სპორტსმენების მიერ სახელის გამოცვლის ყველაზე გახმაურებული შემთხვევები...
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა მარია შარაპოვამ ფლორიდის შტატის უმაღლეს სასამართლოს მიმართა გვარის შეცვლის თხოვნით, - წერს გაზეთი "თაიმსი". რუსი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობაზე ასეთი სახელი და გვარით აპირებს გამოსვლას: მარია შუგარპოვა.

გვარის შეცვლის შესახებ მარიას გადაწყვეტილების შემდეგ გაიხსენეს სპორტსმენების მიერ სახელის გამოცვლის ყველაზე გახმაურებული შემთხვევები...

1. კასიუს კლეი - მოჰამედ ალი

ეს არის, ალბათ, სახელისა და გვარის შეცვლის ყველაზე ცნობილი შემთხვევა სპორტის ისტორიაში. კასიუს კლეი სონი ლისტოსთან საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ, 24 წლის ასაკში გახდა მოჰამედ ალი.

ამის მიზეზი იყო კლეის შესვლა ამერიკულ ორგანიზაციაში - "ისლამის ერი". თანაც, "მუჰამედ ალი" მაშინვე არ გაჩენილა - გარკვეული ხანი მოკრივე კასიუს იქსი იყო.

2. რონ არტესტი - მეტა უორლდ პისი

"მშვიდობა მსოფლიოს" - თუ ინგლისურიდან ვთარგმნით, სწორედ ასეთი სახელით და გვარით გამოდის 2011 წლიდან ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი რონ არტესტი.

ასეთი სახელის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ არტესტი არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო მცველია NBA-ში, არამედ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მოთამაშედ არის მიჩნეული ასოციაციაში. 2004 წელს, მატჩის დროს გულშემატკივართან ჩხუბის გამო, მას სარეკორდო დისკვალიფიკაცია მისცეს - 86 მატჩი.

3. არნოლდ გუტმანი - ალფრედ ჰაიოში

ცურვის ლეგენდას, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს დაბადებისას ასეთი სახელი მისცეს - არნოლდ გუტმანი.

არნოლდ ჰაიოში კი სპორტსმენი გარემოებათა მიზეზის გამო გახდა - იმ წლებში უნგრეთში ნაციონალიზმი ყვაოდა.

უნდა დავამატოთ, რომ ჰაიოში უნგრულიდან ითარგმნება, როგორც "მეზღვაური", რამაც მას კარიერის დასაწყისში ქვეყანაში უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა.

4. ჰარი ჰოკინგი - ჰარი ვისკასი

ავსტრალიური ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს მსოფლიოში, მაგრამ სწორედ იქ მოხდა სახელისა და გვარის შეცვლის ყველაზე კურიოზული შემთხვევა. თანაც საინტერესოა, რომ ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს შარაპოვას შემთხვევას.

ლაპარაკია გუნდ "გილონგ კეტსის" კაპიტან ჰარი ჰოკინგზე, რომელმაც კომერციული მიზნით შეიცვალა სახელი ჰარი ვისკასით და მაშინვე მისი ფოტოები გაჩნდა კატის საკვების ქილებზე.

5. ჯიმი უაიტი - ჯეიმს ბრაუნი

სნუკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე ჯიმი უაიტი (მის პოპულარობაზე მეტყველებს მეტსახელი - "სახალხო ჩემპიონი") ასევე გახდა სახელის კომერციული შეცვლის მსხვერპლი.

უაიტმა კონტრაქტი გააფორმა "ყავისფერი სოუსების" მწარმოებელ ცნობილ კომპანიასთან. ხელშეკრულების თანახმად, ის იძულებული გახდა, გვარი და სახელი შეეცვალა. ასე გახდა "თეთრი" "ყავისფერი" - ახლა ის არა ჯიმი უაიტი, არამედ ჯეიმს ბრაუნია.

6. ფარნბორო

დაბოლოს, გვარისა და სახელის შეცვლის ყველაზე ახალი და ამავდროულად, ყველაზე უნიკალური შემთხვევა. ის გასულ კვირას მოხდა ინგლისის მოკრძალებულ კლუბ "ფარნბოროში" და ამაზე ჩვენი გაზეთიც წერდა.

გუნდის ახალი სპონსორის მოთხოვნის თანახმად, სახელი და გვარი შეიცვალა კლუბის ყველა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, რისი წყალობითაც "ფარნბოროში" თამაშობენ - პელე, მარადონა, ბენქსი, მესი, ჯორჯ ბესტი და სხვა "ლეგენდები", ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი, სპენსერ დეის ნაცვლად, "ჟოზე მოურინიო" გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარია შარაპოვა გვარს იცვლის და შუგარპოვა ხდება

alex
ქარიმ აბდულ ჯაბარი?????????????????? ????????????????????????????????????
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
ვინ უფრო ძლიერია, მოჭიდავე თუ მოკრივე? - ამის გარკვევას ჯერ კიდევ 1976 წელს ცდილობდნენ [VIDEO]
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
8 მარტი. ეს დღე სპორტის ისტორიაში: მოჰამედ ალის პირველი წაგება პროფესიულ რინგზე
8 მარტი სპორტის ისტორიაში: მოჰამედ ალის პირველი მარცხი
დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
დონ კინგი: მოჰამედ ალი რომ არა, არარაობა ვიქნებოდი
მეივეზერ-მაკგრეგორიდან 40 წლით ადრე: ალი ინოკის წინააღმდეგ
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...