რაც "დილა"-"დინამოს" თამაშზე მსაჯებმა გააკეთეს, ამის ვიდეოს ახლა ყველა ატრიალებს სოციალურ ქსელში თუ ნაირგვარ საიტზე
საქართველოშიც ყოფილა იმის პრეცედენტი, რომ მსაჯი დაუსჯიათ; ისეც მომხდარა, რომ ეს დასჯილი მსაჯი რამდენიმე ტურის მერე იმ გუნდის თამაშის არბიტრად დაუნიშნავთ, რომლის სასარგებლოდ მანამდეც განზრახ თუ უნებლიეთ უსტვენდა და დაუსჯიათ.

სანამ 25-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყებოდა, ერთხელაც გამოვთქვი ეჭვი, მსაჯებზე ისევ გავლენ-მეთქი, ანუ მოხდებოდა ის, რაც აქამდეც მომხდარა...

მეორე ტურში "დილა"-"დინამო" იყო და რაც ამ თამაშზე მსაჯებმა გააკეთეს, ამის ვიდეოს ახლა ყველა ატრიალებს სოციალურ ქსელში თუ ნაირგვარ საიტზე.

იხილეთ ვიდეო

ჩემპიონატის დაწყებამდე ეს ეჭვიც გამოვთქვი - არსებობს შუამავალი, რომელიც აგვარებს ყველაფერს დამკვეთ კლუბსა და დაკვეთის შემსრულებელ მსაჯებს შორის-მეთქი, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციიდან (ვისაც უშუალოდ ეხება ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზება) ჩემთვის არავის უთქვამს - თუ ასეთი შუამავლის ვინაობა იცი, იქნებ გვითხრაო...

ალბათ, ფედერაციაში ისედაც კარგად იციან ყველაფერი, მაგრამ ვერ ამტკიცებენ ასეთი სინდიკატის არსებობას.

მართლაც ძნელი დასამტკიცებელია, ის, რაც "დილა"-"დინამოზე" მოხდა, მსაჯის შეცდომები იყო თუ სხვა რამ. ასე ხომ არ გამოდის: მერე რა, რომ ცენტრალური თამაშია; მერე რა, რომ პირდაპირი რეპორტაჟია; მერე რა, რომ მთელი საქართველო გვიყურებს, ჩვენ მაინც იმას გავაკეთებთ, რაც ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია - გამორიცხავთ ამას?

ფედერაცია რაღაც ზომებს, ალბათ, მიიღებს, მაგრამ მხოლოდ მსაჯების მიმართ გამოწერილი საჯარიმო სანქციები საქმეს ვერ უშველის, თუ დამკვეთიც (თუ ასეთი მართლა არსებობს) არ დაისჯება.

დამკვეთის დასჯა კი ძალიან გაუჭირდება ფეხბურთის ფედერაციას, თუმცა ისიც საკითხავია, გააჩნია კი ასეთი სურვილი?

ასეთ დროს ფედერაციაზე დიდი ძალა კლუბების სოლიდარობას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენთან ამის ტრადიცია ძლიერი არ არის. არადა, სოლიდარული პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ციხე შიგნიდან თუ გატყდა, ხომ კარგი, მაგრამ მოხდება კი ასე? მე თუ მკითხავთ, რაც "დილა"-"დინამოზე" მოხდა, ეროვნული ჩემპიონატის ყველა კლუბისთვის უნდა იყოს საყურადღებო, ამაზე თვალის დახუჭვა კი ალბათ იმას ნიშნავს, რომ ჩემი კლუბიც "გადიოდა" მსაჯზე და ხმის ამოღების უფლება არ მაქვს.

ვნახოთ, იქნებ ფეხბურთის ფედერაციამ მაინც მოახერხოს რამე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რომან ფიფია: საქართველოში მსაჯობის შეფასებისას ხშირად ემოცია ჭარბობს

გიორგი დევდარიანი: ასე გვინდა ევროპა? ვაი, ჩვენს პატრონს!

დილა-დინამო (თბ) 1:1 - ეჭვებით დაღდასმული [VIDEO]

gulshematkivari
დაუშვათ მასე ჩაწყობით გახდა დინამო ჩტმპიონი. მერე რაა?თუ ტრაკი გაქვთ ბოლომდე ჩააწყვეთ და უეფას თასი აიგეთ.ვაი თქვენს პატრონს უბედურს რა გეშველებათთქვე ცოდვის შვილებო,მეზიზგებით.
giorgi
დავამატებდი,რატომ უკადრისობენ ქართველი ფეხბურთელები,როცა ეუხეშებიან, ამას უნდა მივეჩვიოთ და სამაგიეროს გადახდას კი არა უფრო აქტიური თამაშისთვის უნდა განეწყვნენ, ვინ დათვალა რამდენჯერ აქცევემ მესსის,169სმ,ადამიანს თითო თამაშზე,ყველა წაქცევაზე რო იჩხუბოს როდისღა ითამაშოს, ყველა ვერ იქნება მესი მაგრამ ცდას რა უდგას წინ...
giorgi
მივესალმები ბატ.ამირანს: გიორგი ისე მოამზადე გუნდი რომ მსაჯებიანად დაამარცხო. თამაშს ტელევიზიით ვუყურე და ძნელია კომენტატორს დავეთანხმო,მომენტი არ ჩანდა მაგრამ მე მგონი პენალტი იყოო... საჯარიმოში მცველი გორელ თავდამსხმელს მხრით ეთამაშა და ცნობილაძემ "კონტაქტი" იყოო,რომელ კონტაქტზე ლაპარაკობთ? მცველი ყოველთვის კონტაქტობს ტანით და ეს ნორმალური ამბავია,უცხოურ ფეხბურთს მაინც არ უყურებთ? ისეთი გრძნობა გამიჩნდა წინასჭარ იყვნენ მომზადებული მსაჯი უნდა დაეხმაროსო ერთ ერთს(ეტყობა დინამოს) მერე რატომ არ მოაგებინა რა ძნელი იყო "ნაყიდი" მსაჯისთვის...დევდარიანი კარგი მწვრთნელი ჩანს და ახლა თამაშზე მეტი უნდა იფიQროს ვიდრე შეთქმულებებზე, ბოლო ბოლო მოურინიო გაუძევებიათ და დევდარიანი არ შეიძლება? და ბოლოს მთავარი:კარგი იქნება თუ ფეხბურთელები ყოველ შეტაკებაზე არ გაგორდებიან და არ გვანახებენ როგორ სტკივათ, ევროპა თუ გვინდა ასეა....
sasha
ყველაზე საყურადგებო ის არის რომ მატჩის წინა ღამეს შეცვალეს მთავარი არბიტრი, ალბათ გვანცელაძე უკეთ გააკეთებდა დინამოს საქმეს.
bibo
მსოფლიო სპორტი საერთოდ ხმას არ ირებს დაწერეთ ჟურბნალისტებო თქვენი აზრი დააფიქსირეთ მარტო ფიფიას და დევდარიანის კომენტარები რო გადმოაკოპირეთ რამ დაგადუმათ
vika
ერთი რას აკეთებს ყიფიანი მაინტერესებს? ან კალაძე რატომ არ იგებს ხმას ესენი ხომ სიმარტლისტვის და სამარტლიანობისტვის მოვიდნენ ამ ქვეყანაში, მაგრამ ვაი რომ ასე არ არის და პირიქით ვხედავ მე ამათი მოსვლის მერე საერთოდ დაინგრა ფეხბურტი საქართველოში, კლუბებ ეხლა უფრო უჩირთ ვიდრე ადრე გაეტრიოს ეს ყიპიანი აქედან და მიაყოლონ იქ მტელი ფედერაცია და საერტოდ ყველაფერი უნდა დაიწყოს ნულიდან ქარტულ ფეხბურტში
odala
იქ სადაც შენისთანა ჭურნალისტები არსებობენ უარესი რომ არ ხდება მიკვირს. ვისაც არ ეზარება მგონი ყველა წერს ლელოში.
misha
ერთი კითხვა მაქვს... იქნებ რომან ფიფია და საერთოდ ფეხურთის ფედერაცია არაფერ შუაშია და ეს რომელიმე ბიზნესმენის ან სხვა ვისიმე დაკვეთილია? ხო შეილება ასე მოხდეს ? მარტო მსაჯი და რამდენიმე ფეხბურთელი მოისყიდონ და სასურველ ანგარიშს ასე მიღწიონ? საჭიროა გამოძიება ნათელი და გამჭვირვალე , ასევე ხმა უნდა აიმაღლონ ავტორიტეტულმა ფეხბურთელებმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა... მაგალითად: კალაძემ, ქინქლაძემ, დემეტრაძემ და სხვებმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ჭაობიდან ვერასოდეს ამოვალთ :)))
vako
დინამოს ვულოცავ წინასწარ ჩემპიონობას:)))) ფუ თქვენი. მსაჯების დახმარების გარეშე ერთ მატჩს ვერ იგებთ.მალადეც დილა ყველას დაანახე უკვე გაფარჩაკებული დინამო
Amiran
ბატ. გიორგი გუნდი ისე მოამზადე მოწინააგმდეგე მსაჯებიანად დაამარცხო. გორის დილა ნაკრებზე უკეტ ტამასობს.მეამაყები ქარტველო.
bibo
რატომ არ ირებენ ხმას სხვა ფეხბურტელები, ვეტერანები, კალაძე და სხვები ამით ეშველება ქართულ ფეხბურტს სხვა არაფერი გვიშველის და კიდევ მიეხმარეთ გუნდს წავიდეს ცარტერით მდით მტავრობა და გაამხნევეთ დღეს წავლის წინ გუნდი. დილაააააააააააააააააააა
Unknown
პირველი თამაშების ჩამცხობი და თამაშების გამყიდველი დომენტი სიჩინავაა ხალხოო გამოიძიონ და თუ ვტყუივარ მერე ვნახოთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა