მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ფლორიდის შტატის უმაღლეს სასამართლოს მიმართა გვარის შეცვლის თხოვნით
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა მარია შარაპოვამ ფლორიდის შტატის უმაღლეს სასამართლოს მიმართა გვარის შეცვლის თხოვნით, - წერს გაზეთი "თაიმსი".

რუსი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობაზე ასეთი სახელითა და გვარით აპირებს გამოსვლას: მარია შუგარპოვა.

შეგახსენებთ, რომ შუგარპოვა - შარაპოვას მიერ შექმნილი კანფეტების ბრენდის სახელწოდებაა.

გეგმის მიხედვით, აშშ-ის ღია პირველობაზე, რომელიც 26 აგვისტოს აიღებს სტარტს, რუსი ჩოგბურთელი საკუთარი ბრენდის სიმბოლიკით დამშვენებული ფორმით ითამაშებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფლორიდის უმაღლესი სასამართლო გვარის შეცვლის ნებართვას გასცემს, შარაპოვას ტურნირის ორგანიზატორთა სპეციალური ნებართვა დასჭირდება "შუგარპოვათი" გამოსასვლელად. აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის ღია პირველობის დასრულების შემდეგ რუსი ძველ გვარს დაიბრუნებს.

რუსთან დაკავშირებული კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ მარია მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ჩოგბურთელი თვენახევრიანი თანამშრომლობის შემდეგ დაშორდა ამერიკელ ჯიმი კონორსს.

როგორც Tennis.com იტყობინება, ჯერჯერობით უცნობია, მოძებნის თუ არა უახლოეს 4-5 დღეში შარაპოვა ახალ მწვრთნელს.

ჟურნალისტები ორ კანდიდატურას ასახელებენ: ერთია შარაპოვას მუდმივი სპარინგ-პარტნიორი ვლადიმერ ვოლჩკოვი, აგრეთვე შვედი სპეციალისტების დუეტი მაგნუს ნორმანისა და მიკაელ ტილსტრიომის შემადგენლობით. ისინი ამჟამად მარიას ბოიფრენდის - გრიგორ დიმიტროვის მწვრთნელები არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარია შარაპოვა მარია შუგარპოვა ხდება

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...