ბუტიგეგი: "ხორვატია საქართველოზე ძლიერია, მაგრამ ზაგრებში ქულის აღებას მაინც ვეცდებით"

ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 17 ნოემბერს ჩვენს ჯგუფში ერთადერთი მატჩი გაიმართება, ხორვატია მალტას უმასპინძლებს. ამ თამაშისთვის ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა უკვე გაგაცანით. ამჯერად კი მალტის ნაკრებში გამოძახებულთა სიას გადავავლოთ თვალი. კუნძულელთა გუნდის თავკაცმა ჯონ ბუტიგეგმა ხორვატიასთან ზაგრების მატჩისთვის 19 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ენდრიუ ჰოგი (ვალეტა), ჯასტინ ჰაბერი (ფერენცვაროში, უნგრეთი);

მცველები: ედვარდ ჰერერა (ჰიბერნიანსი), მასიმო გრიმა (ჰამრუნი), ჯონათან ქარუანა (ვალეტა), ჯოზეფ ზარაფა (ბირკირკარა), კარლო მამო (მარსაქლოკი);

ნახევარმცველები: როდერიკ ბრიფა, ჯემიე პეისი, კევინ სამუტი (ყველა ვალეტა), ჯონ ჰატჩინსონი (მარინესი), გარეთ შკიპერასი (მარსაქლოკი), პაულ ფენეჩი, შონ ბაიადა (ორივე ბირკირკარა), რაიან ფენეჩი (ჰამრუნი)

თავდამსხმელები: დანიელ ბოგდანოვიჩი (შეფილდ იუნაიტედი, ინგლისი), ანდრე შემბრი (ფერენცვაროში, უნგრეთი), მიქაელ მიფსუდი (უკლუბოდ), ივან ვუდსი (ფლორიანა).

როგორც ხედავთ, მალტის ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ სამი ლეგიონერია. კუნძულელთა გუნდის თავკაცმა პრესასთან საუბარში თბილისშში ჩატარებული მატჩი გაიხსენა: "თბილისში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მატჩის მიწურულს დასანანი გოლი გავუშვით. ხორვატია საქართველოზე ძლიერი გუნდია, მაგრამ წლის ბოლო მატჩი გვაქვს და არ უნდა წავაგოთ. ბედნიერი ვიქნები თუ ხორვატების წინააღმდეგ ჩემი გუნდი ისევე ითამაშებს, როგორც თბილისში. ძალიან გვინდა ზაგრებში ქულა მაინც ავიღოთ".

ლატვია - ჩინეთს, საბერძნეთი ავსტრიას გაეჯიბრება

17 ნოემბერს ჩვენი ჯგუფის სხვა მეტოქეებიც ჩაატარებენ ამხანაგურ მატჩებს. ლატვია ჩინეთს სტუმრად გაეჯიბრება. ოთხშაბათს საბერძნეთის ნაკრებს ავსტრიის ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩში ვენაში უმასპინძლებს. ბერძნების პორტუგალიელმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტოშმა შემადგენლობა უკვე დაასახელა. ავსტრიასთან საკონტროლო მატჩს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად გამოიყენებს. 22-კაციან სიაში არაერთი ახალი მოთამაშეა.

მეკარეები: ალექსანდროს ცორვასი (პანათინაიკოსი), დიმიტრიოს კონსტანტინოპულოსი (კერკირა);

მცველები: ვარგელის მორასი (ბოლონია, იტალია), სოკრატის პაპასტატოპულოსი (მილანი, იტალია), ვასილის ტოროსიდისი, აბრამ პაპადოპულოსი (ორივე ოლიმპიაკოსი), ლუკას ვინტრა, ნიკოს სპიროპულოსი (ორივე პანათინაიკოსი), დიმიტრის სიოვასი (პანიონიოსი), გეორგიოს ცაველასი (აინტრახტი ფ. გერმანია),

ნახევარმცველები: გეორგიოს ფოტაკისი (პაოკ-ი), პანაგიოტის კონე (ბრეშა, იტალია), გეორგიოს კარაგუნისი, კოსტას კაცურანისი (ორივე პანათინაიკოსი), გრიგორის მაკოსი, პანტელის კაფესი (ორივე აეკ-ი), იოანის პაპადოპულოსი, იოანის ფეტფაციდისი (ორივე ოლიმპიაკოსი),

თავდამსხმელები: დიმიტრის სალპინგიდისი (პაოკ-ი), გეორგიოს სამარასი (სელტიკი, შოტლანდია), ლაზაროს ხრისტოდულოპულოსი (პანათინაიკოსი), გეორგიოს გეორგიადისი (პანსერაიკოსი).

ისრაელის ნაკრები ისლანდიას უმასპინძლებს

ისრაელის ნაკრები კი 17 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრაში ისლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ებრაელთა ფრანგმა თავკაცმა ლუის ფერნანდესმა ჩრდილოელებთან მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა უკვე შეაჯერა. მის სიაშიც არაერთი ახალი სახეა.

მეკარეები: დუდუ ავატე (მალიორკა, ესპანეთი), დავიდ გორეში (ჰაპოელი აკრე);

მცველები: დენი ბონდარი (ჰაპოელი თ-ა), იუვალ შპუნგინი (ომონია, კვიპროსი), მერცი თ. კოული (აშდოდი), რამი გერშონი (კორტრეიკი, ბელგია), ორელ დგანი (მაქაბი ნეთანია);

ნახევარმცველები: გალ ალბერმანი (მაქაბი თ-ა), ალმოგ კოჰენი (ნიურნბერგი, გერმანია), ბიბრას ნათხო (რუბინი, რუსეთი), გილ ვერმუთი (ჰაპოელ თ-ა), ლიორ რაფაელოვი (მაქაბი ჰ.), ერან ზაჰავი (ჰაპოელი თ-ა), კობი დაიანი (მაქაბი ნეთანია);

თავდამსხმელები: ომერ დამარი (მაქაბი პ-თ), ბენ საჰარი (ჰაპოელი თ-ა), ელიანივ ბარდა (გენკი, ბელგია), ელროი კოჰენი (ჰაპოელი ირონი), მაორ ბუზაგლო (მაქაბი თ-ა), დუდუ ბიტონი (ჰაპოელი პ-თ);

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა