სოფიაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა სოფიაში დასრულებულ თანატოლთა მსოფლიოს პირველობაში - თითო ოქრო-ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

მოლოდინისამებრ, ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (120) გახდა, ვერცხლი დავით ბუზიაშვილმა (66) მოიპოვა, ბექა ბუჯიაშვილი (55) და შოთა ფარტენაძე (60) კი მესამეზე გავიდნენ. გუნდურ ჩათვლაში გიორგი გოგშელიძის გუნდი მეოთხე აღმოჩნდა.

ამ ტურნირმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა უკვე მარტივად ქცეული ჭეშმარიტება - პეტრიაშვილს ახალგაზრდულ ტურნირებში არაფერი ესაქმება, იმდენად დიდი უპირატესობით იგებს ყველა შეჯიბრებას.

ნუგზარ სხირელის აღზრდილი ტალანტი ბოლო ხანებში თანატოლებში ყველგან იმარჯვებს, ყველას ამარცხებს, თუმცა პირველხარისხოვანი ტურნირი სულ სხვა დატვირთვის მატარებელია, ვიდრე - საერთაშორისო შეჯიბრება.

მით უფრო, მსოფლიოს პირველობა ბევრად ძლიერია თუნდაც ევროპისაზე. ამიტომ ამ ტურნირისადმი რაღაც ინტრიგა მაინც არსებობდა - გამოუჩნდებოდა თუ არა წაუქცეველ ქართველს ღირსეული მეტოქე ირანიდან, აშშ-იდან, აზიისა თუ სხვა კონტინენტების წამყვანი ქვეყნებიდან.

ამ ჩემპიონატმა ისევ დაგვარწმუნა, რომ პეტრიაშვილს ბადალი არ ჰყავს - სოფიაში გენომ 5 შეხვედრა ჩაატარა და ყველა კვლავაც წმინდად მოიგო. ქულათა საერთო შეფარდება კი ისევ ფანტასტიკურია - 44:6!

იხილეთ ვიდეო

პეტრიაშვილმა ჩვეულ სტილში, ტექნიკური და ლამაზი ჭიდაობით დაახვია თავბრუ მეტოქეებს - გერმანელ ილია ლიტვინოვს 11:2 მოუგო, ტუნისელი სლიმ ტრაბელსი 7:0 დაამარცხა, კანადელ სუნ დინსას 8:0 აჯობა, რუს გიორგი გოგაევს - 11:4, ფინალში კი ირანელი ფარზანეჰ აბდოლაჰ გომი ავილი 7:0 დაამარცხა. ამათგან, გოგაევის გარდა, ყველას პირველივე პერიოდში მოუთავა ხელი.

მას ოდნავი წინააღმდეგობაც ვერავინ გაუწია. კაცი რომ ფინალს 1,53 წუთში მოიგებს, სალაპარაკოც აღარაფერია.

ერთი სიტყვით, პეტრიაშვილის მისამართით ქების მეტი არაფერი გვეთქმის. ვგონებთ, მეტოქეები მასთან შეხვედრამდე მარცხს წინასწარ ეგუებიან, მწვრთნელთა მთავარი საზრუნავი კი ამ ნიჭიერი მოჭიდავის უფროსთა ტურნირებისთვის სათანადოდ მომზადება და იმ ხარვეზების გამოსწორება უნდა იყოს, რაც ჯერ კიდევ რჩება ბარიერად წონის ლიდერებთან დაპირისპირებაში.

ხაშურელი დავით ბუზიაშვილი წლეულს ევროპის მესამეპრიზიორი გახდა, ახლა კი მწვრთნელ გია კვინიკაძეს კიდევ ერთხელ დაუფასა ამაგი.

პირველი შეხვედრა მან ნაცნობ ფალავანთან ჩაატარა - გერმანელ კევინ კრისტოფერ ჰენკელთან, ვისაც ევროპის პირველობაზე ბრინჯაოსთვის პაექრობა მოუგო. ოღონდ მაშინ თუ დიდი ბრძოლა გადახდა - 9:8 მოუგო, ამჯერად იოლად, წმინდად დაამარცხა - 7:0.

ასევე უპრობლემოდ დაჯაბნა უკრაინელი ვადიმ დუხო, იაპონელი ნაბუიოში ტაკოჯიმა და ირანელი რეიმან მორთეზა იარამადი, ფინალი კი თურქ სელაჰატინ კილიცსალაიანთან 0:7 დათმო.

აღსანიშნავია, რომ თურქმა წლეულს დუბლი შეასრულა, ჩვენ კი ამ წონაში შარშანაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გვყავდა - კონსტანტინე ხაბალაშვილი.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გოგშელიძეს ბუჯიაშვილზე სწყდებოდა გული და მის უმედლოდ დარჩენას მსაჯებს აბრალებდა.

ახლა მისი მოლოდინიც ასრულდა და ბუჯიაშვილი პრიზიორი გახდა. ალბანელ ველი სუსურისთან წმინდად - 8:0, მოლდოველ იგორ ჩიჩიოისთან კი ქულებით (7:0) მოგების შემდეგ ის რუს ისლამ მუსუკაევთან 0:7 დამარცხდა, სანუგეშოში კი ორი შეხვედრა მოიგო დამაჯერებლად - თურქ ნები უზუნთან და ბულგარელ გეორგ ვანგელოვთან.

ევროპის პირველობის დარად, ფარტენაძე ახლაც აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვთან დამარცხდა, ოღონდ მეტოქე მაშინ თუ მესამეზე გავიდა, ახლა ჩემპიონი გახდა. არადა, მანამდე ჩვენებური ურიგოდ არ მიდიოდა - ერთი პაექრობა წმინდად მოიგო, მეორეში ქულებით იმარჯვა, დამამშვიდებელში კი ისევ ორ შეხვედრაში იმარჯვა.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ნიკა ტატუაშვილმა (50) და ლევან გოგრიჭიანმა (84) თითო ბრძოლა მოიგეს, ლაშა გიგაშვილი (74) და გიორგი კაკაურიძე (96) კი პირველივე წრიდან გამოვარდნენ.

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. ზაურ უგუევი (რუსეთი); 2. სულეიმან ათლი (თურქეთი); 3. იერნურ კაბატაევი (ყაზახეთი), ზეიტი მეჰმედ ფერაიმი (ბულგარეთი); 11. ნიკა ტატუაშვილი (საქართველო).

55 კგ. 1. ფიროუზ იუნეს სარმასტიდიზაჯი (ირანი); 2. ისმაილ მუსუკაევი (რუსეთი); 3. ბექა ბუჯიაშვილი (საქართველო); არტაკ ჰოვანესიანი (სომხეთი).

60 კგ. 1. ახმედნაბი გვარზატილოვი (აზერბაიჯანი); 2. ნომინ ბატბოლდი (მონღოლეთი); 3. შოთა ფარტენაძე (საქართველო); ჰამლეტ რამონოვი (რუსეთი).

66 კგ. 1. სელაჰატინ კილიცსალაიანი (თურქეთი); 2. დავით ბუზიაშვილი (საქართველო); 3. რეიმან მორთეზა იარამადი (ირანი); ჰაჯიმურად ომაროვი (აზერბაიჯანი).

74 კგ. 1. ალან ზასეევი (რუსეთი); 2. დავიდ ალექსანდერ დირინგერი (აშშ); 3. ბახტიარ ისრაფილი (აზერბაიჯანი); მოსტაფა გიასი (ირანი).

84 კგ. 1. ვლადისლავ ვალიევი (რუსეთი); 2. ოპირ აბრაჰამ ბერნშტაინი (ისრაელი); 3. ვლადიმირ რემელი (გერმანია); მაგომედ აბდულხალიკოვი (აზერბაიჯანი).

96 კგ. 1. კილ შნაიდერი (აშშ); 2. ვიქტორ ყაზიშვილი (სომხეთი); 3. იუსუპ მალაჩმაგომედოვი (რუსეთი); სტიუარტ კადიანი (ინდოეთი).

120 კგ. 1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო); 2. ფარზანეჰ აბდოლაჰ გომი ავილი (ირანი); 3. ალი მაგომედდაბიროვი (აზერბაიჯანი); სუნ დინსა (კანადა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა
ოფიციალურად - კაზემირო "ინტერ მაიამიში" მესისთან ერთად ითამაშებს
ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი დაასახელა
რომერო მალე "ტოტენჰემს" დატოვებს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა, გალარდო გახდეს
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
კარგი გარჯა დაუფასდა - ესპანელები დე ლა ფუენტეს კონტრაქტს გაუხანგლძრივებენ
ირაოლამ დაადასტურა - “ლივერპულის” ახალმა მწვრთნელმა გუნდში მეკარეებზე ისაუბრა
“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - “ბაიერნის” ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
შეთანხმება ვერ ხერხედება - სლოტს ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობა მხოლოდ 2 წლით უნდა
მოლაპარაკებები ბერძნულ გრანდთან - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" ისევ არ დარჩება
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
"მოჭიდავეს წაგება არ უნდა აშინებდეს, მის გარეშე მოგება არ მოდის"
მსოფლიოს საკლუბო თასი: ელიზბარ ოდიკაძე საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
"...გენო პეტრიაშვილი ღმერთის საჩუქარია მთელი საქართველოსთვის"
ირაკლი მწითურმა ვერცხლის, ნიკა კენჭაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ბექა ბუჯიაშვილი ფინალში გავიდა
ჭიდაობა. გერმანული ბუნდესლიგა: ქართველები აქაც იგებენ
დოპინგ-სკანდალი: ზოიძეს ოქროს აძლევენ, მელიას ვერცხლს ართმევენ
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
პეტრიაშვილი ფინალში აკგულთან დამარცხდა [VIDEO]
მსოფლიო რეიტინგი: ლადო ხონჩეგაშვილი ახალ წონაშიც ლიდერია
ბექა ბუჯიაშვილმა ბულგარეთის ტურნირზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]
გამყრელიძე ფინალში გავიდა, ფარტენაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ჭიდაობა. ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილის დაგეგმილი ოქრო
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
"ჩემპიონი" მსოფლიოს საკლუბო თასზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
U23. ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი - ჩემპიონი ზედიზედ მეორედ! [VIDEO]
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
მსოფლიოს საკლუბო თასზე "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილი დაიკავა
გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა [VIDEO]
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია