დიდი ხანია, ასეთი საინტერესო საკალათბურთო ჩემპიონატი არ გვქონია
განვმეორდებით: დიდი ხანია, ასეთი საინტერესო საკალათბურთო ჩემპიონატი საქართველოში არ ჩატარებულა. შეიძლება ვინმემ გადაჭარბებაში დაგვდოს ბრალი, რადგან ჯერ მხოლოდ სამი ტურია ჩავლილი, მაგრამ ნამდვილად არაფერს ვაბუქებთ. თავად განსაჯეთ:

ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად ვიხილეთ სამმაგი დუბლი, რომლის ავტორი "არმიის" ლიდერი კოტე ტუღუში გახდა.

ერთი კვირის წინანდელი რეკორდი მოხსნა ლაშა ფარღალავამ - 33 ქულა ჩააგდო, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მისმა "სოხუმმა" წლევანდელ სეზონში უძლეველ "ენერჯის" მოუგო.

თუ წინა წლებში ერთი გუნდი რამდენიმე თვის განმავლობაში უძლეველის სტატუსს ინარჩუნებდა, ამჯერად ნოემბრის შუაში ყველა კლუბმა მოასწრო წაგება (სუპერლიგასა და დუდუ დადიანის მემორიალზე).

ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ტურის საუკეთესო კალათბურთელობა ორ მოთამაშეს შორის გაგვეყო - კოტე ტუღუშსა და ლაშა ფარღალავას შორის.

ტუღუშის სამმაგი: 24-14-10

გასულ სეზონში კლუბების ნახევარი უხელფასოდ თამაშობდა, ფავორიტებისთვის მათი ძლევა ზედმეტ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა, ამიტომ მწვრთნელები ლიდერებს ზედმეტად არ ტვირთავდნენ, სერიოზული მატჩებისთვის ასვენებდნენ. წამყვანი კალათბურთელებისთვისაც ძნელი იყო ყველა მატჩისთვის სათანადო კონცენტრაციის შენარჩუნება.

წლეულს სხვაგვარი სიტუაციაა: ამოსუნთქვის საშუალება არავის აქვს. მაგალითად: "არმიამ" მეორე ტურში "ქუთაისთან" ითამაშა (წააგო), მესამეში ახალგაზრდულ, მაგრამ ანგარიშგასაწევ სტუ-ს გაეჯიბრა, ხოლო მეოთხე ტურში "ენერჯის" მძლეველ "სოხუმს" უნდა ეთამაშოს. სათანადო მობილიზება გუნდის ლიდერებსაც ეტყობათ: ანატოლი ბოისამ სტუ-სთან კარიერის რეკორდი დაამყარა, 5 დაფარება მიითვალა, ბაბიაშვილმა და უგრეხელიძემ ორმაგი დუბლები გაიფორმეს, ხოლო კოტე ტუღუშმა სამმაგი დუბლი შეასრულა: 24 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი.

არმიელებმა საბოლოოდ დიდი სხვაობით კი მოიგეს, მაგრამ სამი პერიოდის განმავლობაში მათ არაფერს უთმობდნენ სტუდენტები, რომელთა რიგებში ბერუაშვილი (23 ქულა) და ჩიკვილაძე (25 ქულა) გამოირჩეოდნენ.

სტუ-არმია 87:101

21:24, 17:36, 14:20, 35:21

სტუ: ანთაძე (12ქ, 3პ), ჭოხონელიძე (2ქ), ვ. ბერუაშვილი (23ქ, 7მ, 7პ, 4ჩ), ჩიკვილაძე (25ქ, 8მ, 3პ, 4ჩ), ლომოური (16ქ, 4პ, 3ჩ), გასიტაშვილი, მაჩალაძე, თევზაძე, კობიძე (6ქ, 5მ, 2დ), ჯანგველაძე (3ქ).

არმია: ბაქრაძე (2ქ, 3პ, 4ჩ), ბაბიაშვილი (17ქ, 11მ), ბოისა (11ქ, 8მ, 6პ, 5დ), ტუღუში (24ქ, 14მ, 10პ, 3ჩ), უგრეხელიძე (16ქ, 9მ), პირველაშვილი (7ქ), ათანელიშვილი (3ქ), მოსეშვილი (1ქ), დევიძე (2ქ), საყვარელიძე.

მსაჯები: დ. არეშიძე, მ. ანდღულაძე

კომისარი: თ. ქიქოძე

ფარღალავას 33

პირველ ტურში დამყარებული ქულათა რეკორდი მეორე ტურში მიხეილ ფანჩულიძემ გააუმჯობესა (32 ქულა), ეს მაჩვენებელი კი შაბათს ლაშა ფარღალავამ შეცვალა- 33 ქულა მოაგროვა. იგი "სოხუმს" "ენერჯისთან" მატჩში კარგად გაუძღვა. თუ სხვა მატჩებში ლაშას შეცდომებიც უხვად ჰქონდა, შაბათს მხოლოდ 3 შეცდომა დაუშვა, გუნდისთვის სახეირო კი ბევრი გააკეთა. მხოლოდ მთავარზე მოგახსენებთ: მეოთხე პერიოდს "სოხუმი" 6-ქულიანი უპირატესობით შეხვდა და რამდენჯერაც რუსთაველები მეტოქეს ოდნავ მიუახლოვდნენ, ფარღალავამ იმდენჯერ სამქულიანი ჩააგდო. მან მეოთხე რაუნდის დასაწყისში ორი შორეული სამქულიანი გამოიყენა. მეორე სამიანის შემდეგ სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა (67:56). არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ ლაშამ ბოლო წუთებზე ორი მნიშვნელოვანი ჩაჭრა მიითვალა და მეტოქეები აიძულა, ტექნიკური შენიშვნა მიეღოთ. ძმებმა დამუსებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს თავის ოსტატობაში. მართალია, ისინი ზეტექნიკურები არ გახლავან, მაგრამ გულიანი თამაშით არავისზე ნაკლებები არიან. მაიკლ მაკრეირმა "სოხუმის" მაისურით მეორედ ითამაშა. ფიზიკურად კარგადაა მომზადებული, თუმცა ჯერ გუნდთან სათანადოდ არაა შეთამაშებული, და ფორმაშიც არ არის. ამიტომ ზოგჯერ სროლებისგან თავს იკავებდა.

- ოპტიმალურ კონდიციებამდე ბევრი გვიკლია. ამერიკელებსაც სჭირდებათ აკლიმატიზაცია. მერწმუნეთ, ნელ-ნელა კიდევ უფრო მოვუმატებთ, - განაცხადა ნამატჩევს ფარღალავამ.

რუსთაველებს კი უკანა ხაზში ცეკვავა და წივწივაძე გაუძღვნენ, რომლებმაც ბოლო წუთებზე სამქულიანები ჩააგდეს. ხოლო სტუმართა ფარქვეშეთს ჟულივეტ ტუჯანი ამაგრებდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა, 10 მოხსნა.

სოხუმი-ენერჯი 77:67

26:11, 13:23, 17:16, 21:17

სოხუმი: ფარღალავა (33ქ, 11მ, 4პ, 6ჩ), კვეტენაძე (2ქ), სორდია (4ქ, 6მ, 7პ), მაკრეირი (6ქ, 6მ, 3პ), რ. დამუსი (14ქ, 9მ, 2დ), კანკია, შანიძე (11ქ), კ. დამუსი (7ქ, 8მ, 3დ).

ენერჯი: მაჭავარიანი (5ქ), ცეკვავა (12ქ, 8მ, 5პ), წივწივაძე (19ქ, 8მ), აბაიშვილი (2ქ), არწივიძე (3ქ), ხმელიძე (4ქ), ტუჯანი (10ქ, 10მ, 2დ), ლამუ (15ქ, 6მ, 2დ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე

კომისარი: მ. რატიშვილი

გადამწყვეტი საჯარიმოები

სტუდენტური დერბი "სამედიცინოსა" და თსუ-ს მონაწილეობით დუდუ დადიანის მემორიალზეც გაიმართა. მაშინ ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვეს, თუმცა შაბათს 2 ქულის მოპოვება გაუჭირდათ. მათ მიხეილ ჭოჭუას წინამძღოლობით დიდ წინააღმდეგობას უწევდა "სამედიცინო". შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ბედი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. გადამწყვეტ მომენტში თსუ-ელებმა სამქულიანები მეტი სიზუსტით ისროლეს და სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვეს.

სამედიცინო-თსუ 76:81

20:19, 18:20, 23:22, 15:20

სამედიცინო: გულისაბედაშვილი (11ქ, 5მ), ჩაჩიბაია (4ქ, 3პ), ს. ლეჟავა (2ქ), თავართქილაძე (6ქ, 5პ), ბექაური (10ქ, 5მ, 2დ), ნინიაშვილი (8ქ, 6მ), კეიდია (6ქ), ჭოჭუა (27ქ, 8მ), როდუმტა (2).

თსუ: ხიზანიშვილი (6ქ), ფანჩულიძე (6ქ), გაფრინდაშვილი (2ქ, 8პ, 5მ), მარხვაშვილი (12ქ, 3ჩ), კოხრეიძე (2ქ), ლონდარიძე (12ქ, 8მ), კორკოტაძე (23ქ), მათიაშვილი (16ქ, 13მ, 4პ), ყველაშვილი (2ქ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

კომისარი: მ. რატიშვილი

აგრარების მეორე

"აგრარულის" კალათბურთელები "დინამოსთან" მატჩის დასაწყისს მეტად მობილიზებულები შეხვდნენ, 15 წუთის შემდეგ 15 ქულით იგებდნენ. არ ჩანდა გზა, რითაც დინამოელები თამაშს შემოატრიალებდნენ. შეიძლება ეს `აგრარულის~ კალათბურთელებმაც იგრძნეს და ოდნავ მოეშვნენ. ამით ისარგებლა `დინამომ~, თამაში დაალაგა და ნელ-ნელა სხვაობა შეამცირა. სირენამდე 25 წამით ადრე დინამოელები 2 ქულით აგებდნენ, ისინი ბევრს ეცადნენ, მაგრამ გიორგი ნანიტაშვილის ზუსტი საჯარიმოების წყალობით მაინც "აგრარულმა" გაიმარჯვა - 68:63.

დინამო-აგრარული 63:68

10:20, 19:18, 16:13, 18:17

დინამო: ივანეიშვილი (16ქ, 5მ), ეძგვერაძე (1ქ, 5პ), პატარაია (9ქ, 3ჩ), თვაური (2ქ), გლუნჩაძე (1ქ), ალხანაიძე (6ქ, 6მ), თავამაიშვილი (15ქ, 16მ, 3ჩ, 2დ), ჩაველაშვილი, გულდედავა (2ქ), კუჭავა (11ქ, 6მ).

აგრარული: ტეტელაშვილი (2ქ, 4პ, 6მ), ბააკაშვილი, ნანიტაშვილი (14ქ), სიგუა (2ქ, 3ჩ), ჩაჩანიძე (21ქ), ხანიაშვილი (16ქ, 8მ), ჯავახიშვილი (5ქ, 8მ), მუმლაძე (8ქ, 15მ), გემაზაშვილი.

მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე

კომისარი: რ. ხომერიკი

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. შსს 3 3 0 284-208 6

2. თსუ 3 3 0 274-245 6

3. სოხუმი 3 2 1 255-236 5

4. აგრარული 3 2 1 206-205 5

5. ენერჯი 3 2 1 235-235 5

6. დინამო 3 1 2 193-252 4

7. არმია 2 1 1 179-169 3

8. ქუთაისი 2 1 1 154-155 3

9. სამედიცინო 3 0 3 204-228 3

10. სტუ 3 0 3 249-291 3

11. ბათუმი 2 0 2 134-143 2

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა