ევროპის ლიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩი
ჯერ - ბუქარესტის "სტიაუა", ახლა - ლონდონის "ტოტენჰემი", - ამ ზაფხულს თბილისში ტიტულიანი გუნდების ჩამოსვლით მართლაც განებივრებულები ვართ.

მოკლედ, 22 აგვისტოს გასამართი "დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩი დიდ ინტერესს რომ გამოიწვევს ქართველ გულშემატკივრებში, ამას წყალი არ გაუვა და არა მხოლოდ ქომაგებში: "დინამო-არენის" საპრესკონფერენციო დარბაზი მატჩის წინა დღეს თითქმის სავსე იყო! მიზეზი კი "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის, ანდრე ვილაშ-ბოაშის წინასამატჩო პრესკონფერენცია გახლდათ, რომელიც მაქსიმალურად შეეცადა ქართველი თუ ინგლისელი ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.

თუმცა, ვიდრე "ტოტენჰემის" ახალგაზრდა პორტუგალიელი მწვრთნელი ხუთშაბათს გასამართი მატჩისა თუ თავისი გუნდის სიახლეებზე (რამდენად გულწრფელი იყო, ამაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებთ - გ.ტ.) ისაუბრებდა, მანამდე ჟურნალისტების კითხვებს ინგლისური კლუბის ფრანგი მცველი იუნის ქაბული პასუხობდა.

- მიმაჩნია, რომ ევროტურნირების ამ სტადიაზე სუსტი გუნდი ვერ მოხვდებოდა. ასე რომ, "დინამო" კარგი გუნდი უნდა იყოს.

- შანსებს როგორ შეაფასებდით?

- "დინამოსაც" და "ტოტენჰემსაც" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა უნდათ, თუმცა ჩვენი მიზანია, თბილისშივე მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

- "ტოტენჰემისთვის" რომელი უფრო პრიორიტეტულია: ევროპალიგა თუ ინგლისის პრემიერლიგა?

- ჩვენი გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა და ნებისმიერ მატჩში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, "დინამოსთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი უმთავრესი მიზანი მაინც პრემიერლიგაში წარმატებული ასპარეზობა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.

- "ტოტენჰემი" გუნდის უმთავრესი ვარსკვლავით, გარეთ ბეილით და მის გარეშე - ერთი და იგივეა?

- რა თქმა უნდა, ბეილი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მაგრამ "ტოტენჰემს" სხვა არაერთი ძლიერი ფეხბურთელიც ჰყავს.

- თქვენი გუნდის წარმომადგენლები მეტისმეტად თავდაჯერებულნი ხომ არ არიან, რითაც შესაძლოა დაისაჯონ კიდეც "დინამოსთან" დაპირისპირებაში?

- მსგავსი არავისგან მსმენია; მით უმეტეს, რომ ჩვენ პროფესიონალები ვართ და ყველა მატჩს, მათ შორის, "დინამოსთანაც", სრული სერიოზულობით ვუდგებით. ამაში ხვალინდელი შეხვედრის დროსაც დარწმუნდებით.

ანდრე ვილაშ-ბოაში: დინამოდან ჩისკოს და ვუოს გამოვყოფდი

- ხვალინდელი მატჩისათვის რა სტრატეგიას ავირჩევთ, ჯერჯერობით არც გვიფიქრია - პრემიერლიგის I ტურის მერე პირველი ვარჯიში ხომ ახლა უნდა ჩავატაროთ.

- "დინამოსთან" ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებთ?

- სხვადასხვა სახის ტრავმის გამო იან ვერტოგენი და აარონ ლენონი ხვალ ვერ ითამაშებენ.

- თქვენი აზრიც გვაინტერესებს: პრემიერლიგა უფრო პრიორიტეტულად მიგაჩნიათ თუ ევროპალიგა?

- სხვათა შორის, წინა სეზონში ორივე ტურნირზე მაქსიმალურად შევეცადეთ, წარმატებებისათვის მიგვეღწია; ანუ, ფაქტობრივად, ერთი და იგივე შემადგენლობით გუნდი ხუთშაბათს ევროპალიგაზე თამაშობდა, კვირა დღეს კი - პრემიერლიგაში. ანალოგიური განწყობაა ამ სეზონშიც, თუმცა, პირველ რიგში, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზური უნდა მოვიპოვოთ.

- სავარაუდო ახალწვეულებთან დაკავშირებით რა ხდება: კოენტრაო და უილიამსი მალე ჩაირიცხებიან "ტოტენჰემში"?

- არც კოენტრაოს და არც უილიამსს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი ჯერჯერობით არ გაუფორმებიათ. ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდი, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, კიდევ დავიმატოთ ვინმე.

საერთოდ კი, ეს საქმე ჩვენი ახალი ტექნიკური დირექტორის, ფრანკო ბალდინის კომპეტენციაა და ძალიან მიხარია, რომ ასეთმა გამოცდილმა მენეჯერმა ჩვენს კლუბში დაიწყო მოღვაწეობა.

- "დინამოს" შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?

- "სტიაუასთან" ორივე მატჩის ჩანაწერი ვნახე; ამას გარდა, ჩვენი კლუბის წარმომადგენელი დაესწრო "დინამოსა" და "ზესტაფონის" შეხვედრას. საკმაოდ კარგი გუნდია, განსაკუთრებით, კონტრშეტევებშია სახიფათო. "დინამოდან" ორ ფეხბურთელს გამოვყოფდი: ჩისკოსა და პატრიკ ვუოს. სხვათა შორის, ვუო თავის დროზე პორტუგალიურ "აკადემიკაში" ჩემი ხელმძღვანელობით თამაშობდა.

- 2010/11 წლების სეზონში, როცა "პორტუს" მთავარი მწვრთნელი იყავით, სეზონი 4 ტიტულით დაამთავრეთ. როგორ ფიქრობთ, იგივეს მიღწევა ინგლისურ პრემიერლიგაშიც შესაძლებელი იქნება?

- ინგლისში ბევრად უფრო მაღალი კონკურენციაა და თითქმის ყველა გუნდში სერიოზული ინვესტიციები იდება. თუ არ ვცდები, ერთადერთხელ იყო, ერთმა გუნდმა სეზონი 3 ტიტულით რომ დაამთავრა: "მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგაზეც გაიმარჯვა, პრემიერლიგაშიც და ასოციაციის თასზეც. ანუ, რამდენადაც მახსოვს, ინგლისში ოთხივე შესაძლო ტიტული არც ერთ გუნდს არ მოუგია. თუმცა, იმედი მაქვს, ჩემი ხელმძღვანელობით "ტოტენჰემი", სულ მცირე, ერთ ტიტულს მაინც მოიპოვებს.

- როგორ ფიქრობთ, წინასთან შედარებით, ამ სეზონში უფრო ძლიერი გუნდი გეყოლებათ?

- ჩემი აზრით, ეს შემადგენლობა უფრო ძლიერია, მით უმეტეს, კიდევ ვაპირებთ გაძლიერებას, ანუ მიმაჩნია, რომ "ტოტენჰემი" პრემიერლიგის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

პრესკონფერენციის დასრულების მერე "ტოტენჰემის" ვარჯიში დაიწყო, თუმცა ჟურნალისტებისა და ქომაგებისათვის ღია მხოლოდ 15 წუთი იყო.

თვალში გვეცა სტუმართა ხალისიანი განწყობა: "ტოტენჰემის" 5(!) მწვრთნელი 16 ფეხბურთელს ცალკე ავარჯიშებდა, მეკარეების მწვრთნელი კი - გუნდის სამ გოლკიპერს.

ამასობაში 15 წუთიც მიილია და სტადიონის თავაზიანად დატოვებაც მოგვთხოვეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა