 (14 აღმოსავლეთ ზონაში, 14 - დასავლეთში), მეორეში - 27 (13 აღმოსავლეთ ზონაში, 14 - დასავლეთში). სტუდენტური ლიგის ჩამოყალიბებას აპირებდა პროფლიგის ყოფილი გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი, მაგრამ ხელი არ შეუწყვეს და დაფინანსების სიმწირის გამო, ამ იდეამაც ჩაილურის წყალი დალია.

არ გვაქვს მოყვარულთა ლიგაც, რაც ფეხბურთის მასობრიობისთვის ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია. არადა, უეფა ევროპის რეგიონთა თასის გათამაშებაში სწორედ მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულს, ან ამ ლიგის ნაკრებს ათამაშებს. უკვე მეოთხე წელია, საქართველო ამ გათამაშებას გამოეთიშა.

1990 წლის ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 160 გუნდი არსებობდა. ეროვნული ჩემპიონატის დაარსებამ კი ნამდვილი საფეხბურთო ბუმი გამოიწვია და მას შემდეგ კიდევ ბევრი გუნდი შეიქმნა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ლამის ყველა სოფელს მოყვარულთა გუნდი ჰყავდა.

სამწუხაროდ, შინააშლილობამ ეკონომიკა დააქცია და ფეხბურთით დაინტერესებულ ბიზნესმენთა და კომპანიათა რაოდენობაც კატასტროფულად შემცირდა. შედეგიც ლოგიკურია - გუნდების რაოდენობაც განახევრდა და მივიღეთ რეალობა, როცა საქართველოში პროფესიონალი და, თუნდაც, ნახევრადპროფესიონალი მოთამაშეების რაოდენობა მეტისმეტად მცირეა. ეს კი, თავისთავად, ტალანტების აღმოჩენისა და მათი გაზრდის ალბათობას ამცირებს.

სწორედ ამის გამო იყო, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავი გაგვიხარდა: ვარკეთილში, საფეხბურთო სკოლა "ფორვარდის" ბაზაზე, ამავე სახელწოდების კლუბი ჩამოყალიბდა, რომლის დირექტორია ბიძინა თოდიძე, მთავარი მწვრთნელი კი - დავით მაჩიტიძე.

საფეხბურთო სკოლას თავიდანვე ეხმარებოდა კომპანია "ვარკეთილაირი". ახლა კი გვერდში სამგორის მუნიციპალიტეტი დაუდგა და გადაწყდა, რომ "ფორვარდი", რომელიც აქამდე საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობდა, მეორე ლიგაში ითამაშებს.

"დიდი ხანია, რაც ისეთი კლუბის ჩამოყალიბება გვსურდა, რომელიც ვარკეთილელ გულშემატკივრებს გააერთიანებდა.

უბანს თავისი კლუბი რომ ჰყავს, მერე საფეხბურთო ცხოვრებაც იწყება, ახალგაზრდობა ქუჩიდან ფეხბურთზე გადაინაცვლებს და ვინ იცის, იქნებ, გამორჩეული ფეხბურთელებიც აღმოვაჩინოთ.

ჩვენს უბანში ბევრი ფეხბურთელია, ზოგმა ნაადრევად დაასრულა კარიერა, ზოგიც კლუბში მოხვედრას ელოდა, ნიჭიერი ბავშვებიც მოდიან - "ფორვარდი" სწორედ მათ სამსახურში იქნება და მცირე ნაწილს მაინც მივცემთ თავის გამოჩენის შანსს.

უკვე მესამე წელია, უანგაროდ გვერდში გვიდგას "ვარკეთილაირის" დირექტორი ნუგზარ მღვდელაძე, ბავშვებს ფედერაციაში საწევროს შეტანა, ბურთის და ფორმის შეძენა არ უწევთ. ახლა კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაგვეხმარა, რომელიც სტადიონს გვირემონტებს და ერთობლივი ძალებით მეორე ლიგასაც შევეჭიდებით.

ამ ყველაფრის მიზანია, სპორტით რაც შეიძლება მეტი ბავშვი და ახალგაზრდა დაინტერესდეს და ვარკეთილში ფეხბურთი განვითარდეს", - ამბობს დავით მაჩიტიძე.

ეს პრეცედენტი თბილისის სხვა უბნებისთვისაც გამოდგება მაგალითად. დედაქალაქში ყველაზე დიდი შესაძლებლობებია, მაგრამ გუნდი არც ერთ უბანს არ ჰყავს - დიდუბეს, ჩუღურეთს, ნაძალადევს, გლდანს, მუხიანს, ვაკეს, ვერას, მთაწმინდას, ორთაჭალას, ვაზისუბანს...

მაგალითად, ნაძალადევში, ტრიკოტაჟის სტადიონი ("აკვაპარკის" გვერდით), სადაც ალექსანდრე ჩივაძემ, მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეებმა, გელა კეტაშვილმა, გიორგი ნემსაძემ და კიდევ ბევრმა ცნობილმა მოთამაშემ აიდგა ფეხი, გავერანების პირას არის მისული და რომ არა ენთუზიასტი მწვრთნელები - ჟანი ლეჟავა და დავით სხიერელი, იქ ფეხბურთის ხსენება აღარ იქნებოდა.

არადა, ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი სტადიონია თბილისსა და მთელს საქართველოში, პატარა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში.

არაპროფესიული გუნდების შენახვას დიდი სახსრები არ სჭირდება და თუ ამას თავი მოება, ეს ჩვენს ფეხბურთს დიდ სამსახურს გაუწევს და მოყვარულთა ლიგაც ჩამოყალიბდება, მისი გამარჯვებული (ან ლიგის ნაკრები) კი ევროპის მოყვარულთა რეგიონულ თასზე საქართველოს არყოფნით გაჩენილ ვაკანსიას ხელახლა შეავსებდა.

რაოდენობა ხარისხში სწორედ მასობრიობით გადაიზარდება და შესაძლებელი იქნება, 17-18 წლის ასაკში ახალგაზრდა ფეხბურთელების რაღაც ნაწილი მაინც არ დავკარგოთ - ასეთი პრეცედენტები ხომ საქართველოში მრავლად იყო და არის კიდეც. ამიტომაც არის ერთი რიგითი კლუბის (თუნდაც უბნის) ჩამოყალიბება გამოსარჩევი მოვლენა ჩვენს ფეხბურთში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

valeri
რახდება თოკო ? კარგია 2 ლიგა ბიჩებო
Gio
მაგ ხალხზე და გუნდზე ცუდს ნუ ამბობთ თორე ***
komo
მაგ ხალხზე და გუნდზე ცუდს ნუ ამბობტ ტორე ***
Zura
ძალიან კარგ საქმეს ეყრება საფუძველი კარგი და პატიოსანი ხალხის მიერ,მე როგორც ვიცი ,,ფორვარდი'' ლათინური სიტყვაა და წინსვლას ნიშნავს, ხო და სულ წინ და წინ ევლოს თქვენს წამოწყებას,განვითარება ეპოვოს ქართულ ფეხბურთში და შემდგომ უფრო მაღალი მწვერვალები დაგელაშქროთ,ჩვენ კი ვინც ვერ შევძლებთ ხელი შეუწყოთ ნუ შეუშლით მაინც. (ზოგადად)
giorgii
კარგიტ რააა სირცცხვილია აკ ჩვენ ის უნდა გვახარაებდეს რო ეს ხალხი გუნდს აკეტებს შანსს ა ძლევს ეპხბურტელებს და ვინ რა კაპიკებს იგებს და რას შვრებაა აკ დასაწერი ნამდვილად არ არის
giorgi
გიო ზუსტად იცი რასაც წერ? მაგ შენი კომენტარის გამო ერთი კარგი ლაწანის ღირსი ხარ იმიტომ რომ იტყუები!
tornike
გიო. ეტყობა შენ არ ხარ ინფორმირებული, 100 ლარი მართლა არის მისატანი ერთჯერადა და მხოლოდ იმის გამო რომ მწვრთნელმა ხელფასი აიგოს. და ალბათ შენ იმ გაშვებული ხალხის სიაში ხარ გუნდიდან გაუშვეს მხოლოდ იმის გამო რომ მათი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილეს. მე ამ გუნდში Vტამაშობ და გირჩევ სანამ რამეს დაწერ ინტრიგნულს მანამდე გადამოწმო. თან წერ ადამიანზე ვინც მთელს გულს და სულს დებს ვარჯიშებზე.
gio
imas rato ar wert 100 lari tu ar miitane ise ro ar migigeben gundshii ;)
sandrika
ვა მალადეც, ძალიან კარგი ვიცინობ ამ ხალხს, მშრომელები ერთგულები და რაც მთავარია პატიოსნები არიან აბა თქვენ იცით
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
პარადოქსი - ახალი სეზონისთვის საქართველოში 22 ახალი გუნდი დაფუძნდა!
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
II ლიგა. ცენტრალური ზონა: "მარკ სტარის" აღზევება
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ვლადიმირ ლიუტი დაინიშნა
გელა კეტაშვილი: ბარემ თქვან, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი აღარ აინტერესებთ!..
"რეალ ვარკეთილის" გეგმები - რატომ შეხვდა ერაყელი ბიზნესმენი ლევან კობიაშვილს?
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
ისტორია - როგორ გაეხუმრნენ ქართველ ლეგენდას უკრაინელი თანაგუნდელები
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
27 წლის წინ - პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი [VIDEO]
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საინტერესო ამბავი: ერაყელები ქართულ კლუბს დააფინანსებენ?!
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა