ვლადიკავკაზის "ალანიაში" ამ ზაფხულს გადასულმა ქართველმა ფორვარდმა "როტორთან" თავი გატანილი გოლით გამოიჩინა
ვლადიკავკაზის "ალანიაში" ამ ზაფხულს გადასულმა ოთარ მარცვალაძემ ახალი კლუბის მაისურით ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი მიითვალა.

რუსეთის პირველი ლიგის მეცხრე ტურში, ვოლგოგრადის "როტორთან" გამართულ შეხვედრაში, ქართველმა ფორვარდმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

საბოლოოდ, მატჩი "ალანიამ" ანგარიშით 2:1 მოიგო, მარცვალაძეს კი დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა - მეკარეს ბურთი ოსტატურად კი გადაუგდო თავზე, მაგრამ სტუმართა მცველმა მისი ხაზიდან გამოტანა შეძლო.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ ოთარმა კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა.

- როგორი გამოდგა ეს თამაში შენთვის და რას იტყვი ვლადიკავკაზელ გულშემატკივარზე?

- ვულოცავ გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი.

რაც შეეხება თამაშს, რაც მთავარია, მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.

საერთოდ, საშინაო შეხვედრებში დაძაბულობა და სირთულეები მეტია ხოლმე და გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო. მიუხედავად ამისა, გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და გამარჯვებაც სრულებით დაიმსახურა.

საგოლე მომენტები მრავლად გვქონდა და შეგვეძლო, გამარჯვებულის საკითხი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაგვეწყვიტა; პლუს, ერთ ეპიზოდში არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნაც შეეძლო.

- საკუთარ თამაშს როგორ აფასებ?

- ჯერჯერობით მიჭირს მატჩის სრულად ჩატარება, რადგან სათანადო კონდიციებამდე კიდევ მიკლია. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბევრი თამაში გამიცდა.

შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩემი შესაძლებლობების 70% გამოვავლინე.

- ამ სეზონში რამდენი გოლის გატანას აპირებ? გაქვს დასახული ბომბარდირული გეგმა?

- ამ სეზონში ჩემი გეგმა რუსეთის პირველ ლიგაში "ალანიას" გამარჯვება და პრემიერლიგაში გადასვლაა.

გოლები კი ჩემთვის არცთუ მნიშვნელოვანია. მზად ვარ, ისინი მსხვერპლად გუნდის გამარჯვებებს შევწირო.

ასევე იხილეთ:

ვაკო ყაზაიშვილის გოლი-მშვენება და ოთარ მარცვალაძის "პარაშუტი" [VIDEO]

bibo
მარცვალაძე და მერებასვილი რო გორის დილას ყავდეს ხო წარმოგიდგენიათ რა გუნდი გვეყოლება სასწაული და მერე მართლა წინ წავალთ ჯგუფურ ეტაპზეც. დილააააააა
Giorgi
მარცვალა გენცვალე ჯიგარში!! პირი არ გაიპარსა სანამ ბობარდირი არ გახდა!
Giorgi
ხორვატიასთან ვინ ივაჟკაცა?! ბურთი ვინ "ჩამოხსნა", კაცი ვინ მოატყუა და კობიაშვილს ვინ გაუგორა?! აა, აღარ თამაშობს პრემიერ-ლიგაში და "აღარ"? მარცვალაძე ნაკრებშიი!!!! საცოდაობაა ამ კაცის ასე დავიწყება და შეუფასებლობა, უმაგრესი ფეხბურთელია!!! და პიროვნება რაც მთავარია, სულით და გულით ქართველია! თამაში ვინც იცის ის უნდა გამოიძახო და ათამაშო!!!!
შაკო
მარცვალაძე და მერებაშვილი სანაკრებო დონის ფეხბურთელები არიან თემუუუუუუუურ! გამოიღვიძე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გორის "დილა": გორელიშვილი რუსეთში წავიდა, შეიძლება ხოჯავა დაბრუნდეს
ვინ მოდის "რუსთავში" - გაიცანით ვლადიმერ გაზაევი
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ოთარ მარცვალაძის და გოჩა ხოჯავას "ალანია", სავარაუდოდ, 12 იანვარს დაიშლება
გიორგი დემეტრაძე: ჯობს შენ გცემდნენ, ვიდრე ამ საშინელებას გვერდიდან უყურებდე
"ალანიას" დამფინანსებელი არ ჩანს - მარცვალაძეს და ხოჯავას 7 თვეა ხელფასი არ აუღიათ
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ოთარ მარცვალაძე: ვლადიკავკაზში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ...