სამკვირიანი პაუზის შემდეგ მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატი განახლდა
სამკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატი - ინდიანაპოლისში ჩატარდა ამავე ქალაქის სახელობის გრანპრი.

როგორც იცით, ტრავმების გამო ცუდად ჩაატარეს ბოლო ეტაპები ესპანელმა ფავორიტებმა - დანი პედროსამ და ხორხე ლორენსომ, რამაც გენერალურ კლასიფიკაციაში დაწინაურების საშუალება მისცა წლევანდელი სეზონის დებიუტანტ მარკ მარკესს.

ინდიანაპოლისის ეტაპს უნდა გაერკვია - მოახერხეს თუ არა პედროსამ და ლორენსომ გამოჯანმრთელება და ფორმის აღდგენა.

ეს ესპანური დუეტი აშკარად უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ ამერიკაში გაგრძელდა მარკ მარკესის დომინირება. მან მოიგო ყველა თავისუფალი პრაქტიკა, კვალიფიკაცია და ბოლოს, რბოლაშიც პირველი ადგილი დაიკავა. ასეთი რამ ბოლოს ცნობილმა ავსტრალიელმა კეისი სტოუნერმა გააკეთა შარშან, ავსტრალიის გრანპრის დროს.

რა თქმა უნდა, პედროსა და ლორენსო ასე იოლად დანებებას არ აპირებდნენ და დიდი ბრძოლა გაუმართეს დებიუტანტს. სტარტზე ორივემ შეძლო მარკესის გასწრება. ლიდერი ლორენსო გახდა, მეორეზე პედროსა აღმოჩნდა და მხოლოდ მესამეზე იყო მარკი.

ასე გაგრძელდა მეცხრე წრემდე, რის შემდეგაც მარკესი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა და მე-9 და მე-13 წრეზე რიგრიგობით გაუსწრო დაწინაურებულ თანამემამულეებს, რითაც პირველ ადგილზე გადავიდა. მართალია, დებიუტანტი დიდი ხანი ვერ ახერხებდა ლორენსოს კომფორტული უპირატესობით ჩამოტოვებას, თუმცა ბოლოს ტემპს უმატა და უახლოეს მდევარს 3.5 წამი მოუგო.

მეორე ადგილი პედროსამ მოიპოვა, რომელმაც ფინიშამდე ორი წრით ადრე გაუსწრო ლორენსოს.

ეს იყო "ჰონდას" მესამე დუბლი სეზონში, მარკესმა კი ზედიზედ მესამე ეტაპი მოიგო და კიდევ უფრო დაშორდა კონკურენტებს გენერალურ კლასიფიკაციაში. ახლა ის უკვე 21 ქულას უგებს პედროსას და 35 ქულას - ლორენსოს.

ჩემპიონატის მომდევნო ეტაპი უახლოეს უქმეებზე ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გაიმართება.

აშშ-ის გრანპრი

1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 44.52,463; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +3,495; 3. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +5,704; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +19,895; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 19,955; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +20,061; 7. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +24,842; 8. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha) - +40,690...

საერთო ჩათვლა

1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 188 ქულა; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 167; 3. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 153; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 130; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 127; 6. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 93; 7. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 87; 8. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - 81...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა