"გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში "რომას" 30 წლის ლიდერი არა მარტო მის კარიერას, ზოგადად იტალიურ საკლუბო ფეხბურთს და კალჩოს მთავარ პრობლემას შეეხო...
"გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი დანიელე დე როსის ტრანსფერზე დაეკითხა, სიტყვამ კი უფრო მასშტაბური თემა მოიტანა.

შედეგად, "რომას" 30 წლის ლიდერი არა მარტო მის კარიერას, ზოგადად იტალიურ საკლუბო ფეხბურთს და კალჩოს მთავარ პრობლემას შეეხო...

რომა

"რომა" ჩემი ცხოვრების ნაწილია და მასზე უარის თქმა მეტად რთული საქმეა.

ერთხელ ჩეზარე პრანდელიმ მითხრა, რომ ჩემივე წინსვლისთვის გარემოს გამოცვლა აჯობებდა, თუმცა მასაც კი არ დავუჯერე.

მსურს კარიერა მშობლიურ გუნდში დავასრულო, სადაც დავიწყე თამაში და სადაც დღემდე ვირჯები. არადა, არაერთი შეთავაზება მაქვს როგორც იტალიიდან, ისე უცხოეთიდან. განსაკუთრებით ინგლისური გუნდები აქტიურობენ.

არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე კარიერა სწორედ ალბიონზე გავაგრძელო...

თუ წასვლაა, უცხოეთი...

თუ მაინც გადავწყვიტე "რომადან" წასვლა, კარიერას აუცილებლად უცხოეთში გავაგრძელებ. "რომას" მეტოქედ თავი ვერ წარმომიდგენია და ამას არც დავუშვებ.

დიდია შანსი, არჩევანი პრემიერლიგაზე შევაჩერო, რადგან ინგლისურ სტადიონებზე განსაკუთრებული ატმოსფეროა.

შესაძლოა, კარიერის ბოლო სეზონი ამერიკაში გავატარო, სადაც ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს. შტატებში ბევრი მეგობარი თამაშობს და იქაურ ჩემპიონატს ყველა დადებითად ახასიათებს.

თუმცა, კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ და კიდევ მინიმუმ 4-5 წელი ევროპაში ვაპირებ თამაშს.

იტალიური ფეხბურთი

იტალიური საკლუბო ფეხბურთი 15-20 წლით მაინც ჩამორჩება ინგლისს, ესპანეთს და გერმანიას, მალე კი ალბათ საფრანგეთიც გაგვისწრებს. ნახეთ რა სტადიონებზე გვიწევს თამაში და რამდენი საორგანიზაციო პრობლემაა სერია A-ს მიმდინარეობისას.

პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული საკითხები უნდა მოვაგვაროთ და შემდეგ, დანარჩენზეც შეიძლება ფიქრი. სრულიად ლოგიკურია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზური დავკარგეთ - არადა, სულ ახლო წარსულში, ჩვენი ჩემპიონატი საუკეთესო იყო ევროპის მასშტაბით.

კალჩოს მაღალჩინოსნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ კრიზისი მალე დავძლიოთ და აღმავლობის გზას დავადგეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"რომამ" დანიელე დე როსი გაათავისუფლა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"რომამ" შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს
"მიქაუტაძესთან" სატელეფონო საუბარი მქონდა, თუმცა..."- დე როსიმ ქართველზე ისაუბრა
"ნაპოლიც" ასე მოიქცა და იცით, შემდეგ რა მოხდა?" - დე როსიმ დიბალას არაბეთში ტრანსფერზე ისაუბრა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ანჩელოტი იტალიაში დაბრუნდება? - "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა