ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური: "ბარსამ" შესანიშნავი სტარტი აიღო, "რეალს" გაუჭირდა [VIDEO]

ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური: "ბარსამ" შესანიშნავი სტარტი აიღო, "რეალს" გაუჭირდა [VIDEO]

კატალონიურმა გრანდმა "ლევანტეს" შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა
ესპანეთის ჩემპიონატი ძალიან საინტერესო მატჩებით დაიწყო და აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის პირველ ტურში ბევრი მწვრთნელის დებიუტი შედგა - ზოგი წარმატებული იყო, ზოგიც წარუმატებელი...

ბასკების დღე

პრიმერა დივიზიონის 83-ე გათამაშება შაბათს, "რეალ სოსიედადისა" და "ხეტაფეს" მატჩით დაიწყო. ბასკებს რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის თამაში ("ლიონთან") ელით და ამის გამო გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იაგობა არასატემ ძირითად შემადგენლობაში ჩაბი პრიეტო და ანტუან გრიზმანი არ დააყენა. მიუხედავად ამისა, ბასკებმა მადრიდელებს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოუგეს.

ჩემპიონატის პირველი გოლი 41-ე წუთზე კარლოს ველამ გაიტანა, მეორე ნახევარში კი თავი გამოიჩინა დებიუტანტმა ჰარის სეფეროვიჩმა. 21 წლის შვეიცარიელმა, რომელიც "სოსიედადმა" "ფიორენტინადან" შეიძინა, იმავე ველას პასი გამოიყენა და პრიმერაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მოიგო მეორე ბასკურმა გუნდმაც - ბილბაოს "ატლეტიკმა" "ვალიადოლიდი" დაამარცხა. "ატლეტიკის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ბენიატ ეჩებარიას და "ბეტისის" ყოფილმა ნახევარმცველმა თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა. ანგარიში სწორედ ბენიატის გადაცემის და სუსაეტას დარტყმის შემდეგ გაიხსნა, თუმცა მასპინძლებმა წონასწორობა საკმაოდ მალე, სამ წუთში აღადგინეს - გოლის ავტორი "ვალიადოლიდის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი პატრიკ ებერტი გახდა.

მასპინძლებს ცუდად არ უთამაშიათ. მეორე ტაიმშიც უპირატესობას "ვალიადოლიდი" ფლობდა, მაგრამ გოლი ბასკებმა გაიტანეს - იკერ მუნიაინმა შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა და ერნესტო ვალვერდეს წარმატებული დებიუტი მოუწყო.

ვალენსიამ გაჭირვებით მოიგო

სეზონის დაწყების წინ "მალაგაში" ბევრი ცვლილება მოხდა. გუნდიდან ხოაკინი, მანუელ იტურა, ისკო, ჟერემი ტულალანი, მარტინ დემიკელისი, ხავიერ სავიოლა და ჟულიო ბაპტიშტა წავიდნენ. ორმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა დატოვა "ვალენსია" - რობერტო სოლდადო "ტოტენჰემში" გადავიდა, ტინო კოსტა კი მოსკოვის "სპარტაკში".

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, წყვილის აშკარა ფავორიტი "ვალენსია" იყო. მიროსლავ ჯუკიჩმა მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღო და შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეული (ხავი ფუეგო, მიჩელი) და ახალგაზრდა (ბერნატი, კარტაბია, ვიერა) ფეხბურთელი დააყენა.

შეხვედრა ძალიან მოსაწყენი გამოდგა. მთელი მატჩის განმავლობაში გუნდებმა თითოჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით. აქედან რიკარდო კოშტას გასროლა ზუსტი აღმოჩნდა და რა გასაკვირია, რომ მატჩში მეტი გოლი არც გასულა.

საბოლოოდ, გადახალისებულმა "ვალენსიამ" თითქმის მთლიანად შეცვლილ და აშკარად დასუსტებულ "მალაგას" 1:0 მოუგო. მიროსლავ ჯუკიჩის დებიუტი წარმატებული გამოდგა, ბერნდ შუსტერს კი ამ კონტინგენტით ძალიან გაუჭირდება.

შესანიშნავი შვიდეული

კიდევ ერთი წარმატებული დებიუტი შედგა ბარსელონაში - ხერარდო "ტატა" მარტინოს პირველი მატჩი "ლევანტეს" განადგურებით დასრულდა.

"ბარსელონამ" მეტოქეს პირველ ტაიმში 6 გოლი გაუტანა, მეორე ნახევარში კი კატალონიური გუნდი მხოლოდ ერთი ბურთით დაკმაყოფილდა. დუბლი შეასრულა ლეო მესიმ, სესკ ფაბრეგასმა კი თავი სამი საგოლე პასით გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იყო ნეიმარი, რომელიც მარტინომ მეორე ტაიმში გამოიყვანა, მაგრამ ბრაზილიელმა მხოლოდ ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა.

მესის მსგავსად, ორი გოლი გაიტანა პედრომაც, ხოლო ყველაზე ლამაზი ალექსის სანჩესის ბურთი იყო - კატალონიელებმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს და ანგარიშიც ჩილელის შედეგიანი დარტყმით გახსნეს.

2004 წლიდან მოყოლებული, ეს ამ გუნდების მე-7 შეხვედრა იყო "კამპ ნოუზე" და "ბარსამ" ვალენსიელები მეშვიდედ დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო

კარლოს მძიმე დებიუტი

კარლო ანჩელოტის პირველი თამაში არ გამოდგა ისეთი, როგორსაც იტალიელი ისურვებდა - "პაპა კარლომ" ბოლო წუთებამდე ინერვიულა, მხსნელად კი მას და მადრიდის "რეალს" ახალწვეული ისკო მოევლინა, რომელმაც ჯერ საგოლე პასი გააკეთა, შეხვედრის ბოლო წუთებზე კი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ანგარიში სევილიელებმა გახსნეს - ხორხე მოლინამ სტუმრები მე-14 წუთზე დააწინაურა, თუმცა რამდენიმე წუთში, ისკოს აქტიურობის შედეგად, თავი ქარიმ ბენზემამ გამოიჩინა.

ამის მერე უპირატესობას "რეალი" კი ფლობდა, თუმცა გადამწყვეტი გოლის გატანა მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო წუთებზე შეძლეს - მარსელოს პასით ისკომ იხეირა და "სამეფო კლუბში" დებიუტი გოლით აღნიშნა.

საინტერესოა, რომ ანჩელოტიმ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა იკერ კასილიასი, რომელსაც დიეგო ლოპესი ამჯობინა.

ცვლილებაზე გამოვიდა ანხელ დი მარიაც, ვისაც "რეალიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებენ, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ მადრიდში სათამაშოდ გარეთ ბეილი გადავა.

იხილეთ ვიდეო

ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური

სოსიედადი-ხეტაფე 2:0

გოლები: 1:0 ველა (41), 2:0 სეფეროვიჩი (70)

სოსიედადი (4-3-2-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ელუსტონდო (82. გასტანიაგა), რუბენ პარდო (71. ხავი როსი), სურუტუსა (67. ჩაბი პრიეტო) - ჩორი კასტრო, ველა - სეფეროვიჩი

ხეტაფე(4-3-2-1): მოია - ვალერა, რაფა, ალექსისი, ს. ესკუდერო - მიჩელი (75. მოსკერა), ლასენი, პაბლო სარაბია (61. ლაფიტა) - პედრო ლეონი (65. მიკუ), დიეგო კასტრო - კოლუნგა

გაფრთხილება: ხავი როსი - ს. ესკუდერო

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-6; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15-12 (7-2); ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 24 466

ვალიადოლიდი-ატლეტიკი 1:2

გოლები:0:1 სუსაეტა (28), 1:1 ებერტი (31), 1:2 მუნიაინი (50)

ვალიადოლიდი(4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, ხესუს რუედა, მარკ ვალიენტე, პენია (85. ბერგდიხი) - ალვარო რუბიო, სასტრე - ებერტი, ოსკარი (76. ოსორიო ბოტელიო), ო. რამოსი (59. რამა) - ხავი გერა

ატლეტიკი(4-3-2-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ეკისა (37. ლაპორტი), ბალენსიაგა - იტურასპე, ანდერ ერერა (86. ერიკ მორანი), ბენიატი - სუსაეტა (85. დე მარკოსი), მუნიაინი - კიკე სოლა

გაფრთხილება:ებერტი - .

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 7-12 (2-4); ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 15 015

ვალენსია-მალაგა 1:0

გოლი: 1:0 რიკარდო კოშტა (64)

ვალენსია(4-3-2-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, რამი, რიკარდო კოშტა, ხუან ბერნატი - ხავი ფუეგო, მიჩელი, ბანეგა (86. კანალესი) - ვიერა (79. გუარდადო), კარტაბია (67. ფეგული) - ელდერ პოშტიგა

მალაგა(4-4-1-1): ვილი კაბალიერო - ხესუს გამესი, ჩენი, ანხელერი, ანტუნეში - პ. მორალესი (70. სამუელი), დარდერი (81. სება ფერნანდესი), ტისონე, დუდა (ბ. ანდერსონი) - ოლინგა - სანტა კრუსი

გაფრთხილება: მიჩელი, ჟოაო პერეირა, რიკარდო კოშტა - პ. მორალესი, ჩენი, ანტუნეში, დარდერი, ოლინგა

კუთხური: 9-6; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 10-9 (1-1); ბურთის ფლობა: 63%-37%

მაყურებელი: 34 500

ბარსელონა-ლევანტე 7:0

გოლები:1:0 ა. სანჩესი (3), 2:0 მესი (12), 3:0 დანი ალვეში (23), 4:0 პედრო (26), 5:0 მესი (42-პენ), 6:0 ჩავი (45), 7:0 პედრო (73)

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი - ა. სანჩესი (64. ნეიმარი), მესი (71. ინიესტა), პედრო (76. ტელიო)

ლევანტე (4-4-1-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, დ. ნავარო, ე. როდასი, ხუანფრანი - ჩუმეტრა, სიმაო (46. პალიარდო), სერჟიო პინტუ (46. ელ ადუა), რუბენ გარსია - ელ ჟარი (64. ივანშიტცი) - ბარალი

გაფრთხილება: ნეიმარი - ელ ადუა, ე. როდასი, ჩუმეტრა

კუთხური: 9-3; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 24-4 (15-1); ბურთის ფლობა: 76%-24%

მაყურებელი: 73 812

რეალი-ბეტისი 2:1

გოლები: 0:1 ხორხე მოლინა (14), 1:1 ბენზემა (26), 2:1 ისკო (86)

რეალი (4-3-2-1): დიეგო ალვეში - დანი კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა (55. კაზემირო), ისკო, მოდრიჩი - იოზილი (69. დი მარია), კრიშტიანო რონალდო - ბენზემა (81. მორატა)

ბეტისი (4-3-2-1): ანდერსენი - ხავი ჩიკა, პერკისი, პაულაო, ნაჩო - ხავიერ მატილია, იგიებორი, ვერდუ (79. ბრაიან როდრიგესი) - სედრიკ მაბვატი (62. ხუან კარლოსი), ხუანფრანი (69. ვადილიო) - ხორხე მოლინა

გაფრთხილება: მოდრიჩი - ხავიერ მატილია, ხავი ჩიკა

კუთხური: 5-7; ჯარიმა: 11-19; თამაშგარე: 9-0; კარში დარტყმა: 19-10 (10-6); ბურთის ფლობა: 62%-38%

მაყურებელი: 76 870

ოსასუნა-გრანადა 1:2

გოლები: 0:1 ელ-არაბი (38), 0:2 იებდა (45), 1:2 პუნიალი (57)

ოსასუნა (4-3-2-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, არიბასი, ლოტიე, ორიოლი - ლოე (46. ოიერი), პუნიალი, ე. არმენტეროსი - დე ლას კუევასი, სეხუდო (46. სისი) - ა. ნუნიესი (66. ორიოლ რიერა)

გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მურილიო, ანგულო - იტურა, იებდა, პიტი (88. ფრან რიკო) - ბრაჰიმი (86. ფატაუ), დანი ბენიტესი (78. ალვარო გარსია) - ელ-არაბი

გამოუყენებელი პენალტი: პიტი (65. გრანადა)

გაფრთხილება: ლოე - იებდა, პიტი, რობერტო, ნიომი

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 13-14 (5-5); ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 15 000

სევილია-ატლეტიკო 1:3

გოლები: 0:1 დიეგო კოშტა (35), 1:1 პეროტი (37), 1:2 დიეგო კოშტა (79), 1:3 კ. როდრიგესი (90)

სევილია (4-2-3-1): ბეტუ - კოკე, ფასიო, პარეხა (46. კონდოგბია), ა. მორენო - რაკიტიჩი, იბორა (63. პუერტო) - მარინი, ვიტოლო, პეროტი - ბაკა (73. გამეირო)

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, ჟოაო მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (81. კ. როდრიგესი), გაბი, მარიო სუარესი, არდა თურანი (59. ოლივერ ტორესი) - ვილია (70. ლეო ბაპტიშტაო), დიეგო კოშტა

გაფრთხილება: პეროტი, კონდოგბია, კოკე, მარინი, ვიტოლო - არდა თურანი, გაბი, ჟოაო მირანდა, ოლივერ ტორესი

კუთხური: 1-9; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 14-16 (5-6); ბურთის ფლობა: 63%-37%

მაყურებელი: 45 000

19 აგვისტო

რაიო ვალეკანო-ელჩე 22:00

ალმერია-ვილიარეალი 00:00

სელტა-ესპანიოლი 00:00

მომდევნო ტური

23 აგვისტო:

ხეტაფე-ალმერია, ატლეტიკო-ოსასუნა

24 აგვისტო:

ელჩე-სოსიედადი, ესპანიოლი-ვალენსია, ვილიარელი-ვალიადოლიდი

25 აგვისტო:

ატლეტიკო-რაიო ვალეკანო, ლევანტე-სევილია, მალაგა-ბარსელონა, ბეტისი-სელტა

26 აგვისტო:

გრანადა-რეალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა

[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"

ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი

[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა

"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა

El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა

პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა

"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა

Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა

მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა

"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა