ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კლუბს მცირე თანხა გამოუყო, თამაშებზე მაინც რომ იაროს და ფეხბურთელებს ელემენტარული მოთხოვნები დაუკმაყოფილოს
ახალი სეზონის დაწყებამდე კლუბები იმედოვნებდნენ, რომ სახელმწიფო ყველას დააფინანსებდა, მაგრამ ბიუჯეტი რეზინის არ არის, მისი შესაძლებლობები მოკრძალებულია და ამ ილუზორულ მოთხოვნას რომ თვალი გაუსწორეს, სეზონის მძიმე ფინანსური კონტურებიც გამოიკვეთა.

თუმცა, ყველას არ გაუჭირდა ისე, როგორც "ზუგდიდს".

როგორც ცნობილია, კლუბს წლის დასაწყისში 1.5 მილიონ ლარამდე ბიუჯეტი დაუმტკიცეს, მაგრამ ახალ დირექტორს, მალხაზ ჭეჟიას "ზუგდიდის" სალარო ცარიელი დახვდა და სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე არა იმდენად ახალწვეულების დამატებასა და გაძლიერებაზე, არამედ დაფინანსების წყაროს მოძიებაზე უხდებოდა ფიქრი.

სახელმწიფოს თანადგომის იმედი ილუზია რომ გამოდგა, ჭეჟიამ კომერციულ ბანკებს მიმართა. თუმცა იქაც პრობლემები შეექმნა...

ახლა კი გავრცელდა ხმა, თითქოს "ზუგდიდს" ერთ-ერთმა ბანკმა კრედიტი გამოუყო და მოთამაშეებს ხელფასების დავალიანებას გაუსტუმრებენ. ლაპარაკია 300 ათას ლარზე, რომელსაც შემდეგ წლიური დაფინანსებიდან გაისტუმრებენ.

რეალურად კი, ვითარება ცოტა სხვაგვარია: ჭეჟიას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მცირე თანხა გამოჰყო, კლუბმა თამაშებზე მაინც რომ იაროს და ფეხბურთელებს ელემენტარული მოთხოვნები დაუკმაყოფილოს.

ცხადია, სულ არაფერს მიზერული თანხა ჯობია, მაგრამ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობისთვის სოლიდური დაფინანსებაა საჭირო. ამიტომ ეს საკითხი კვლავ აქტუალურია.

და ბოლოს - ბაქარ მირცხულავა "ზუგდიდს" ნახევარწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. 21 წლის ცენტრალური მცველი 3 წლის განმავლობაში ლისაბონის "ბენფიკას" დუბლებში თამაშობდა, ბოლოს კი კიშინიოვის "ზიმბრუში" გამოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ლევან კუტალაია: ისევ უმაღლესი ლიგის გუნდში თამაში მსურს და ეს რეალურია
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
გიორგი დარასელია "ზუგდიდის" მწვრთნელად, კობა წიტაიშვილი - დირექტორად...
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ზუგდიდის "ოდიში": მოვიპოვოთ ევროსაგზური, შევავსოთ სტადიონი!
მალხაზ ჭეჟია "ზუგდიდის" დირექტორის თანამდებობიდან გადადგა
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?
ეროვნული ლიგის XV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
სიჭინავა პირველივე შეხვედრისას დამემუქრა - რას ჰყვება "ზუგდიდის" ყოფილი დირექტორი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ჩიხურა VS ბეითარი - სოსო ფრუიძის იმედად
ეროვნული ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა