ეროვნული ნაკრების მცველით "ვიტესი", პრემიერლიგის ერთი ინგლისური გუნდი და სამი რუსული კლუბია დაინტერესებული
ეროვნული ნაკრების მცველი მალხაზ ასათიანი მოსკოვის "ლოკომოტივს" დატოვებს. რუსული ვებგვერდების მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციები სწორედ ამაზე მეტყველებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებასთან ერთად ასათიანსა და რკინიგზელთა კლუბს შორის გაფორმებული საკონტრაქტო ვადა იწურება და ქართველი მცველი ავტომატურად თავისუფალი აგენტი ხდება. რა თქმა უნდა, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაც შესაძლებელია, მაგრამ...

რუსული წყაროების მტკიცებით, მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელობა ასათიანთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. "ლოკომოტივის" ვიცე-პრეზიდენტმა იური ბელოუსმა აღნიშნა, რომ ასათიანთან და რომან შიშკინთან კლუბი კონტრაქტს არ გააგრძელებს.

ცნობისათვის: ასათიანი ქუთაისის "ტორპედოდან" 2003 წელს გადავიდა მოსკოვის "ლოკომოტივში" და დღემდე იქ გამოდის. რამდენიმე თვით, 2008-09 წლების სეზონში "ლოკომოტივიდან" კიევის "დინამოში" იყო განათხოვრებული. მალხაზმა რკინიგზელთა გუნდში 123 მატჩი 6 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი "ლოკოში" 20 შეხვედრა ჩაატარა.

როგორც ხედავთ, ზამთრის პაუზისას ასათიანის ტრანსფერს უნდა ველოდეთ. ბუნებრივია, საინტერესოა სად გააგრძელებს კარიერას ეროვნული ნაკრების მცველი. ჩვენი ინფორმაციით, ასათიანით ჰოლანდიური "ვიტესი", პრემიერლიგის ერთი ინგლისური გუნდი და სამი რუსული კლუბია დაინტერესებული.

რუსულ პრემიერლიგაში "ლოკომოტივმა" ნოვოსიბირსკის "სიბირს" უმასპინძლა. რკინიგზელები მინიმალური ანგარიშით იგებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს გოლი მიიღეს და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში ასთიანმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის შემდეგ მალხაზმა "სიბირთან" თამაშზე ილაპარაკა. მოსალოდნელ ტრანსფერზე კი კონკრეტული არაფერი თქვა:

"დასანანია, მეტოქე დავჯაბნეთ, მაგრამ მატჩი ვერ მოვიგეთ. არადა, ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩვენმა უშუალო კონკურენტმა ნალჩიკის "სპარტაკმაც" ფრედ ითამაშა. ნალჩიკელებმა ქულები დაკარგეს და შეგვეძლო მათთვის ცხრილში გაგვესწრო, მაგრამ ეს არ მოხერხდა.

"სიბირთან" უნდა მოგვეგო, თანაც დიდი ანგარიშით. ალბათ გვეგონა, რომ 3 ქულა უკვე ჩიბეში გვედო. მატჩის მიწურულს მოვდუნდით და დავისაჯეთ კიდეც.

ამ ფრის მიუხედავად, გვაქვს შანსი მეხუთე ადგილზე გავიდეთ და ევროპის ლიგაზე საასპარეზო საგზური მოვიპოვოთ. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და ამ მიზნისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ...

წავალ თუ არა "ლოკომოტივიდან? ჯერ ვერაფერს გეტყვით, თვის ბოლოს სეზონი დასრულდება და ყველაფერი გაირკვევა", - აღნიშნა ასათიანმა.

დავით ცაბაძე

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა